კომპანია „მეტრო ბეტონი“ მშენებლობაზე გარდაცვლილი მუშების ახლობლების აქციას ეხმაურება

კომპანია „მეტრო ბეტონი “ მშენებლობაზე გარდაცვლილი მუშების ახლობლების აქციას ეხმაურება. ბათუმში დღეს აქცია გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ სადაზღვეო კომპანია „უნისონი“ გარდაცვლილთა ახლობლებს თანხის ასანაზღაურებლად კომპანია "მეტრო ბეტონში" ამისამართებს, რომელიც უშუალოდ მშენებლობას აწარმოებს.

როგორც კომპანია „მეტრო ბეტონის“ წარმომადგენელი ია იაკობაძე ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, სადაზღვეო კომპანია „უნისონთან“ ხელშეკრულების პირობები დაირღვა.

„სადაღვეო კომპანია „უნისონთან“ საკმაოდ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ, ახლანდელი ფაქტი სადაზღვეო შემთხვევას უკავშირდება. „უნისონს“ აქვს გარკვეული პრეტენზიები, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმებით. თუ შეთანხმება ვერ შედგა, საქმეს გაგრძელება სასამართლოში მოყვება“,- აცხადებენ “მეტრო ბეტონში“.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო "ეუფორიის" მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობაზე გარდაცვლილი მუშების ახლობლებმა ბათუმში, სადაზღვეო კომპანია "უნისონთან" აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მუშებს სადაზღვეო პოლისები ჰქონდათ, თუმცა კომპანია "უნისონი" ხელშეკრულებით ნაკისრ მოვალეობას არ ასრულებს. მათი ინფორმაციით, გარდაცვლილი მუშების ოჯახებს 100 ათასი დოლარი უნდა გადაეცეს. აქციის მონაწილეების თქმით, სადაზღვეო კომპანია, გარდაცვლილთა ახლობლებს თანხის ასანაზღაურებლად კომპანია "მეტრო ბეტონში" ამისამართებს.

ამასთან, სადაზღვეო კომპანია"უნისონი" პასუხისმგებლობას მშენებარე კომპანია "მეტრო ბეტონს" აკისრებს. მათი განცხადებით, მშენებარე კომპანიამ თანხა დროულად არ ჩარიცხა და სახელშეკრულებო პირობები დაარღვია, რის გამოც სადაზღვეო კომპანია "უნისონსა" და "მეტრო ბეტონს" შორის თანამშრომლობა შეწყდა.

2017 წლის 8 სექტემბერს, სასტუმრო "ეუფორიის" მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობისას ორი მუშა დაიღუპა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს