მერიაში ახალი ა(ა)იპ-ი „საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო“ იქმნება

PR სამსახურების ცენტრალიზების მიზნით, მერიაში ახალი ა(ა)იპ-ი „საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო“ იქმნება. სააგენტო თბილისის მერიის სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში შეიქმნება, რომლის პრეზენტაცია მერიამ დღეს გამართა. რეფორმის ფარგლებში, მერიის საქმიანობის მეტი გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდის მიზნით, განხორციელდება PR სამსახურების ცენტრალიზება.

რეფორმის ფარგლებში მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან, გამგეობებიდან, სსიპ-ებიდან, ა(ა)იპ-ებიდან და შპს-ებიდან მოხდება ამ ფუნქციის გამოტანა და მისი ცენტრალიზება ცალკე, ამ მიზნით შექმნილ ახალ ა(ა)იპ-ში „საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტოში“.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა