პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და ეკლესიის წარმომადგენელს შორის ინციდენტი მოხდა

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეებსა და ეკლესიის წარმომადგენელს შორის მცირე ინციდენტი მოხდა.

ერთ-ერთი მონასტრის მორჩილი აქციის მონაწილეებთან მივიდა და მათი მოთხოვნის საწინააღმდეგო მოთხოვნა გააჟღერა.

მორჩილის განცხადებით, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა მკაცრი უნდა იყოს, ხოლო სასამართლოს საქმიანობაში რიგითი მოქალაქეები არ უნდა ერეოდნენ.

აღნიშნულმა განცხადებამ უკმაყოფილება გამოიწვია შეკრებილ მოქალაქეებში და მათ სასულიერო პირს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. მოგვიანებით ინციდენტში საპატრულო პოლიცია ჩაერია და სასულიერო პირს ტერიტორია დაატოვებინეს.

პარლამენტის შენობის წინ ამ დრომდე იკრიბებიან რიგითი მოქალაქეები, რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს აპროტესტებენ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს