ვასილ კაჭარავა - ტრამპი საკმაოდ არხეინად და მყარად გრძნობს თავს და იქით ამწარებს შემოხვეულ ყვავ-ყორნებს

თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთწლიანი მოღვაწეობის შედეგებზე ”ინტერპრესნიუსი” თსუ-ს პროფესორს, ამერიკანისტიკის ინსტიტუტის დირექტორ ვასილ კაჭარავას ესაუბრა.

- ბატონო ვასილ, ერთი წლის წინ აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავისი საპრეზიდენტო მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ვინაიდან ჩვენ მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნის პირველი პირის ერთწლიანი საქმიანობის შეფასების თემაზე ვსაუბრობთ, უპრიანი იქნება ამ თემაზე საუბარი ჯერ მისი საშინაო პოლიტიკის შეფასებით დავიწყოთ.

ყველა აღიარებს, რომ ტრამპმა ბრწყინვალედ განახორციელა რევოლუციური საგადასახადო სისტემის რეფორმა, რამაც უზრუნველყო ბიზნესის ინდექსების შესამჩნევად ზრდა, ასეთი რამე კი 19 წელია, არ ყოფილა. გარდა ამისა, უმუშევრობა 4,1%-მდე შემცირდა და შეიქმნა 2 მილიონამდე სამუშაო ადგილი.

თქვენი აზრით, რამდენად გამართლდა იმ ამერიკელთა მოლოდინი, ვინც ერთი წლის წინ ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტად აირჩია?

- როგორც იტყვიან, ამერიკელებს გააჩნია. ბევრი კმაყოფილია, ბევრისთვის კი, ტრამპის წარმატება საკუთარ მარცხს ნიშნავს. ზოგი კი მხოლოდ ნაკლოვანებებს ხედავს.

თუ ობიექტურად ვისაუბრებთ, ისევე როგორც ყველა პრეზიდენტს, მას წარმატებანიც და წარუმატებლობაც საკმარისი აქვს. სხვა საქმეა რომ ტრამპზე, მის იდეოლოგიასა და ქცევის სტილზე განაწყენებული მედია ტრამპისგან რაღაც განსაკუთრებულსა და თანაც უაღრესად უარყოფით სახეს ხატავს. რაც, მე პირადად, წმინდა წყლის დემაგოგიად და უბრალოდ მის წინააღმდეგ წარმოებული ომის გამოხატულებად მიმაჩნია.

ტრამპს, როგორც პრეზიდენტს, წარმატებანიც და წარუმატებლობაც საკმარისი აქვს. სხვა საქმეა, რომ ტრამპზე, მის იდეოლოგიასა და ქცევის სტილზე განაწყენებული მედია ტრამპისგან რაღაც განსაკუთრებულ და თანაც უაღრესად უარყოფით სახეს ხატავს. რაც, მე პირადად, წმინდა წყლის დემაგოგიად და უბრალოდ, მის წინააღმდეგ წარმოებული ომის გამოხატულებად მიმაჩნია

იგივეს აკეთებს “დემოკრატიული პარტიის” ელიტა, რომელმაც არჩევნებში დამარცხების შემდეგ უდიდესი პრივილეგიები და სხვადასხვა სოციალურ პროგრამებში არსებული თანხები დაკარგა.

ალბათ, იგივე გრძნობები გააჩნია პოლიტკორექტულობით სპეკულაციაზე აღზევებულ ინტელექტუალურ ელიტას, რომელიც გრძნობს, რომ ტრამპის ზოგჯერ საკმაოდ უბრალო, მაგრამ საკმაოდ დამაჯერებელი გზავნილები მის ავტორიტეტსა და აქედან გამომდინარე, იდეოოლოგიურ გავლენას ამცირებს როგორც ამერიკაში, ასევე მსოფლიოში. დააკვირდით თუნდაც სი-ენ-ენი-სა და ბი-ბი-სის გაჟღერებულ თანხვედრას ტრამპიზმის კრიტიკისას.

ბუნებრივია, უკმაყოფილოა საზოგადოების ის ფენაც, რომელსაც მრავალი სოციალური პროგრამის შეკვეცა ემუქრება, როგორც ეს რეიგანის დროს მოხდა.

ალბათ არასერიოზულად ჩანს, მაგრამ ამის შემხედვარეს მახსენდება ლექსი - ,,არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა...’’ თუმცა, ჩვენი ტრაგიკული ბედის არწივისგან განსხვავებით, ტრამპი საკმაოდ არხეინად და მყარად გრძნობს თავს და იქით ამწარებს შემოხვეულ ყვავ-ყორნებს. თან იმასაც ამატებს, რომ იგი ,,სტაბილური ფსიქიკის გენიოსია’’.

გენიოსობაზე ალბათ უფრო მომავალი არჩევნებისას ვისაუბრებთ, მაგრამ ამდენი გამუდმებული, სამართლიანი თუ უსამართლო შემოტევების გაძლებას მართლაც უაღრესად სტაბილური ფსიქიკა სჭირდება. ისტერიის ელემენტები მის ოპონენტებს უფრო ეტყობათ.

ერთ-ერთი კონსერვატული ორგანიზაციის ლიდერი ტრამპს გენიალურ პოლიტიკოსად ნათლავს. ეს არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკას გარედან მოევლინა და რომლის მსგავსი ამერიკას არ ჰყოლია “მამა დამფუძნებლების” შემდეგო. ეს, ალბათ, აშკარა გადაჭარბებაა, მაგრამ იმის თქმაც მინდა, რომ ტრამპით აღტაცებულიც უამრავია დღევანდელ ამერიკაში.

მაგრამ, თუ მაინც მისი ერთი წლის პრეზიდენტობას შევაჯამებთ, იგი საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. თუმცა მრავალი გამოკითხვა ასაბუთებს, რომ ჰარი ტრუმენის შემდეგ იგი ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია მმართველობის პირველი წლის ბოლოს. მაგრამ ფაქტები სხვა რამეს ღაღადებს და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ეს გამოკითხვები და ე.წ. პოლები მრავალ შემთხვევაში პოლტიკური ბრძოლის იარაღად იქცა.

ტრამპის ოპონენტების შეტევის მთავარი იდეაა, რომ ტრამპი პუტინის რუსეთის დახმარებით გახდა პრეზიდენტი და ლამის კრემლის და კონკრეტულად პუტინის აგენტია. ჯერჯერობით ეს ვერც ერთი კონკრეტული და წონადი ფაქტით ვერ დადასტურდა. მიუხედავად თითქმის ერთწლიანი გამოძიებისა, თითქმის ყველა დონეზე. ამის საფუძველზე უნდოდათ და დღესაც უნდათ მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება. მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოდის.

ტრამპის ოპონენტებს ჯერჯერობით არ ადგებათ ნაცისტური პროპაგანდის მამის და ალბათ მსოფლიოს საუკეთესო პროპაგანდისტის იოზეფ გებელსის რეცეპტი - ,,თუ დიდ და აბსურდულ ტყუილს ყოველდღიურად გავიმეორებთ, ადრე თუ გვიან მას დაიჯერებენ.’’ ასე რომ, ტრამპი ჯერჯერობით არაა ,,პუტინის შპიონი’’ და ალბათ ეს უკვე კარგია. მათ შორის ჩვენთვის, ქართველებისთვისაც.

ტრამპის ოპონენტებს ჯერჯერობით არ ადგებათ ნაცისტური პროპაგანდის მამის და ალბათ მსოფლიოს საუკეთესო პროპაგანდისტის იოზეფ გებელსის რეცეპტი -- ,,თუ დიდ და აბსურდულ ტყუილს ყოველდღიურად გავიმეორებთ, ადრე თუ გვიან მას დაიჯერებენ.’’ ასე რომ, ტრამპი ჯერჯერობით არაა ,,პუტინის შპიონი’’ და ალბათ ეს უკვე კარგია. მათ შორის ჩვენთვის, ქართველებისთვისაც

ზოგი ტრამპს, მისი აზრით, პირველ პოპულისტ პრეზიდენტს (1829-37 წწ )ენდრიუ ჯექსონსაც ადარებს, რომელიც სხვასთან ერთად ინდიელების მიმართ სასტიკი პოლიტიკით და მართვის საკმაოდ ავტორიტარული სტილით გამოირჩეოდა. მაგრამ ითვლება, რომ მიუხედავად მაშინდელი არაპოლიტკორექტულობისა, მან ბევრი რამ გააკეთა შეერთებული შტატების გაძლიერებისთვის.

ალბათ, ტრამპის ადმინისტრაციის ყველაზე ეფექტურ წარმატებას გადასახადების მნიშვნელოვანი შემცირება წარმოადგენს. ბოლო ათწლეულების მანძილზე, მგონი უმცროსი ბუშის შემდეგ, ასეთი მასშტაბური შემცირება არც ყოფილა. ამის საფუძველზე მთელი რიგი კომპანიები 1000 დოლარიან ბონუსებს ურიგებენ თანამშრომლებს. ბიზნესის გაფართოების პერსპექტივებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რაც ამ რეფორმის უშუალო დანიშნულებაა და ეკონმიკის გამოცოცხლების ტიპური რესპუბლიკური რეცეპტია. თუმცა ეს კენედისაც და კლინტონსაც გაუკეთებია.

ამავე დროს, ტრამპმა შეამცირა ბიზნესის წარმოებისთვის სხვადასხვა სახის მკაცრი რეგულიაციები, რითაც უაღრესად შეუწყო ხელი ამერიკული ბიზნესის გააქტიურებას. ეს რეგულაციები შემცირდა, მათ შორის ეკოლოგიის სფეროშიც, რაც ალბათ საკმათოა, მაგრამ ბიზნესი ჯერჯერობით ძალიან მადლიერია.

ტრამპმა თავისი უშუალო მცდელობით დააბრუნა ამერიკის ტერიტორიაზე მექსიკაში, ჩინეთში და კიდევ სხვა ბევრ ქვეყანაში გადატანილი ქარხნები და ასეთი მოქმედება სერიოზულ ტენდენციად აქცია - ერთის მხრივ პრივილეგიების ზრდით და მეორე მხრივ, პირდაპირი მუქარის მეშვეობით, რომ გაუზრდიდა სატარიფო გადასახადს უცხოეთში გატანილი ქარხნების პროდუციას. იაპონელებს “ტოიტას” ახალი ქარხნის გახსნაც კი აიძულა ამერიკაში. ასევე ბრუნდება “კრაისლერის” ქარხანაც და ზოგი სხვაც.

ეს კი სულ ახალი სამუშაო ადგილებია იმ ამერკელთათვის რომელთაც ამერიკული კაპიტალის გარეთ გატანის წყალოვბით თავის დროზე სამუშაო დაკარგეს.

თავის დადებით როლს თამაშობს ტრამპის პატრიოტული მოწოდება იყიდეთ ამერიკული პროდუქცია და დაიქირავეთ ამერიკელები. რაც ალბათ საქართველოს მსგავს პატარა და სუსტი ეკონომიკის ქვეყენას კიდევ უფრო სჭირდება, რომ ქართველმა ემიგრანტებმა უცხოეთში კარდაკარ არ იარონ, როცა მათ სამშობლოში ამდენი რამაა გასაკეთებელი.

სტაბილურად წინ მიიწევს დოუ ჯონსის ინდექსიც. მცირდება ობამას დროს მნიშვნელოვნად გაზრდილი ბიუჯეტის დეფიციტიც. რაც რესპუბლიკელთა ეკონომიკური პროგრამის კლასიკაა. თუმცა, თავის დროზე, რეიგანმა როგორც ვიცით ძალიან გაზარდა იგი, მაგრამ ძირითადად სამხედრო ხარჯების გამო.

რეიგანი ამბობდა - ,,თავდაცვა ეს საბიუჯეტო საკითხი არ არის. თქვენ ხარჯავთ იმდენს, რამდენიც თქვენ გჭირდებათ.’’ მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე კაბინეტის წევრმა უთხრა - თქვენ ორნიშნა ინფლაცია და ორნიშნა უმუშევრობა გაქვთ, როგორ შეგიძლიათ ამდენი ფული სამხედრო ხარჯებზე დახარჯოთ? ფული სოციალურ პროგრამებზე უნდა დავხარჯოთ.

ტრამპმა თავისი უშუალო მცდელობით დააბრუნა ამერიკის ტერიტორიაზე მექსიკაში, ჩინეთში და კიდევ სხვა ბევრ ქვეყანაში გადატანილი ქარხნები და ასეთი მოქმედება სერიოზულ ტენდენციად აქცია... ტრამპმა შეამცირა ბიზნესის წარმოებისთვის სხვადასხვა სახის მკაცრი რეგულიაციები, რითაც უაღესად შეუწყო ხელი ამერიკული ბიზნესის გააქტიურებას... სტაბილურად წინ მიიწევს დოუ ჯონსის ინდექსიც

რეიგანმა ხელის აწევით შეაჩერა დისკუსია და განაცხადა - ,,მე ვარ ამერიკის პრეზიდენტი, მთავარსარდალი. ჩემი მთავარი პასუხისმგებლობა ამერიკის უსაფრთხოებაა.... თუ ჩვენ არ გვექნება უსაფრთხოება, აღარც სოციალური პროგრამების საჭიროება გვექნება. ასე რომ გავაგრძელოთ ამ სამხედრო პროგრამებით.’’

სამხედრო ხარჯები ტრამპმაც გაზარდა.

რიგი ფედერალური დახმარების პროგრამის შემცირება ან მათი შტატების გამგებლობაში გადაცემის პერსპექტივა აღიზიანებს ფედრალური სოციალური დახმარების იმედად მყოფ ამერიკელებს. ვინაიდან მათი მნიშვნელოვანი რაოდენობა ფერადკანიანია, ამას ტრამპის რასისტად გამოსაცხადებლადაც იყენებენ.

თუმცა, ამ დახმარების მიმღებთა შორის თეთრკანიანებიც უხვად არიან და მათ ნაწილს ზოგჯერ, ,,თეთრ ნაგავსაც’’ უწოდებენ, მაგრამ ამ გამოთქმას რასისტულად რატომღაც არავინ თვლის.

ტრამპიც რეიგანის მსგავსად თვლის, რომ საუკეთესო სოციალური დახმარება ეს ღატაკთათვის დახმარება კი არა, არამედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა. ისე კარგი იქნება, თუ ამას ქართველი პოლიტიკოსებიც გაითვალისწინებენ, რომლებიც ლამის ამაყობენ იმით, რომ 4 მილინიან ქვეყანაში 500 ათასი ღატაკია, და სახელმწიფო მათ თითქოს ეხმარება.

ფაქტია, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ამერიკის ეკონომიკა სტაბილურად მიიწევს წინ. უმუშევრობა საგრძნობლად შემცირდა და ზოგიერთები ამას ობამას პოლიტიკას აბრალებენ. მაგრამ, სულ უფრო მეტი ბიზნესმენი ამ ცვლილებებს ტრამპის მენეჯერულ ნიჭსა და მის შეუპოვარ ხასიათს აბრალებს.

როგორც რეიგანმა გააკეთა 1983 წელს, როდესაც რეიგანომიკა არ იძლეოდა შესაბამის შედეგს და მისი უახლოესი მოკავშირეებიც მას ტრადიციული რეცეპტების აღდგენას ურჩევდნენ, მაშინ მან ჯიუტად განაცხადა - stay the course - ნუ შევცლით აღებულ გეზს. ეს ფრაზა ისტორიულ ფრაზად იქცა. და მართლაც 1984 წლიდან ამერიკის ეკონომიკამ გამოცოცხლება და აყვავებაც კი დაიწყო.

უნდა ითქვას, რომ ამერიკულ არჩევნებში ტრადიციულად მთავარი საკითხი საშინაო პოლიტიკა და ეკონომუკური თემაა. ასე რომ, დემოკრატებს რომელთაც 2018 წლის შუალედური არჩევნების იმედი აქვთ, შეიძლება მწარედ გაუცრუვდეთ იმედები.

თუმცა ტრამპი ყველ დაპირებას ასე ერთბაშად ვერ ასრულებს, მით უმეტეს რომ ზოგიერთი მართლაც საკამათოა. მაგალითად, ობამას სამედიცინო რეგორმების გაუქმების დაპირება და მისი შემცვლელი ნაბიჯების გატარება, ცოტა არ იყოს, დამუხრუჭდა ზოგიერთი რესპუბლიკელი სენატორის პოზიციის გამო. მაგრამ ალბათ თავისი სიჯიუტე-შეუპოვრობით ტრამპი ამასაც მიაღწევს. თუმცა ეს მნიშვნელოვანწილად შუალედური არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული.

ფაქტია, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ამერიკის ეკონომიკა სტაბილურად მიიწევს წინ. უმუშევრობა საგრძნობლად შემცირდა და ზოგიერთები ამას ობამას პოლიტიკას აბრალებენ. მაგრამ, სულ უფრო მეტი ბიზნესმენი ამ ცვლილებებს ტრამპის მენეჯერულ ნიჭსა და მის შეუპოვარ ხასიათს აბრალებს

უზომოა ტრამპის მხარდაჭერა ვეტერანების მიმართ. მას სავსებით სწორად მიაჩნია, რომ სახელმწიფოს ღირსებაა ვეტერანების ჯანმრთელობა და მათდამი დამოუკიდებულების გამოხატვა. უამრავი საპრეზიდენტო განკარგულება და საკანონმდებლო ინიციატივა გამოიტანა მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. სხვათა შორის, ზოგიერთი შავკანიანი ფეხბურთელის მიერ ამერიკის ჰიმნის უპატივცემულობაც ნაწილობრივ ამ საკითხს მიაბეს - ეს ხალხი ქვეყნისთვის თავდადაბულ ვეტერანებს არ სცემს პატივსო.

2017 წლის ზაფხულში მიიღეს კანონი, რომელიც ზრდიდა ვეტერანების საქმეთა დეპარტამენტის ანგარიშვალდებულებას იქ არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად. ტრამპმა ამ დეპარტმენტს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული უწოდა.

- ალბათ, იგივეს თქმა შეიძლება ზოგადად ემიგრანტების ნაკადის შეჩერებისკენ ანდა მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების ტრამპისეულ დაპირებაზე...

- დიახ, ასევე შედარებით ნელა მიიწევს მექსიკის საზღვარზე ე.წ. დიდი ამერიკული კედლის აღმართვის პროცესი. მაგრამ, მექსიკის საზღვარზე სრული კედელი თუ არა, ნამდვილად სერიოზული კონტროლი მყარდება. ეს კი ამერიკას დაიცავს ამ საზღვრის გავლით ამერიკაში არა მარტო მექსიკელი, არამედ მთელი ლათინური ამერიკის და ალბათ სხვა ქვეყნების არაგალური ემიგრაციის ნაკადისგან. და ეს პროცესი უკვე სახეზეა.

ტრამპის დემაგოგიურად დადანაშაულება რაზისმში მექსიკელების მიმართ ალბათ არავითარ კავშირში არაა იმასთან, რასაც ამერიკის პრეზიდენტის უშუალო მოვალეობა გულისხმობს. ანუ ქვეყნის კონსტიტუციის და უსაფრთხოების დაცვა.

ეს კი საზღვრის დაცვასაც გულისხმობს და ქვეყნის დაცვას არასასურველი ხშირად კრიმინალური ხასიათის ემიგრაცისგანაც. მაგრამ ეს არა მარტო თავად არალეგალ ემიგრანტებს არ მოსწონთ, რომლებიც ხშირად სრულიად დაუმსახურებლად სარგებლობენ ამერიკული პრივილეგიებით, არამედ ამერიკული ბიზნესის გარკვეულ ნაწილსაც, რომელიც თაობების მანძილზე ძალიან დაბალი ანაზღაურებით და ყოველგვარი სოციალური გარანტიების გარეშე ამუშავებს მათ. ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებული ზომების წყალობით არალეგალ ემიგრანტთა რიცხვი 2017 წელს 70 პროცენტით შემცირდა.

სხვათა შორის, ობამას დროს სამ მილიონებზე მეტი ადამიანი იყო დეპორტირებული ამერიკიდან, მაგრამ დემოკრატები ამაზე კატეგორიულად სდუმან. საერთოდ, ტრამპის ხან რასისტად, ხან ანტისემიტად ხან კი სექსისტად მონათვლა მისი ოპონენტების საყვარელი თემაა.

მართალია, ტრამპს მართლაც ახასიათებს ზოგჯერ პოლიტკორექტული თვალსაზრისით საკმაოდ ხისტი გამოთქმები ან განცხადებები ტვიტერში, მაგრამ მის კონკრეტულ ქმედებაში ალბათ ძალიან ძნელია რეალურ რაზისმში, მით უმეტეს ანტისმიტიზმში, იგივე იერუსალიმთან მიღებული გადაწყვეყლების ფონზე, მისი დადანაშაულება.

როგორც ცნობილია ადამიანი არა სიტყვებით, არამედ საქმეებით ფასდება. ასევე მისი შეზღუდვები ზოგიერთი ისლამური ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანების ამერიკის საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით, ალბათ საკმაოდ მართებულად ქვეყნის ტერორიზმის საფრთხისგან დაცვას ნიშნავდა.

მექსიკის საზღვარზე სრული კედელი თუ არა, ნამდვილად სერიოზული კონტროლი მყარდება. ეს კი ამერიკას დაიცავს ამ საზღვრის გავლით ამერიკაში არა მარტო მექსიკელი, არამედ მთელი ლათინურ ამერიკისა და ალბათ სხვა ქვეყნების არალეგალური ემიგრაციის ნაკადისგან. და ეს პროცესი უკვე სახეზეა

ოპონენტები ერთი მხრივ უსაფრთხოებას ითხოვენ, მეორე მხრივ კი ამის მხოლოდ თეთრი ხელთათმანებით გაკეთება უნდათ და ეს არც თუ ადვილია. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ მიღებული ”პატრიოტის აქტის” არ იყოს. თანაც ტრამპს ზედმეტ სიმკაცრეს აბრალებენ, იმას კი არ ამობებნ, რომ თავის დროზე ობამამ გუანტანომოს ბაზაზე ტერორისტების ციხის გაუქმება გადადო და დღემდე არ დაუხურავთ. აი, ესეც ორმაგი სტანდარტი. ასეთი მაგალითი კი უამრავია.

კონსერვატული ამერიკა ბედნიერია, რომ ტრამპმა კონსერვატორი მოსამართლე ნილ გორსაჩი გაიყვანა უმაღლესი სასამართლოს წევრად. მით უმეტეს, რომ ლიბერალთა თითქმის აბსოლუტური ბატონობის პერიოდთან შედარებით, ისევე როგორც 1980-იან წლებში, ამერიკაში იზრდება კონსერვატული ტენდენციები.

შეიძლება ისეთი მასშტაბით არა, მაგრამ მაინც. მათ შორის მორალურ-ეთიკურ საკითხებში იქნება ეს აბორტების თემა თუ ერთსექსიანი ქორწინება და სხვა. ამიტომაც, ლიბერალები სულ უფრო ამძაფრებენ ე.წ. არიერგადულ ბრძოლებს. ტრამპა ასევე აღადგინა რელიგიურ მოღვაწეთა უფლება პოლიტიკური ხასიათის გამოსვლებზე. ესეც თავისებური თავისუფლების აღდგენაა პოლიტკორექტული ცენზურისგან.

- ალბათ, ცალკე საუბრის თემაა ტრამპისა და მედიის დამოკიდებულება, რის შესახებაც ინფორმაციები ხშირად ვრცელდება...

- ტრამპისა და მედიის ომის თემა იმდენად საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ამ თემის სრული იგნორირებაც არ გამოვა. მედიას აშშ-ს არაერთი პრეზიდენტი გაუმწარებია რომელიც არ მოსვლია თვალში, განსაკუთრებით რესპუბლიკელები, ვინაიდან 60-იანი წლებიდან დაწყებული, მედია უფრო დემოკრატებისკენ იხრებოდა.

ნიქსონის უოტერგეტის საქმეში თავად ნიქსონის ცოდვებთან ერთად სწორედ ”ვაშინგტონ პოსტის” ჟურნალისტებმა ითამაშეს გადმწყვეტი როლი. 1992 წლის არჩევნებში მამა-ბუშის დამარცხებაში, რომელიც ”ცივი ომის” დამასრულებელ ტრიუმფატორად მოიაზრებოდა, ასევე პრესამ ითამაშა უმნიშვნელოვანესი როლი.

მედიამ მართლაც ირწმუნა და ალბათ, არც თუ უსაფუძვლოდ, რომ იგი მეოთხე ხელისუფლებაა. თუმცა მეამბოხე ტრამპი, რომელმაც ნამდვილი კონტრრევლუცია მოაწყო მედიის წინააღმდეგ, ინტენსიურად უმტკიცებს მას, რომ ის მეორე უძველესი პროფესიაა.

ტრამპის საყოველთაოდ ცნობილი გადმოთქმა ”მატყურა ახალი ამბების” შესახებ სერიოზულად ვნებს მედიას და რაც მთავარია, მას უფრო მეტი რიგითი ამერიკელი უჯერებს.

2017 წელს მედიაში ტრამპზე გავრცელებული ინფორმაციის 90% უარყოფითი იყო. სულ ახლახან ტრამპმა გამოაქვეყნა ”მატყუარა მედიის” კონკურსში გამარჯვებულები და პირველ ადგილზე ”ნიუ-იორკ ტაიმსი” გაიყვანა, რომელიც წინასწარმატყველებდა რომ ტრამპის პრეზიდენტობას ლამის საფონდო ბირჟის ჩამოშლა მოჰყვებოდა. იგი კი, როგორც ვიცით, სულ უფრო ყვავის. იგივე ითქმის დოუ ჯონსის მაჩვენებლებზე. მერე მოდიან CNN-ი, ABC News-ი, Time Magazine-ი da The Washington Post-ი. ევროპულ მასმედიას კი იგი კიდევ უფრო არ მოსწონს, ალბათ, ბი-ბი-სი-სა და გერმანული პრესის თამადობით.

ტრამპის საყოველთაოდ ცნობილი გადმოთქმა ”მატყურა ახალი ამბების” შესახებ სერიოზულად ვნებს მედიას და რაც მთავარია, მას უფრო მეტი რიგითი ამერიკელი უჯერებს

რეიგანსგან განსხვავებით, რომელიც დიდ კომუნიკატორად მონათლეს, რომელიც თითქმის ყველასთან პოულობდა საერთო ენას და რაც მთავარია, ახერხებდა მათ დარწმუნებას, ტრამპი, შეიძლება ითქვას, დიდი ანტიკომუნიკატორია. მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი შეუპოვრად ახორციელებს თავის გეგმას როგორც ამერიკის შიგნით, ასევე მის გარეთაც.

- ტრამპი აშშ-ში ნავთობის საცავების გახსნას გეგმავს, რომლის შემდეგაც ექსპერტთა შეფასებებით საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი შესაძლოა 30 დოლარამდე დაეცეს. ალბათ ეს კიდევ ბევრ სამუშაო ადგილს შექმნის და მნიშვნელოვნად წაადგება ამ ქვეყანის ეკონომიკის განვითარებას...

- რასაკვირველია, გახსნის და გახსნეს კიდეც ბევრი. იგივე ითქმის გაზზეც. ამერიკელებმა ძალიან კარგად იციან - რამდენიმე წელიწადში ეს ნავთობი ასეთი მასშტაბით აღარავის დასჭირდება ალტერნატიული საწვავის და ახალი ტიპის მანქანების გამო. ეს კი საერთოდ ენერგორესურსებზე დამოკიდებული სტრატეგიული პოლიტიკის გადახედვას ნიშნავს.

ამერიკელები, როგორც ეს ხშირად ხდება, წინ იყურებიან. ვაი მას, ვინც მხოლოდ ენერგორესურსებზე აგებს საკუთარ ეკონომიკას - რუსების და არაბული სამყაროს მსგავსად.

სხვათა შორის, ეს საქართველოსაც ეხება, რომლიც ენერგომატარებლების გამტარებელი ქვეყნის ფუნქციით სარგებლობს დღეს და ამაში ხედავს საკუთარი სახელმწიფოს ფუნქციას. სხვა უნდა ფუნქციებიც გავიხსენოთ და რაც მთავარია ერთადერთი მუდმივი და კლასიკური, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის არსებობის მთავარი ფუნქციაა მისი მოსახლეობის კეთილდღეობა და უსაფრთხოებაა.

ამერიკელები, როგორც ეს ხშირად ხდება, წინ იყურებიან. ვაი მას, ვინც მხოლოდ ენერგორესურსებზე აგებს საკუთარ ეკონომიკას - რუსების და არაბული სამყაროს მსგავსად

თუნდაც იმიტომ, რომ ეს სახელმწიფო არსებობს და მან უნდა იარსებოს კიდეც მუდამ და ყოველთვის. რასაკვირველია, თუ საქართველო საერთაშარისო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში საკუთარ უნიკალურ ნიშას იპოვის, ეს კიდევ უფრო კარგი იქნება.

- ტრამპის არჩევისთანავე ბევრი საუბრობდა, რომ ტრამპის გაპრეზიდენტებით საერთაშორისო ურთიერთობებში სერიოზული ცვლილებები მოხდებოდა. თქვენ როგორ შეაფასებდით ტრამპის არჩევის შემდეგ ვაშინგტონისა და თეთრი სახლის საგარეო პოლიტიკას?

- რასაკვირველია, ცვლილებები აქაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, თუმცა როგორც სპეციალისტები ამბობენ, ტრამპის რიტორიკა უფრო დრამატულია, ვიდრე მისი რეალური მოქმედება. თუნდაც იგივე ანტიისლამური ტექსტები ტვიტერში, რამაც იგი ლამის საზოგადოების მტრად აქცია ბრიტანეთში.

ნატოსაც თითქოს მკაცრად აკრიტიკებდა და ალბათ სამართლიანადაც, მაგრამ მშვენივრად თანამშრომლობს. 11 მილიონი ემიგრანტის გაგდებაზეც საუბრობდა, მაგრამ დღესაც მათი რეპატრიაციის მასშტაბები ძალიან არ შეცვლილა.

ტრამპი საგარეო ურთიერთობებში შეეცადა ბიზნეს-ურთიერთობების სტილი შემოეღო. ურთიერთხელსაყრელი, მათ შორის ეკონომიკური გარიგებების სახით - იქნებოდა ეს ამერიკისთვის არახელსაყრელი შეთანხმებების გაუქმება წყნარი ოკეანის ქყვეყნებთან. ე.წ. წყნარი ოკეანის პარტნიორობის შეთანხმებით თუ ფინანსური ვალდებულებების შესრულების მოთხოვნა ნატოელი მოკავშირეებისგან. რომელნიც, მისი და არა მარტო მისი აზრით, მიეჩვივნენ ამერიკის ხარჯზე პარაზიტირებას, და არ შეჰქონდათ სავალდებული თანხის მინუმუმიც კი ნატოს ბიუჯეტში. თანაც ხშირად ნატოს მაინც მთავარ ოპონენტთან - რუსეთთან ამერიკის ზურგს უკან აგვარებდნენ საქმეებს.

მან აიძულა ჩინეთი აღედგინა ამერიკული ძროხის ხორცის შესყიდვა. საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრები ჰქონდა ტრამპს ჩინეთის ლიდერთან. აქტიურად თანამშრომლობს მასთან ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საფრთხის შეჩერებაში. თუმცა მიაჩნია, რომ უკეთესადაც შეიძლებოდა.

ტრამპმა მკვეთრად გამოხატა მისი უარყოფითი დამოკიდებულება ირანის მიმართ. რუსეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად იგი ყველაზე აგრესიული და სახიფათო ქვეყნებს რიგში ჩააყენა.

ტრამპი უკმაყოფილოა ირანთან მიღწეული შეთანხმებით ატომური ენერგიის თაობაზე. აქ ალბათ საკამათოა, რა ჯობია, მკვეთრი ზეწოლა ირანზე თუ ევროპელი მოკავშირეების აზრის გათვალისწინება

ალბათ, არავინ იდავებს ”ისლამური სახელმწიფოს” განადგურებაზე ტრამპის დაოუკებელ სურვილზე და საკმაოდ წარმატებლ ქმედებაზეც ამ მიმარტილებით. ფაქტობრივად ეს ორგანიზაცია ამერიკელების ბოლოდროინდელი მოქმედების წყალობით განადგურდა ერაყსა და სირიაშიც.

ტრამპი ამერიკის კვლავ ძლევამოსილ, ანგარიშგასაწევ ქვეყანად აღორძინებას ცდილობს

უაღრესად მნიშვნლოვანი, თუმც ბევრისთვის წინაღმდეგობრივი იყო იერუსალიმის ცნობა ისრაელის დედაქალაქად და იქ ამერიკული საელჩოს გადატანის განზრახვაზე გადაწყვეტილების მიღება, რასაც ამერიკელი პრეზიდენტები თითქმის 20 წლის განმავლობაში აყოვნებდნენ.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ”ცივი ომის” დასრულების შემდეგ, რომელიც თავისებურად აერთიანებდა დასავლურ ცივილიზაციას, ჯერ კიდევ ტრუმენის დოქტრინის მსგავსი ან მისი ალტერნატივა, არაფერი მიუღიათ. დასავლეთი ძირითადად რეაგირების რეჟიმზეა გადასული.

მათი აზრით, ტრამპიც ამ პოლიტიკას აგრძელებს, თუმცა გაცილებით უფრო ხმაურიანად. ობამასგან განსხვავებით, რომელიც საკმაოდ უხმაუროდ, მაგრამ ყველას, რუსეთის თამადობით, ყველაფერს უთმობდა. როგორც ,,უოლ სტრიტ ჯორნელი’’ აღნიშნავდა, ობამამ ამერიკა აქცია ქვეყანად, რომლის აზრის იგნორირება ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია.

ეტყობა, ობამამ არასწორად გაიგო ნობელის მშვიდობის პრემიის მნიშვნელობა, თუმცა მის დროსაც არ შეწყვეტილა ომი ავღანეთში და დაპირისპირება, მათ შორის – შეიარაღებული, არაბული სამყაროს წარმომადგენლებთან. ტრამპი კი როგორც ცნობილია, ამერიკის კვლავ ძლევამოსილ, ანგარისგასაწევ ქვეყანად აღორძინებას ცდილობს.

- თქვენ როგორ შეაფასებდით ტრამპის პოლიტიკას რუსეთის მიმართ?

- რუსეთის მიმართ ტრამპის პოლიტიკა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. თუ შევთანხმდებით, რომ სი-ენ-ენ-ისგან განსხვავებით, ტრამპი ”რუსი შპიონი არაა,” მაშინ მგონი იგი ყველაფერს სწორად აკეთებს. არჩევნებისას და პრეზიდენტობის პირველ პერიოდში იგი რუსეთთან კარგი ურთიერთობის დამყარებას აპირებდა. ალბათ, ეს სრულიად ნორმალურად ჟღერს პასუსმგებელი პოლიტიკოსისგან.

მახსოვს, როგორ აკრიტიკებდენ მას, როცა მან პუტინი ”შეაქო. ”რეალურად კი არ ”შეაქო”, არამედ თქვა, რომ ძლიერი ლიდერიაო, თორემ ის კი არ უთქვამს, კარგი ლიდერიაო. ისე, ლენინიც, სტალინიც და ჰიტლერიც ძლიერი ლიდერები იყვნენ.

თუმცა, ისიც ვნახეთ - ამ კარგი ურთიერთობების მიღწევის სურვილის გამო მას არაფერი დაუთმია პუტინისთვის და უფრო მეტიც - სრულად დაეთანხმა კონგრესის ინიციატივას სანქციების გამკაცრების თაობაზე რუსეთის მიმართ, რომლიც თავის სამეზობლოში, რუსული ზღაპრების თუ ლეგენდების გმირის ყაჩაღ ,,სოლოვეი რაზბოინიკივით’’ იქცევა. ჯერჯერობით გასდის კიდეც ეს, როგორც საქართველოში ისევე უკრაინაში, მაგრამ აშშ ზრდის დახმარებას ამ ქვეყნების მიმართ.

ტრამპს რუსეთთან კარგი ურთიერთობების მიღწევის სურვილის გამო პუტინისთვის არაფერი დაუთმია, უფრო მეტიც - სრულად დაეთანხმა კონგრესის ინიციატივას რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრების თაობაზე

როგორც გვახსოვს, მრავალი ექსპერტი ტრამპის საარჩევნო გამოსვლებიდან წინასწარმეტყველებდა, რომ იგი ამერიკას იზოლაციონიზმის ეპოქაში გადაისროდა, რასაც მაშინვე კატეგორიულად არ ვეთანხმებოდი. ვინაიდან ამის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა.

ამერიკა კვლავ რჩება ევროატლანტიკური სამყაროს გადარჩენის მთავარ ძალად, იქნება ეს მისი გადარჩენა რუსეთის აღორძინებული მილიტარიზმისგან თუ მზარდი ჩინური ან ინდური ამბიციებისგან. ისლამისტ ფუნდამენტალისტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

თანაც, როგორც ვხედავთ, როდესაც საჭიროდ თვლის, ტრამპს არც სათანადო შეტევა-უკანდახევა თუ დიპლომატიური მოქნილობა აკლია. გავიხსენოთ მისი მკვეთრი განცხადებები ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მიმართ. ახლა კი როდესაც სამხრეთ კორეა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს ატარებს, გადაწყდა რომ ორივე კორეა ერთი დროშის ქვეშ გამოვა და ქალთა ჰოკეის გუნდი კი საერთოდ ერთი ეყოლებათ, ტრამპმა შეაჩერა ამ დღეებში მნიშვნელოვანი სამხედრო მანევრები ჩრდილოეთ კორეის მახლობლად. და ეს კეთილი ნების აქტი სულაც არ მიაჩნია ამერიკის სისუსტის გამომჟღავნებად.

და საერთოდ, ნუ დაგვავიწყდება რომ ამერიკაზე ვსაუბრობთ, სადაც სამივე ხელისუფლების შტო ამერიკის კონსტიტუტციის თანახმად აბალანსებს და აკონტროლებს ერთამანეთს და ტრამპი ფაშა კი არა, ამერიკის პრეზიდენტია.

- დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილის შეფასებით, უკანასკნელ წლებში საერთაშორისო ასპარეზზე განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, ”ცივი ომის” შემდეგ ახალი საერთაშორისო წესრიგი რეალურად ბოლომდე ან არ ჩამოყალიბებულა ან იგი სერიოზულ ტრანსფორმაციას განიცდის. მეტიც, დასავლეთი ძველებურად ერთსულოვანი აღარ არის, რადგან ახალი გამოწვევები, რაც მის წინაშეა, დივერსიფიცირებულია. მათივე დაკვირვებით, ახლა მიმდინარეობს ახალი საერთაშორისო წესრიგის ტრანსფორმაცია და ახალი უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება. ეს პროცესი კი ვითარდება პირობებში, როცა მნიშვნელოვნად გაზრდილია ჩინეთის, ინდოეთისა და რუსეთის სამხედრო ძალების როლი...

- ეს ძალიან რთული საკითხია, მით უმეტეს რომ ევროატლანტიკურ სივრცეში ძველი სახის ერთიანობა ნაკლებადაა და ძველი ევროპის ლიდერები სულ უფრო მეტად გამოხატავენ უკმაყოფილებას ტრამპის საერთაშორისო პოლიტიკით. განსაკუთრებით მისი გადაწყვეტილებით გამოვიდეს პარიზის შეთანხმების ფორმატიდან, რომელიც პლანეტაზე დათბობის პროცესების შეჩერებას გულისხმობს და ეს მართლაც საკამათო თემაა. მეც პირადად მიმაჩნია, რომ ეკოლოგიასთან ხუმრობა არ შეიძლება, როგორც ამას, მაგალითად, ქართველი პოლიტიკოსები აკეთებენ.

ბუნების დაცვის სამინისტროს გაუქმებას აპირებენ მაშინ, როცა თბილისი ეკოლოგიური კატასტროფის მდგომარეობაშია და მანქანების ტექდათვალიერება კვლავ მზაკვრულად გადადეს. ანუ თბილისელები აუშვიცის მსგავს საკონცენტრაციო ბანაკში მოგვაქციეს, რომელიც ერთ დიდ გაზის კამერას წარმოადგენდა.

ამერიკა კვლავ რჩება ევროატლანტიკური სამყაროს გადარჩენის მთავარ ძალად, იქნება ეს მისი გადარჩენა რუსეთის აღორძინებული მილიტარიზმისგან თუ მზარდი ჩინური ან ინდური ამბიციებისგან, ისლამისტ ფუნდამენტალისტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ

თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს საკმაოდ სტერეოტიპული ევროპელი ლიდერები, რომლებიც მაინცდამაინც არ ყვარობენ მეამბოხე და არასტანდარტულ ტრამპს, მაინც იძულებული იქნებიან მასთან უფრო მჭიდროდ ითანაშრომლონ საკუთარი ქვეყნების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. პუტინის დემოკრატიზმისა და კეთილგანწყობის იმედზე ყოფნა, ალბათ, არ გამოადგებათ. როგორც ვიცით, ე.წ. ახალი ევროპა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სახით და პოლონეთის ლიდერობით, ფრო დიდი ენთუზიაზმით ეკიდება ტრამპის ამერიკასთან გააქტიურებულ თანამშრომლობას.

ალბათ, ეს ჩვენ სამშობლოსაც ეხება. ტრამპის ადმინისტრაციამ უაღრესად გააქტიურა ურთიერთობა საქართველოსთან - იქნებოდა ეს საგარეო საქმეთა მინისტრის თუ პრემიერ-მინისტრის მიპატიჟება შტატებში. საქართველოსადმი სამხედრო დახმარების ზრდა და ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში.

ასევე მნიშვნელოვანია დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი საკანონმდებლო აქტი, რომლითაც დაწესდა შეზღუდვა ნებისმიერ აშშ დაფინანსებაზე იმ სახელმწიფოსი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

”ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი