გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას) პროცესის დასრულების შემდეგ, თორნიკე ბზიავა და ბექა წიქარიშვილი დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურმა მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმის დასრულების შემდეგ, თორნიკე ბზიავა და ბექა წიქარიშვილი დააკავა.

მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნული პირების მხრიდან იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა საქალაქო სასამართლოს ეზოში, რაც გახდა მათი დაკავების მიზეზი. ასევე, ბექა წიქარიშვილმა და თორნიკე ბზიავამ საქალაქო სასამართლოს კარს დაკავებამდე აგური ესროლეს.

აღნიშნული ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მსახიობ გიორგი გიორაგანაშვილს მოსამართლე შორენა გუნცაძემ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბექა წიქარიშვილი და თორნიკე ბზიავა თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურმა სასამართლოს ეზოში დააკავა.

არსებული ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

როგორც მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები პირად საუბარში აცხადებენ, ბექა წიქარიშვილი და თორნიკე ბზიავა ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.

იხილეთ ვიდეო: გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას) პროცესის დასრულების შემდეგ, თორნიკე ბზიავა და ბექა წიქარიშვილი დააკავეს

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს