ნიკი ჰეილი - აშშ დაიმახსოვრებს ამ დღეს, როდესაც სხვა ქვეყნები ამერიკასთან დახმარებისთვის მოვლენ

გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე გაერო-ს წევრებს მოუწოდა, ამერიკისადმი უპატივცემულობა არ გამოაჩინონ. მისი თქმით, დღევანდელი რეზოლუცია თავდასხმას წარმოადგენს აშშ-ზე და მის უფლებაზე, აწარმოოს სუვერენული პოლიტიკა.

როგორც ნიკი ჰეილიმ აღნიშნა, თითოეული ქვეყნის სუვერენული უფლებაა განსაზღვროს, თუ სად განათავსებს თავის საელჩოს. „უნდა განვაცხადო: როდესაც ჩვენ დიდი ოდენობით ფულადი წვლილი შეგვაქვს გაერო-ში, ჩვენ ასევე მოველით, რომ პატივს გვცემენ და რა ხდება?! ჩვენ გვთხოვენ გადავიხადოთ საეჭვო პრივილეგიისთვის, რომ უპატივცემულოდ მოგვექცნენ“, - განაცხადა ნიკი ჰეილიმ გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, დღევანდელმა რეზოლუციამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ აშშ შეწყვეტს გაერო-ს დაფინანსებას. „თუ ჩვენი ინვესტიციები წარუმატებელია, ჩვენ ვალდებულება გვაქვს ეს ინვესტიციები სხვაგვარად მოვიხმაროთ“, - განაცხადა მან.

გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „აშშ დაიმახსოვრებს ამ დღეს, როდესაც აშშ-ს კვლავ სთხოვენ ყველაზე დიდი ფულადი შენატანი გააკეთოს გაერო-ში“. „აშშ დაიმახსოვრებს ამ დღეს, როდესაც სხვა ქვეყნები აშშ-სთან დახმარებისთვის მოვლენ“, - დასძინა მან.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ