გულია გოცირიძე - 2018 წელს გლდანში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება

თბილისის საკრებულოს გლდანის ლუწი მიკრო რაიონების მაჟორიტარმა დეპუტატმა გულია გოცირიძემ მოსახლეობას დედაქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში გაწერილი ის პროგრამები გააცნო, რომელთა განხორციელებაც გლდანის რაიონში 2018 წელს დაიწყება. შეხვედრას რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძეც ესწრებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

როგორც გულია გოცირიძემ განაცხადა, მომავალი წლის ბიუჯეტი გლდანში საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგებას, დანგრეული სახლების მცხოვრებთათვის კომპენსაციის გაცემას და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამის განვითარების ხელშეწყობას მოხმარდება.

გარდა ამისა, დეპუტატის თქმით, რაიონში სხვადასხვა სოციალური პროგრამები განხორციელდება. მისივე განცხადებით, მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტში გლდანის რაიონში თანხები სხვადასხვა სპორტული, კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებებისთვისაც არის გამოყოფილი.

როგორც გულია გოცირიძემ განაცხადა, 2018 წელს გლდანში არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი განხორციელდება.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025