გიორგი გახარიას განცხადებით, პოლიციელები 2-ის ნაცვლად 3 ცვლით იმუშავებენ

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას კრიმინალურ პოლიციაში განხორციელებულ ცვლილებაზე ისაუბრა. ასევე გახარიამ იმ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რაც კრიმინალური პოლიციის რეფორმირების კუთხით იგეგმება.

„შემიძლია გითხრათ ის, რაც ბევრ თქვენგანს გაუკვირდება: ერთი კვირის წინ, თბილისის კრიმინალურ პოლიციაში სულ ორი ცვლა იყო, რის გამოც ჩვენ ლეგიტიმურად შეგვიძლია ვისაუბროთ პოლიციის მუშაობის ხარისხზე, უფლებამოსილების გადამეტებაზე და ა.შ. მინდა წარმოვიდგინოთ პოლიციელი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს მეორე მოქალაქის უსაფრთხოებაზე და თვის განმავლობაში 15 დღე, 24 საათი მუშაობს, რაც, უბრალოდ, ფიზიკურად შეუძლებელია. ამ ტიპის პრობლემების მოგვარების და ელემენტარული ხანძრების ჩაქრობის გარეშე, კრიმინალური პოლიციის ხარისხობრივ გაუმჯობესებაზე ლაპარაკი ზედმეტია. გარკვეული რესურსების მობილიზაციის გზით უკვე ვახერხებთ, რომ მივცეთ ამ ხალხს საშუალება, 3 ცვლით იმუშაონ და ვფიქრობ, ეს არის ის სწრაფი ნაბიჯები, რომელიც მოგვცემს საშუალებას უახლოეს პერიოდში დავაბალანსოთ სიტუაცია და გადავიდეთ შინაარსობრივ რეფორმებზე”, - განაცხადა გახარიამ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს