პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი - ჩვენ გვინდა, დროულად და ობიექტურად გამოიძიონ სპეცოპერაციის საქმე

ჩვენ გვინდა, დროულად და ობიექტურად გამოიძიონ სპეცოპერაციის საქმე, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრმა ელიზბარ მარგოშვილმა.

პანკისის ხეობის უხუცესებს, სუს-ის წარმომადგენლებსა და კახეთის გუბერნატორს შორის პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შეხვედრა შედგა. უხუცესთან საბჭოს წევრების ინფორმაციით, შეხვედრა დროული და ეფექტური იყო.

"პანკისის ხეობის 10 -მდე უხუცესი თელავში შევხვდით გუბერნატორს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს. ჩვენ, ჩვენი პოზიცია გავაცანით, მათ თავისი გაგვაცნეს. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრება 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ და რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს თავისი. ჩვენ ვთქვით, რომ გვინდა დროულად და ობიექტურად იქნას გამოძიებული სპეცოპერაციის საქმე. ასევე ვისაუბრეთ ხეობაში არსებულ განათლების, უმუშევრობის და ყოველდღიური პრობლემების შესახებ. ხეობაში ხალხს უნდა სიმშვიდე და ეს შეხვედრა ამისთვის იყო საჭირო" , - განაცხადა პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრმა ელიზბარ მარგოშვილმა.

26 დეკემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 4 პირი დააკავა. ხოლო მე-5 ბრალდებული, თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაიჭრა. ის ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა