დიმიტრი ხუნდაძე - ჩვენ ვხედავთ რეალურ რისკებს, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი გაიზრდება

ნარკოტიკული საშუალების ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგე 7 დეპუტატი ითხოვს, რომ საკითხი ჯერ უმრავლესობის ფორმატში განიხილონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

ხუნდაძის თქმით, კომიტეტის წევრების ნაწილი კანონპროექტის აღნიშნული ფორმით მიღების წინააღმდეგია. "ჯანდაცვის კომიტეტის უმრავლესობის წევრები ვეწინააღმდეგებით დეკრიმინალიზაციის ამ ფორმით შემოტანას, რადგან ჩვენ ვხედავთ რეალურ რისკებს იმისა, რომ ქვეყანაში გაიზრდება ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი. სამართლებრივი რეგულაციები უნდა იყოს იმგვარი, რომ ეს რიცხვი არ გაიზარდოს. ჩვენ ვემხრობით, რომ არ დავიჭიროთ, უნდა იყოს შესაბამისი სერვისები, სამართლებრივი რეგულაციები, რომ არ მოხდეს ქვეყანაში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვის აფეთქება. მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტის სხდომა მაინც შედგა, ის გაიმართა ოპოზიციის წევრების მონაწილეობით, თუმცა, ვფიქრობ, რომ უნდა შედგეს შეთანხმება უმრავლესობის ფორმატში, რომ მოხდეს რისკების მინიმალიზება. ეს კანონპროექტი ეხება არა მხოლოდ ნარკოტიკების მომხმარებლებს, არამედ საზოგადოების იმ უდიდეს ნაწილს, რომელიც არ მოიხმარს ნარკოტიკებს. მე და იმ გუნდის წევრები, რომლებიც ვეწინააღმდეგებით ამ კანონპროექტს, ვითხოვთ ამ საკითხის უმრავლესობის ფორმატში განხილვას", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კანონპროექტის წინააღმდეგი არიან დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე, კობა ნარჩემაშვილი, კობა ნაკაიძე, ლევან ბეჟანიძე, დიმიტრი მხეიძე, მირიან წიკლაური და ილია ნაკაშიძე.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ