„ევროპული საქართველოს“ წევრი - „ქართულ ოცნებას“ ავიწყდება გაცემული დაპირებები, მაგრამ არ ავიწყდება მერიის მაღალი თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გასამმაგება

„ქართულ ოცნებას“ ავიწყდება გაცემული დაპირებები, მაგრამ არ ავიწყდება თუ როგორ მოახდინონ მერიის მაღალი თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გასამმაგება, - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ჟღენტმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ მერიის მიერ წარმოდგენილ სტრუქტურულ და ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არის, მხარს არ დაუჭერს.

„ქმნიან ახალ სამსახურებს, აყავთ მაღალი თანამდებობის პირები შრომითი ხელშეკრულებით და რაც ყველაზე სამწუხაროა, ზრდიან ბიუროკრატიულ ხარჯს. მათ ავიწყდებათ თბილისელებისთვის მიცემული დაპირებები. რაც არ ავიწყდებათ არის ის, თუ როგორ მოახდინონ მერიის მაღალი თანამდებობის პირთათვის და ჩინოვნიკებისთვის ხელფასების გასამმაგება. ეს არის სამწუხაროდ მავნე პრაქტიკა. ჩვენ დღეს სხდომაში მივიღებთ მონაწილეობას, გვექნება ჩვენი შეხედულებები და შენიშვნები. ამ ფორმით რა ფორმითაც არის წარმოდგენილი ცვლილებები, მხარს ვერ დავუჭერთ“, - განაცხადა დავით ჟღენტმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ