სლოგანით "ყველა ერთისთვის" ქუთაისში აქცია გაიმართა

სლოგანით "ყველა ერთისთვის" ქუთაისში აქცია გაიმართა. აქცის მონაწილეები „თეთრ ხიდზე“ შეიკრიბნენ და ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს.მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს(ბახალა) და მისთვის შეფარდებული რვაწლიანი პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, უნდა შეწყდეს არაჰუმანური ნარკოპოლიტიკა.

"გადავწყვიტეთ არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის და პოლიციური რეჟიმის გაპროტესტება, რომლის ნათელი მაგალითია, გიორგი გიორგანაშვილის დაკავება. ჩვენი მოთხოვნაა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს გიორგი გიორგანაშვილი, რომელიც ამ რეჟიმის მსხვერპლია", - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის წარუდგინეს და 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს