პანკისელების განცხადებით, ხეობის გარდა, სუს-მა ერთი პირი თბილისშიც დააკავა

არსებული ინფორმაციით, პანკისის ხეობის გარდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ერთი პირი თბილისშიც დააკავა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის დამ განუცხადა.

როგორც მან განმარტა, თბილისში დააკავეს ხიზირ მარგოშვილი, თუმცა იქამდე, დუისში, მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

„ჯერ ჩხრეკა ჩატარდა ხიზირის საცხოვრებელ სახლში, თუმცა ის დუისში არ აღმოჩნდა. საბოლოოდ, თბილისში დააკავეს“, - განაცხადა ნატა მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში დღეს დილიდან მიმდინარეობდა. დუისის რწმუნებული პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი და დაკავებული პირების ვინაობის შესახებ საუბრობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დუისის რწმუნებულმა თამარ მარგოშვილმა განუცხადა, მისი ინფორმაციით, სპეცოპერაციის მიმდინარეობისას დაიჭრა დუისელი თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც თელავის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რაც შეეხება დაკავებულებს, აყვანილია კიდევ ერთი დუისელი რუსლან ალხანაშვილი და ომალოელი ბადურ ჩოფიკაშვილი. როგორც ვიცი, ეს სპეცოპერაცია უკავშირდება ახმედ ჩატაევისთვის ხელისშეწყობას," - განაცხადა დუისის რწმუნებულმა თამარ მარგოშვილმა.

თავის მხრივ, „ინტერპრესნიუსს“ თელავის საავადმყოფოში განუცხადეს, რომ დაჭრილს დაზიანებები თავის არეში აღენიშნება.

აღსანიშნავია, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის საკითხზე 12:00 საათზე სუს-ში ბრიფინგი დაინიშნა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო