ლევან ხაბეიშვილი - მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა და მერიამ მათ ვერ მოუარა

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, გაკეთდა განცხადებები და დაზარალებულებს მივეცით საშუალება მათ პრობლემებზე ესაუბრათ, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოში ჟურნალისტებთან განაცხადა, რომელმაც განმარტება გააკეთა სხდომასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მარტო ოპოზიციას კი არა დაზარალებულებს დაემალა. მისივე განცხადებით, ის რაც დღეს საკრებულოში ხდება ნათლად ასახავს უმრავლესობის დამოკიდებულებას საკუთარი მოქალაქეების მიმართ.

„გარდა იმისა, რომ ოპოზიციას ჰქონდა კითხვები, სხდომაზე იმყოფებოდნენ დაზარალებულები, რომლებსაც, თამამად შეგვიძლია თქვათ, რომ მერია ყურადღებას არ აქცევს. ამ ადამიანებს ეუბნებიან, რომ ჯერ უნდა შეიძინონ მედიკამენტები და შემდეგ წარადგინონ ქვითრები, რომელსაც აუნაზღაურებენ. ჩვენ ვნახეთ კონკრეტული ადამიანი, რომელმაც აიღო ონლაინ სესხი და სახლში მკურნალობს. მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა და მერიამ მათ ვერ მოუარა“, - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ ხაბეიშვილმა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის გამართვა სურდა. სხდომას მხოლოდ 7 ოპოზიციონერი დეპუტატი და მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებული ორი მოქალაქე ესწრებოდა. სხდომაზე არ იმყოფებოდნენ არც უმრავლესობის და არც მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო