გიორგი კვირიკაშვილი - ვიქნები მომხრე, ქალთა მიმართ ძალადობაზე ყველაზე საშინელი სასჯელი დავაწესოთ

მომხრე ვიქნები, ქალთა მიმართ ძალადობაზე ყველაზე საშინელი სასჯელი დავაწესოთ - პირადად დავუჭერ მხარს, მაქსიმალურად, რამდენჯერმე გავამკაცროთ კანონმდებლობა ამ მიმართულებით, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

მისი შეფასებით, ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით ქვეყანაში უბედურება ხდება და არის სამარცხვინო მდგომარეობა.

”ჩვენი ქვეყნის უმძიმესი პრობლემაა ქალთა მიმართ ძალადობა. მართლაც და, ქვეყნის ღირსების საკითხია - რაღაცებით მოგვაქვს თავი და, დღე და კვირა არ გავა, რომ მამაკაცმა, თუ შეიძლება მას მამაკაცი ეწოდოს, ცოლი თუ ყოფილი ცოლი არ მოკლას, თან ძალიან სასტიკი ფორმით. ამ მიმართულებით უბედურება ხდება ქვეყანაში. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა როგორც კრიმინალთან ბრძოლის მიმართულებით, ასევე კულტურული და მენტალური პრობლემა გახლავთ. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი. ვიქნები მომხრე, ქალთა მიმართ ძალადობაზე ყველაზე საშინელი სასჯელი დავაწესოთ. ჩვენ გარკვეული ნაბიჯები გადავდგით. იუსტიციის მინისტრმა გარკვეული ცვლილებები დააინიცირა, მაგრამ სამწუხაროდ, შედეგი იმაზე მეტყველებს, რომ ამ მიმართულებით სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ. ის, რაც ამ მიმართულებით ხდება, არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი. მომხრე ვიქნები, პირადად დავუჭერ მხარს, რომ მაქსიმალურად, კიდევ უფრო რამდენჯერმე გავამკაცროთ კანონმდებლობა, რომ არ გვქონდეს ასეთი დრამატული სურათი”, - განაცხადა კვირიკაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო