სემეკი სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ სამომხმარებლო ტარიფებს დაადგენს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) დღეს, საჯარო სხდომაზე სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ სამომხმარებლო ტარიფებზე იმსჯელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სემეკიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კომისიის მიერ ტარიფები 3 - წლიან რეგულირების პერიოდზე დადგინდება. ამავე სხდომაზე დადგინდება „ჟინვალჰესის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 2018-2020 წლებისთვის. გარდა ამისა, განისაზღვრება შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „მცხეთის წყალისა“ და შპს „რუსთავის წყალის“ წყალმომარაგების სისტემებში სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების ოდენობები.

საჯარო სხდომა დღეს, 11:00 საათზე დაიწყება. სხდომა საჯაროა და დასწრება ნებისმიერ პირს შეუძლია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო