კორნელი კაკაჩია - ხელისუფლება ორჯერ უნდა დაფიქრდეს, ვიდრე რუსების მიერ 2011 წლის შეთანხმების კორექტირებულ ვარიანტს დაუჭერს მხარს

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” თსუ-ს პროფესორს, პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორს, კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

- ბატონო კორნელი, რუსეთთან 2011 წელს ხელმოწერილ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომლითაც შვეიცარულ კომპანიას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტვირთების მონიტორინგი სოჭთან და როკის გვირაბთან ახლოს, რუსეთის ტერიტორიაზე უნდა ეწარმოებინა, პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ამ თემებზე რუსული მხარის მიერ წარმოდგენილი წინადადებები ”ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს”, რაც 2011 წლის შეთანხმებაში იყო ჩადებული.

ამის პარალელურად, სოხუმმა და ცხინვალმა ადმინისტრაციულ საზღვარზე აფხაზური და სამხრეთოსური საბაჟო პუნქტების მშენებლობები დაიწყეს. ორივე ამ რეგიონში აქტიურად დაიწყეს საუბარი, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოდან უამრავი აღურიცხავი პროდუქცია შედის. სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ხელშეკრულების იმპლემენტაციის დაწყებაზე მოსაფიქრებლად მოსკოვის მიერ მოთხოვნილ დროში ქართული ინტერესების საზიანოდ სოხუმი და ცხინვალი გააქტიურდნენ.

თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს ამ საკითხში რუსეთის მოქმედება? თქვენი აზრით, ასეთ ვითარებაში, სავარაუდოდ, როგორ დასრულდება 2011 წლის შეთანხმებაზე საუბარი?

- უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ მომხდარი შემაშფოთებელი მოვლენაა. რუსეთმა ამ საკითხში საქართველოს ხელისუფლება ფაქტის წინაშე დააყენა და სიურპრიზი მოუმზადა. 2011 წლის შეთანხმება მართლაც არ ითვალისწინებდა იმას, რაზეც ბოლო ეტაპზე რუსეთი ალაპარაკდა. 2011 წლის ხელშეკრულებაში არსად არ წერია, რომ აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიებზე უნდა ხდებოდეს ტვირთების აღრიცხვა, მით უმეტეს აფხაზური და სამხრეთოსური საბაჟოების არსებობა.

2011 წლის შეთანხმება საქართველოსთვის დიდი პოზიტივის მომტანი მანამდეც არ ყოფილა, იგი თავიდანვე შუალედური იყო, ახლა კი აშკარად აღარაა შუალედური -ადმინისტრაციულ საზღვრებთან აფხაზური და სამხრეთოსური საბაჟოების პირობებში აშკარად არ პასუხობს საქართველოს ინტერესებს. თუ რამდენადაა ეს შეთანხმება საქართველოსთვის მისაღები, ამ კითხვაზე პასუხი საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გასცეს

ამგვარი ქმედებით რუსეთი ცდილობს სოხუმსა და ცხინვალს 2011 წლის შეთანხმების საკუთარი ვერსია მიჰყიდოს. ცხადია, სოხუმიცა და ცხინვალიც დაინტერესებული არიან იმაში, რასაც მოსკოვი თბილისს სთავაზობს. ფაქტია, რომ რუსულმა მხარემ ქართული მხარე მართლაც უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, ვინაიდან შვეიცარულ კომპანიასთან საბოლოო შეთანხმებაზე ქართულ მხარეს უკვე აქვს ხელი მოწერილი.

ჩვენ ახლა ორი ვარიანტი გვაქვს, ან უნდა მივიღოთ ის, რასაც რუსეთი გვთავაზობს ან მასზე უარი უნდა ვთქვათ. თუ ასე მოვიქეცით, მოსკოვი თბილისს პროცესის პოლიტიზირებაში დაადანაშაულებს, რაც მას ადრეც ბევრჯერ გაუკეთებია. სინამდვილეში კი ამ პროცესის პოლიტიზირება სწორედ რუსულმა მხარემ მოახდინა. ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ეს მან სოხუმისა და ცხინვალის გამო გააკეთა თუ მისი ინიციატივით. (000000000)

ასეთ ვითარებაში შეიძლება ითქვას შემდეგი - 2011 წლის შეთანხმება საქართველოსთვის დიდი პოზიტივის მომტანი მანამდეც არ ყოფილა, შეიძლება ითქვას იგი თავიდანვე შუალედური იყო, ახლა კი აშკარად აღარაა შუალედური. ადმინისტრაციულ საზღვრებთან აფხაზური და სამხრეთოსური საბაჟოების პირობებში აშკარად არ პასუხობს საქართველოს ინტერესებს. თუ რამდენადაა ეს შეთანხმება საქართველოსთვის მისაღები ამ კითხვაზე პასუხი საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გასცეს. იმედია, ამ თემაზე ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან მოვისმენთ განმარტებებს.

- ასეთ ვითარებაში ცხადია, სოხუმი და ცხინვალი ადმინისტრაციულ საზღვარზე საბაჟო პუნქტების მშენებლობას არ შეაჩერებენ და ამგვარ რეალობაზე ყველაზე საუკეთესო ქართული პასუხი სავარაუდოდ როგორი შეიძლება იყოს?

- პასუხზე საუბარი ალბათ ნაადრევია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი ხელისუფლება ორჯერ უნდა დაფიქრდეს, ვიდრე რუსების მიერ 2011 წლის შეთანხმების კორექტირებული ვარიანტის ამოქმედებასა და განხორციელებას დაუჭერს მხარს.

ქართულმა მხარემ მომხდარის შესახებ სასწრაფოდ უნდა აცნობოს შვეიცარულ მხარეს, ასევე ჟენევის პროცესში ჩართულ საერთაშორისო ორგანიზაციებს. თუ მომხდარზე ჩვენი პარტნიორების პოზიცია მკაფიო არ იქნა, ალბათ უკეთესი იქნება თუ ოფიციალური თბილისი მის შესრულებაზე თავს შეიკავებდა მანამდე, ვიდრე მოსკოვი 2011 წლის შეთანხმების პრინციპებს არ დაუბრუნდება

ჩემი აზრით, ქართულმა მხარემ მომხდარის შესახებ სასწრაფოდ უნდა აცნობოს შვეიცარულ მხარეს, ასევე ჟენევის პროცესში ჩართულ საერთაშორისო ორგანიზაციებს. თუ მომხდარზე ჩვენი პარტნიორების პოზიცია მკაფიო არ იქნა, ალბათ უკეთესი იქნება თუ ოფიციალური თბილისი მის შესრულებაზე თავს შეიკავებდა მანამდე, ვიდრე მოსკოვი 2011 წლის შეთანხმების პრინციპებს არ დაუბრუნდება.

- ამას წინათ, უკრაინის პრეზიდენტმა ქართულ მხარეს შესთავაზა ოფიციალურმა თბილისმაც მიიღოს მონაწილეობა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებში.

იმის გათვალისწინებით, რომ უკანასკნელ წლებში რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა საკმაოდ გაზრდილია, ჩვენი მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებში ჩართვა აშკარად დააზიანებს ეკონომიკის რეალურ სექტორს. მეორე მხრივ, ვითარებაში, როცა ვაშინგტონმა და ბრიუსელმა მოსკოვს სწორედ უკრაინის გამო დაუწესა ეკონომიკური სანქციები ოფიციალური თბილისის მხრიდან პროცესების არშემჩნევა უხერხულიც კია.

ამ თემაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯანელიძემ განაცხადა - ”ეს შეთავაზება არ იყო”.

შექმნილ სიტუაციაში, სავარაუდოდ, როგორი იქნებოდა არსებულ ვითარებაზე საუკეთესო ქართული პასუხი?

უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთმა მოლდოვას რუსეთში ღვინის ექსპორტზე მეორეჯერ იმის გამო დაუწესა ემბარგო, რომ კიშინიოვმა უარი არ თქვა განვითარების ევროპულ ვექტორზე

- ”ქართული ოცნება” ხელისუფლებაში გაცხადებული საგარეო კურსით მოვიდა. მათი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო რუსეთთან ურთიერთობების დალაგება. ისინი დაიწყებდნენ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს და ამავე დროს არ გადაუხვევდნენ დასავლურ კურსს. ამგვარი პოლიტიკის უხერხულობას ის გარემოება ქმნის, რომ მას აქვს გარკვეული დადებითი მომენტები, იგივე ეკონომიკური სარგებელი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ პროცესში აუცილებელია გარკვეული სიფრთხილის გამოჩენაც.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთმა მოლდოვას რუსეთში ღვინის ექსპორტზე მეორეჯერ იმის გამო დაუწესა ემბარგო, რომ კიშინიოვმა უარი არ თქვა განვითარების ევროპულ ვექტორზე.

სხვათა შორის, მოლდოვასთვის მეორეჯერ ემბარგოს დაწესება ქვეყნისთვის უფრო მტკივნეული აღმოჩნდა. ყველა მიესალმება უახლოეს მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთან ეკონომიკურ კავშირებს, ვაჭრობის ზრდას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ჩვენ რუსეთთან არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები და მოსკოვი ზუსტად ისე მოგვექცევა, როგორც მოლდავას თუ შეამჩნია, რომ საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა არ იცვლება იმ სცენარით, როგორც ეს კრემლს წარმოუდგენია.

ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს გეგმა ”ბ”, რას ვშვრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთ-საქართველოს მორიგი კრიზისისას მოსკოვმა ქართულ პროდუქციას კვლავ დაუწესა ეკონომიკური ემბარგო

ამიტომ, მიმაჩნია ჩვენ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს გეგმა ”ბ”, რას ვშვრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთ-საქართველოს მორიგი კრიზისისას მოსკოვმა ქართულ პროდუქციას კვლავ დაუწესა ეკონომიკური ემბარგო. ეს მით უფრო სახიფათოა, როცა რუსეთს საქართველოსათვის უკვე მეორე სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორის პოზიცია აქვს დაკავებული.

- ვაშინგტონის საექსპორტო წრეებში აქტიურად დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ აუცილებელია დაჩქარდეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება იმ დათქმით, რომ ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, ნატო-ს მე-5 მუხლი საქართველოზე არ გავრცელდება.

ამ თემაზე მეტ დეტალებს მომავალ კვირას შევიტყობთ, როცა ამ იდეის ავტორები თბილისში იქნებიან, მაგრამ, თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს იგივე ამერიკულ საექსპერტო წრეებში ამ თემაზე ღიად საუბარი?

- ეს იდეა კარგა ხანია მუსირებდა როგორც ქართულ სახელისუფლებო წრეებში, ისე ამერიკულ წრეებში. თავისი არსით ის გარკვეულ წილად გახლავთ კომპრომისული ვარიანტი და რეაქცია იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ნატო-ს წევრ ქვეყნებს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხზე.

თუ ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თემა სხვადასხვა მიზეზთა გამო დაკონსერვებულია და წინ ვერ მივიწევთ, ჩვენ კი ამ ვითარებაში, როცა აშშ-ს ადმინისტრაციაში ამ საკითხზე გარკვეული მხარდაჭერა გვაქვს და გვინდა, რომ ეს საკითხი რაღაც ფორმით დაიძრას, თეორიულად არსებობს შანსი ეს საკითხი უფრო აქტუალური გავხადოთ. ამ საკითხს ჩვენ როგორც კომპრომისულ შეთავაზებას ისე უნდა შევხედოთ.

- დამკვირვებელთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ნატო-ში საქართველოს წევრობამდე ამერიკის სამხედრო ყოფნა საქართველოში ხელშესახები გახდეს. შესაძლოა ეს სამხედრო ბაზის სახით თუ სხვა ფორმით იყოს. თქვენი დაკვირვებით, ამ სცენარით მოვლენათა განვითარების ალბათობა რამდენად დიდია?

- იმისათვის რომ საქართველომ თავისი უსაფრთხოება დაიცვას, ჩვენ მოქმედების ორი სცენარი გვაქვს - ერთია, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება, რაც უახლოესი პერსპექტივაში ვერ მოხდება, მეორე კი გახლავთ სამხედრო სფეროში აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობების დონის ამაღლება და საკუთარი უსაფრთხოების გაზრდა. რა თქმა უნდა, ეს პასუხობს ქართული მხარის ინტერესებს. ეს გახლავთ ის მეორე ალტერნატივა, რომლითაც შესაძლოა დაჩქარდეს ერთი მხრივ, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია და მეორე მხრივ, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ჩვენ მოქმედების ორი სცენარი გვაქვს - ერთია ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება, რაც უახლოეს პერსპექტივაში ვერ მოხდება, მეორე კი გახლავთ სამხედრო სფეროში აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობების დონის ამაღლება და საკუთარი უსაფრთხოების გაზრდა

სხვათა შორის, სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ აშშ-ს მსგავსი შეთანხმებები გაფორმებული აქვს იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რიგ ქვეყნებთან. იმის თქმა მინდა, რომ ამგვარი გზის გავლა აპრობირებული მეთოდია იმ მიზნის მისაღწევად, როგორ შეიძლება ზომით პატარა ქვეყანამ უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება.

ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება ადვილი იქნება თავად აშშ-სთვის. ამისთვის აშშ-ს ადმინისტრაციამ უნდა დაარწმუნოს თავისი საზოგადოება იმაში თუ რატომ იღებს იგი ვალდებულებას უზრუნველყოს საქართველოს უსაფრთხოება. ამ მიმართულებით აშშ-ში რომ ნაბიჯები იდგმება, ჩვენთვის უკვე კარგია.

- ბევრი კი თვლის, რომ საქართველოში აშშ-ს სამხედრო ძალების რამე ფორმით ყოფნა საქართველოს უსაფრთხოების პრევენციულ გარანტიებს არსებითად გაზრდის, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ ასეთ შემთხვევაში მოსკოვი ჩვენი მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურდეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა - ”ვაზიანი თანამედროვე საწრთვნელ ცენტრად გადაიქცა, ეს ჩვენში და ჩვენს მეზობლებში - აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" შეშფოთებას იწვევს”...

- ამგვარი განცხადებები რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან არახალია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რუსეთს არაფერი გაუკეთებია ე.წ. ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზაციის ფარგლებში. ვგულისხმობ იმას, რომ მას არც უცდია დაერწმუნებინა ქართული საზოგადოება, რომ იგი საფრთხეს არ წარმოადგენს და საქართველოს არ სჭირდება თავისი უსაფრთხოებისთვის სხვა ალტერნატივების ძებნა. ფაქტია, რუსეთს არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს საიმისოდ, რაც ქართულ საზოგადოებას დაარწმუნებდა იმაში, რომ იგი ქართული სახელმწიფოს მტერი არაა. ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით, ქართული საზოგადოების უმრავლესობა რუსეთში მტერს ხედავს და მისი მოქმედებების გამო თავს დაუცველად გრძნობს.

რუსეთს, როგორც შუამავალსა და მომრიგებელს ქართულ საზოგადოებაში დიდი ნდობა არც 2008 წლის აგვისტომდე ჰქონდა, მაგრამ ახლა იგი ღიად უჭერს მხარს საქართველოში სეპარატიზმს. ასეთ ვითარებაში რუსეთს მის მიმართ დამოკიდებულებაც არ უნდა უკვირდეს

მეტიც, რუსეთი კი აცხადებს, რომ მზადაა ხელი შეუწყოს ქართულ-აფხაზურ და ქართულ-სამხრეთოსურ დიალოგს, მაგრამ 2008 წლის შემდეგ, რაც იგი კონფლიქტის მხარე გახდა, თავად ვერ ამბობს უარს ამ როლზე. რუსეთს, როგორც შუამავალსა და მომრიგებელს ქართულ საზოგადოებაში დიდი ნდობა არც 2008 წლის აგვისტომდე ჰქონდა, მაგრამ ახლა იგი ღიად უჭერს მხარს საქართველოში სეპარატიზმს. ასეთ ვითარებაში რუსეთს მის მიმართ დამოკიდებულებაც არ უნდა უკვირდეს.

- ფაქტია, რომ ისევე როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე ჩვენს ახლო სამეზობლოშიც საკმაოდ მყიფე ვითარებაა. იმ გამოწვევებზე, რაც ამ თვალსაზრისით ქვეყანას აქვს, ჩვენ მეტ-ნაკლებად ვისაუბრეთ.

ფაქტია ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებას უამრავი საშინაო პრობლემა აქვს. მათ შორის უმთავრესი ეკონომიკური პრობლემები და დასაქმების საკითხებია. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მიმართულებით ხელისუფლების აქტივობა შეიმჩნევა, თქვენ რას მიიჩნევდით ამ ეტაპზე ხელისუფლების უმთავრეს გამოწვევად?

- სოციოლოგიური კვლევები მუდმივად აფიქსირებს უმუშევრობისა და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ეს ის საკითხებია, რომლებიც მას შემდეგ, რაც ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა, საქართველოს ყველა ხელისუფლების აქილევსის ქუსლი იყო. ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო საგრძნობლად გაეუმჯობესებინა ამ თვალსაზრისით ხალხის მდგომარეობა.

გასაგებია, რომ ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეძლებდა ერთი ხელის მოსმით ამ პრობლემების მოგვარებას, მაგრამ ფაქტია, მოსახლეობა ხელისუფლებისაგან სწორედ დასაქმებისა და სოციალური ვითარების გაუმჯობესებას ელოდება.

ახლა როცა ”ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მეორე ვადითაა არჩეული, საზოგადობა მისგან მოითხოვს, მას არა მარტო გარკვეული ხედვები ჰქონდეს, არამედ მიიღოს არაპოპულარული, მაგრამ ეფექტური გადაწყვეტილებები

ეს ის გამოწვევაა, რომელიც არყევს ქვეყნის სტაბილურობას, უსაფრთხოებას და საერთოდ, უთხრის ძირს ყოველგვარ მდგრადობას. მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ემიგრანტთა რიცხვი იზრდება. ემიგრანთა რიცხვის ზრდა თავისთავად ქმნის სხვა პრობლემებს, კერძოდ, დემოგრაფიულ პრობლემებს. ფაქტია, რომ დემოგრაფიული პრობლემა უკვე დიდი გამოწვევაა საქართველოსთვის.

- ოპოზიცია ყურადღებას ამახვილებს ნეპოტიზმზე, გაზრდილ კრიმინალსა და კორუფციაზე და რომ ხელისუფლება უმთავრეს პრიორიტეტებზე ეფექტურად რეაგირებას ვერ ახერხებს.

ხელისუფლების წინაშე არსებული პრობლემების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის ხომ არ შეიძლება იყოს, რომ მისი ქმედებები და მიღებული გადაწყვეტილებები უფრო ”ნახევარზომებს” უფრო ჰგავს, ვიდრე გარკვეული პოლიტიკური იდეებისა თუ პროექტების განხორციელების სურვილს.

ნარკოპოლიტიკაზე საუბარსა და მის ლიბერალიზაციას იმ სახით, რაზეც საუბარია სრულად არ ვიზიარებ, მაგრამ თუნდაც ამ საკითხში რომ დაყოვნება აღარ შეიძლება,

გასაგებია. ხელისუფლებას არ სურს თავის მომხრეების ამ თემის გამო გაღიზიანება, მაგრამ ფაქტია, ასეთ თემებზე ხელისუფლება უფრო სწრაფად უნდა რეაგირებდეს და იღებდეს გადაწყვეტილებებს...

- თუ ”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ პერიოდს გადავხედავთ, შეუმჩნეველი არ დაგვრჩება ნებისმიერი პროცესის გაწელვის მცდელობები და მყისიერი გადაწყვეტილებების მიღებაზე თავის არიდება. ეს პირველი 4 წლის განმავლობაში გასაგები იყო. საზოგადობა მას ბევრ რამეს იმის გამო პატიობდა, რომ იგი ახალი ხელისუფლება იყო. ამომჩევლების გარკვეულ ნაწილს მათი ინერტულობა მოსწონდა კიდეც, ვინაიდან წინა ხელისუფლების ნაჩქარევი გადაწვეტილებები ახსოვდა.

პრობლემა იმაშია, რომ ”ქართული ოცნების” ხელისუფლებას არა აქვს პოლიტიკური ნება გასწიოს რისკი და გადაიხადოს ის ფასი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მისსავე არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს

ახლა როცა ”ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მეორე ვადითაა არჩეული, საზოგადობა მისგან მოითხოვს რომ მას არა მარტო გარკვეული ხედვები ჰქონდეს, არამედ მიიღოს არაპოპულარული, მაგრამ ეფექტური გადაწყვეტილებები. აქამდე მისთვის იოლი იყო ყველაფერი წინა ხელისუფლებისთვის გადაებრალებინა და თავის წინამორბედებზე ესაუბრა. პრობლემა იმაშია, რომ ”ქართული ოცნების” ხელისუფლებას არა აქვს პოლიტიკური ნება გასწიოს რისკი და გადაიხადოს ის ფასი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მისსავე არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს.

რეალურად, ხელისუფლება ამ დილემის წინაშე დგას. არადა, ხალხის მოთმინების ფიალაც უსაზღვრო არაა. ეს ეხება საკმაოდ ბევრ საკითხს, მათ შორის ისეთსაც, რომლებიც მოითხოვს მათზე სწრაფ რეაგირებას და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას.

ამ ეტაპზეც კი ჩანს, რომ ამგვარი გადაწყვეტილებების მიღების პოლიტიკური ნება მმართველ გუნდს არ აქვს. არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში ეს შესაძლოა აისახოს კიდეც მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე და მის მიმართ დამოკიდებულება უფრო უარყოფითი და მეტად მკვეთრიც კი გახდეს.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო