თორნიკე შარაშენიძე - საქართველოს ნატოში დაჩქარებული წესით მიღების იდეა კარგი პროექტია, მაგრამ სამწუხაროდ, მასაც სკეპტიკურად უყურებენ იგივე ქვეყნები - საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ნიდერლანდები

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ჯიპა-ს პროფესორს, თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა.
- ბატონო თორნიკე, ბრიუსელში ევროკავშირ-საქართველოს ასოციაციის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში განაცხადა - ”მზად ვართ მოვსინჯოთ ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები.” მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა მუშაობს ამბიციურ გზამკვლევზე, რომელშიც დასახული იქნება ჩვენი ევროპული დღის წესრიგის მთავარი მიმართულებები. ამ თემაზე საგარეო უწყებამ საკმაოდ ვრცელი განცხადება გაავრცელა. სავარაუდოდ, პრაქტიკულად რაზე შეიძლება იყოს საუბარი?
- შესაძლოა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ინსიტუციური თანამშრომლობა გაძლიერდეს, შესაძლოა, ჩვენი მხრიდან ახალი ინიციატივებიც მიეწოდოს ევროკავშირს, მაგრამ მთავარია, ჩვენ რეალურად გავატაროთ ქვეყანაში რეფორმები და ვემზადოთ ევროკავშირში გასაწევრიანებლად და მეტად დავემსგავსოთ ევროპას. ჩვენ ასე უნდა ვიმოქმედოთ იმის მიუხედავად, თუ რამდენად იქნება თავად ევროკავშირი მზად მიგვიღოს ევროკავშირში. ვიმეორებ, ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ.
მთავარია, ჩვენ რეალურად გავატაროთ ქვეყანაში რეფორმები და ვემზადოთ ევროკავშირში გასაწევრიანებლად და მეტად დავემსგავსოთ ევროპას. ჩვენ ასე უნდა ვიმოქმედოთ იმის მიუხედავად, თუ რამდენაც იქნება თავად ევროკავშირი მზად მიგვიღოს ევროკავშირში. ჩვენ ჩვენი საქმე თავად უნდა ვაკეთოთ
ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ჩვენში ევროსტანდარტების დაკმაყოფილებაზე უფრო მნიშვნელოვანია გაძლიერდეს მოსახლეობასთან მუშაობა თუ რა სიკეთეები შეიძლება მიიღონ მათ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმისაგან. სამწუხაროდ, აშკარაა, რომ ეს ძალიან ბევრმა არ იცის.
მართალია, ევროკავშირთან ჩვენი ექსპორტი იზრდება, მაგრამ ნელა. ის სიკეთეები და შესაძლებლობები, რასაც ჩვენ გვაძლევს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, აშკარად ვერ ვსარგებლობთ. ეს ფაქტია, ვფიქრობ, რომ ამის მიზეზი მოსახლეობის არაინფორმირებულობა ანდა ნაკლებად ინფორმირებულობაა.
ამაზე უნდა იმუშაოს მთავრობამ. არასამთავრობო სექტორი ამას ვერ გაუმკლავდება. ამ თვალსაზრისით მთავრობამ უფრო ეფექტურად უნდა იმუშაოს. ვითარებაში, როცა ნელ-ნელა, მაგრამ მაინც კლებულობს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა, ეს სწორედ იმის ბრალია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მისთვის ევროპასთან დაახლოების კონკრეტულ სიკეთეს ვერ ხედავს.
ამ ეტაპზე ჩვენში ევროსტანდარტების დაკმაყოფილებაზე უფრო მნიშვნელოვანია გაძლიერდეს მოსახლეობასთან მუშაობა, თუ რა სიკეთეები შეიძლება მიიღონ მათ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმისაგან. ამაზე უნდა იმუშაოს მთავრობამ, არასამთავრობო სექტორი ამას ვერ გაუმკლავდება
ვიმეორებ, ამ კუთხით მეტია სამუშაო, ვიდრე იმაზე საუბარი, რომ ევროკავშირთან ახალ ფორმატში ვიმუშავებთ. იმის ფონზე რაც ხდება, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია.
- სულ ცოტა ხნის წინ, რუსეთთან მიმართებაში ევროკავშირი სიფრთხილეს იჩენდა, მაგრამ ამგვარი რამ ადრე უფრო შესამჩნევი იყო. ახლა ევროკავშირს მტკიცედ აქვს ნათქვამი უარი რუსეთისათვის ეკონომიკური სანქციების მოხსნაზე უკრაინის გამო .
იმის გათვალისწინებით, რომ ბალკანეთის ქვეყნებში მნიშვნელოვნად გაძლიერებულია რუსული პროპაგანდა და გავლენა, ევროკავშირი მოსკოვის საპასუხოდ 2025 წლამდე ბალკანეთის 6 ქვეყნის ევროკავშირში მიღებას გეგმავს.
გასაგებია, რომ ამ ქვეყნების ეკონომიკა საკმაოდ სუსტია, მათი მთლიანი შიდა პროდუქტი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროკავშირის იმავე მაჩვენებლებს, მაგრამ თუ ბრიუსელს მოსკოვისთვის პასუხის გაცემა ჯერ ბალკანეთში სურს, ამ პროცესის 2025 წლამდე გაწელვა იმავე ამ ქვეყნებისთვის საფრთხის შემცველი არაა?
- ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში მიღება ასე მარტივად ვერ მოხდება. ეს ქვეყნები ამისთვის მზად აშკარად არ არიან. თუ ამ რეგიონში რუსული პროპაგანდა გაძლიერდება, ევროკავშირმა ამ მხრივაც უნდა იმუშაოს - მხედველობაში მაქვს რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა ბალკანეთში. იმედი მაქვს, რომ ამ მხრივ ევროკავშირი დაიწყებს ეფექტურ მოქმედებას.
ევროკავშირი ძალიან ბიუროკრატიული მექანიზმია, იქ გადაწყვეტილებები ნელა მიიღება, მაგრამ მას შემდეგ როცა მიიღება, მერე მისივე მექანიზმები კარგად მუშაობს. უბრალოდ, ევროკავშირში საკმაოდ დიდი დრო სჭირდება გადაწყვეტილების მიღებას.
ევროკავშირი რუსეთთან მიმართებაში მეოთხე წელია აშკარად გამოფხიზლდა და იმედი უნდა ვიქონიოთ. რომ იგი სერიოზულ პროექტებს აამუშავებს რუსულ პროპაგანდასთან დასაპირისპირებლად. ეს არ გახლავთ მხოლოდ ბალკანეთის პრობლემა. პრაქტიკულად იგი მსოფლიოს პრობლემადაა ქცეული
ისიც ფაქტია, რომ ევროკავშირი რუსეთთან მიმართებაში მეოთხე წელია აშკარად გამოფხიზლდა და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ იგი სერიოზულ პროექტებს აამუშავებს რუსული პროპაგანდასთან დასაპირისპირებლად. რა თქმა უნდა, ეს არ გახლავთ მხოლოდ ბალკანეთის პრობლემა. პრაქტიკულად იგი მსოფლიოს პრობლემადაა ქცეული.
მოდით ასე ვთქვათ - თუ უმკლავდებიან - გაუმკლავდნენ! თუ ვერ უმკლავდებიან, გამოვა რომ ევროკავშირი უფრო სუსტია. ამ პროცესს უნდა შევხედოთ ასე - კონკურენციაა, შესაბამისად, თუ მოგება გინდა, უნდა ისწავლო ეფექტურად მუშაობა. თუ ასე არ მოხდა, ჩვენდა სამწუხაროდ, შესაძლოა, ჩვენთვისაც ცუდი რამ მოხდეს. ასეთია რეალობა.
- სულ მალე რუსეთში პუტინი უკვე მეოთხეჯერ იქნება არჩეული პრეზიდენტად და თუ საერთაშორისო ასპარეზზე აქამდე პუტინის ქცევას გავითვალისწინებთ, ძნელი სავარაუდო არ უნდა იყოს, რომ პუტინის რუსეთის პრეზიდენტობის მეოთხე ვადა საერთაშორისო ურთიერთობეში ახალი რყევებისა და დაძაბულობის მიზეზი შეიძლება აღმოჩნდეს.
ამის გათვალისწინებით ნაბიჯები, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს მიმართებაში გეგმავას, თქვენი აზრით, საკმარისი იქნება სამხრეთ კავკასიაში ან თუნდაც საქართველოსთვის რუსული საფრთხეეების ასაცილებლად?
- ბუნებრივია, ევროკავშირს ნაკლებად აქვს იმის შესაძლებლობა და რესურსი, რომ რუსეთი გააჩეროს. რუსეთის შეკავება მხოლოდ აშშ-ს ძალულს. აშშ გახლავთ ქვეყანა, რომელსაც რუსეთი უფრთხის და მას აბალანსებს.
რუსეთის შეკავება მხოლოდ აშშ-ს ძალუძს... წესით, ჩვენ რუსული საფრთხე უნდა აგვცდეს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ საქმეში ბევრი რამ ჯერ ჩვენზეა დამოკიდებული და შემდეგ ჩვენ მეგობარ ქვეყნებსა და პარტნიორებზე
თუ საქართველო იმუშავებს ჭკვიანურად, საქართველოს არ ექნება შიდა სისუსტეები და პრობლემები, ასეთ შემთხვევაში რუსეთს გაუჭირდება ჩვენზე ზეწოლის მოხდენა. შესაბამისად, ვითარებაში, როცა რუსეთს საქართველოზე ზეწოლის მოხდენა გაუჭირდება ჩათვლის, რომ მას არ უღირს ამისათვის ბევრი წვალება და რესურსების ხარჯვა. წესით, ჩვენ რუსული საფრთხე უნდა აგვცდეს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ საქმეში ბევრი რამ ჯერ ჩვენზეა დამოკიდიბული და შემდეგ ჩვენ მეგობარ ქვეყნებსა და პარტნიორებზე.
თუ უკრაინის მაგალითს გავიხსენებთ, ვნახავთ, რომ ამერიკა და ევროკავშირი უკრაინას საკმაოდ სერიოზულად დაეხმარა, კიევმა იმაზე გაცილებით ბევრი მიიღო ვიდრე საქართველომ, მაგრამ უკრაინამ თავად ვერ ივარგა, ამიტომაცაა მას ჭირს ის, რაც ჭირს.
რა თქმა უნდა, ეს არანაირად არ ამართლებს რუსეთის პოზიციას, მაგრამ ფაქტია, თუ შენ ძლიერი და მობილიზებული ხარ, ასეთ შემთხვევაში რუსეთსაც კი უჭირს შენთან ბრძოლა და გამკლავება. მით უმეტეს თუ აშშ და ევროკავშირი გეხმარება.
თუ შენ ძლიერი და მობილიზებული ხარ, ასეთ შემთხვევაში რუსეთსაც კი უჭირს შენთან ბრძოლა და გამკლავება. მით უმეტეს თუ აშშ და ევროკავშირი გეხმარება
ვიმეორებ, რუსეთთან მიმართებაში ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს ეფექტური, სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა იყოს გაძლიერებული, სიღარიბესათან ბრძოლა უნდა იყოს ერთ-ერთი ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ჩვენი მთავარი პრობლემაა მოსახლეობის ეკონომიკური გაჭირვება, ხალხი უცხოეთში გარბის სამუშაოდ. მათ შორის რუსეთშიც გარბის. სწორედ ამაზე ზრუნვა და ფიქრი უნდა იყოს ჩვენი მთავრობის მთავარი ამოცანა.
- ამერიკის საექსპერტო წრეებში საქართველოს ნატოში დაჩქარებული წესით, ალიანსის მე-5 მუხლის ამოქმედების გარეშე, ანუ კონფლიქტების სრულმასშტაბიან პოლიტიკურ მოწესრიგებამდე მიღების შესაძლებლობაზე დაიწყეს საუბარი.
თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს თავად ეს ფაქტი და რამდენად რეალურად გამოიყურება ამგვარი პერსპექტივა?
- ეს იდეა არახალია, თუ სწორად მახსოვს, მასზე საუბარი 2010 წელს დაიწყო. იგი უფრო კულუარებში განიხილებოდა ვიდრე საჯარო სივრცეში. რატომღაც, როგორც დიდ სიახლეზე ყველამ ახლა დაიწყო მასზე საუბარი. სამწუხაროდ, პრობლემა იმაშია, რომ საქართველოს ნატოში დაჩქარებული წესით, მე-5 მუხლის გარეშე გაწევრიანების იდეას, ამ საკითხში სკეპტიკოსი ქვეყნები ბლოკავენ.
მას შემდეგ, რაც ამ თემაზე სხმამაღლა დაიწყო საუბარი, ბევრმა ჩათვალა, რომ ტერიტორიებს ვკარგავთ. ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, სისულელეა. თუ ეს იდეა და პროექტი განხორციელდება, ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ შეიძლება უფრო მეტად დაიკარგოს ეს ტერიტორიები, ვიდრე დღევანდელ ვითარებაშია დაკარგული?
თუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარდა დანარჩენ საქართველოს ექნება პერსპექტივა იქცეს უფრო ძლიერ ქვეყნად, მას გაეზრდება შანსი დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად
როგორც ახლაა დაკარგული, რეალურად იქ არსებული სტატუს-კვო შენარჩუნებული იქნება, ოღონდ იმ პერსპექტივით, რომ დანარჩენ საქართველოს ექნება პერსპექტივა იქცეს უფრო ძლიერ ქვეყნად. შესაბამისად მას გაეზრდება შანსი დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად.
საქართველოს ნატოში დაჩქარებული წესით მიღების იდეა, საკმაოდ კარგი პროექტია, მაგრამ სამწუხაროდ, ამ პროექტსაც სკეპტიკურად უყურებენ იგივე სკეპტიკოსი ქვეყნები - საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ნიდერლანდები.
- მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით სხვადასხვა სფეროებში გარკვეული წარმატებები აქვს, ქვეყნის საგარეო ვექტორით უკმაყოფილო ადამიანები, მათ შორის პოლიტიკოსები ამტკიცებენ, რომ საქართველოსთვის ევროპულ არჩევანს ბევრი არაფერი მოუტანია. ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ბოლო წლებში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან საკმაოდ იზრდება, რაც ხელს უწყობს ჩვენში სოფლის მეურნეობის ზოგიერთი დარგების განვითარებას. მეტიც, ევროკავშირი მხარს კი უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, მაგრამ რეალურად ვერც ვერაფერში გვეხმარება. ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაწყვეტა კი მხოლოდ რუსეთს შეუძლია. ჯერ ერთი რამდენად საფუძვლიანია ამგვარი მტკიცებები და მეორეც, თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რას ემსახურება ქართულ შიდა პოლიტიკაში რუსული მესიჯ-ბოქსების ტირაჟირება?
- ევროკავშირი ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში ისე ვერ დაგვეხმარება, როგორც ამერიკა. ევროკავშირი მაქსიმალურად აკეთებს ყველაფერს რომ ჩვენ ვისარგებლოთ ევროპასთან შეღავათიანი ვაჭრობის რეჟიმით და ეკონომიკურად გავძლიერდეთ.
ის, რომ საქართველო-რუსეთს შორის ვაჭრობის მაჩვენებელი ევროკავშირთან შედარებით საკმაოდ მნიშვნელოვნად იზრდება, ეს არის საქართველოს მთავრობის პრობლემა და მის მიერ გადასაწყვეტი ამოცანა.
მთავრობამ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს მოსახლეობასთან, რომ მათ გაცილებით მეტი ქართული პროდუქცია გაიტანონ ევროკავშირის ქვეყნებში. მათ უნდა ისწავლონ ისეთი პროდუქციის წარმოება, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს.
ეს რომ ასე არაა, ჩვენი ბრალია და არა ევროკავშირის. ევროკავშიორმა ჩვენ მაქსიმუმი გაგვიკეთა, მოგვცა უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა. თუ ამ შესაძლებლობას საქართველოს მოსახლეობა ვერ იყენებს, ეს თავად მოსახლეობის გარდა მთავრობის ბრალიცაა.
ევროკავშირმა ჩვენ მაქსიმუმი გაგვიკეთა, მოგვცა უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა. თუ ამ შესაძლებლობას საქართველოს მოსახლეობა ვერ იყენებს ეს, თავად მოსახლეობის გარდა, მთავრობის ბრალიცაა
რაც შეეხება რუსეთთან ვაჭრობის ბრუნვის გაზრდას. ამაში კატასტროფული არაფერი არაა, ყველასთან უნდა ვივაჭროთ, სადაც კი ფულის შოვნა შეიძლება. რა თქმა უნდა, სჯობია უფრო მეტად ევროკავშირის ბაზარზე ვიყოთ, ვინაიდან იგი უფრო სტაბილურია როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად. არ დამეზარება კიდევ განმეორება, რომ ამაში ქართველ მეწარმეებს ხელი მთავრობამ უნდა შეუწყოს, რათა ისინი მეტად გააქტიურდნენ იმაში, რასაც ქართული ნაწარმის მიერ ევროპული ბაზრის ათვისება ჰქვია.
რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს, ეს რთული საკითხია. აქ აქტიურად გვაქვს სამუშაო როგორც აფხაზებთან, ასე ოსებთან, თუ ამის საშუალება გევქნება. სამწუხაროდ, ამგვარი ურთიერთობებს რომ რუსეთი ბლოკავს, ცნობილია. ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ რუსეთთან სხვადასხვა დიალოგის ფორმატში ურთიერთობას. ამაში დასაძრახი არაფერია.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ოკუპორებული აქვს იაპონიის ტერიტორიები, რუსეთს ტოკიოც ელაპარაკება. ჩვენ არც იაპონიის დარი ძლიერი ეკონომიკა გვაქვს და არც მსოფლიოში იაპონიის ტოლი პოლიტიკური წონა.
მთავარია, ჩვენ პარალელურად არ მოვადუნოთ მუშაობა ამერიკასთან და ევროპასთან. ვინაიდან სწორედ ამერიკას აქვს შანს დააბალანსოს რუსეთი. ჩვენ ყველა მიმართულებით აქტიურად უნდა ვიმუშაოთ.
სამწუხაროდ, ჩვენ დღესაც თავად არ ვიცით თუ როგორ წარმოგვიდგენია დაკარგული ტერიტორების დაბრუნება. ამ მიმართულებით ჩვენი პოლიტიკა არის ქაოტური, გაუაზრებელი, ეს კი ნამდვილად დიდი პრობლემაა
სამწუხაროდ, ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით საკმაოდ პასიურები. დიდი ხნის განმავლობაში არ გვქონდა სტრატეგია. დღესაც ბოლომდე სტრატეგია ჩამოყალიბებული არა გვაქვს. ვგულისხმობს, რომ ჩვენ დღესაც თავად არ ვიცით თუ როგორ წარმოგვიდგენია დაკარგული ტერიტორების დაბრუნება. ამ მიმართულებით ჩვენი პოლიტიკა არის ქაოტური, გაუაზრებელი, ეს კი ნამდვილად დიდი პრობლემაა.
- საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების დინამიკა, დროდადრო უმწვავესი პრობლემების არცთუ ისე სახარბიელო ფორმით წარმოჩენა, უნდა თუ არა, ეს ხელისუფლებას საშინაო პოლიტიკაში არსებულ უამრავ პრობლემაზე მიუთითებს.
ქართველ ექსპერტები ამ თემებზე საუბრისას ყურადღებას საკმაოდ განსხვავებულ ასპექტებზე ამახვილებენ.
ზოგი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთის მიერ შეცდომების დაშვებას ელოდებიან, მეორეთა აზრით, ბევრი რამ იმის ბრალია, რომ ხელისუფლებამ სააკაშვილის მსგავსად მოირგო კონსტიტუცია. მესამენი კი თვლიან, რომ თუ პრემიერმა კვირიკავშილმა ახალი ამპლუა არ შესძინა მისი როგორც ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის ამპლუას, ის ავტომატურად იქნება ჩანაცვლებული.
”ქართული ოცნება” მეხუთე წელია ხელისუფლებაში, ამ ხნის მანძილზე ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც იმაზე მეტი შეცდომები აქვთ დაშვებული, ვიდრე წარმოდგენა შეიძლებოდა.
თქვენი დაკვირვებით, მოცემულ ეტაპზე რა შეიძლება ჩაითვალოს საშინაო პოლიტიკის უმთავრეს პრობლემად?
საშინაო პოლიტიკის უმთავრესი პრობლემაა სკოლებში განათლების დაბალი დონე, ქურდული მენტალიტეტის დაბრუნება, კრიმინალის ზრდა. რაც შეეხება პოლიტიკურ პრობლემებს, ბევრი რამე იგივეა, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა, სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, რაც მტკივნეული პრობლემაა
- საშინაო პოლიტიკის უმთავრესი პრობლემაა სკოლებში არსებული მდგომარეობა და განათლების დაბალი დონე, ქურდული მენტალიტეტის დაბრუნება, კრიმინალის ზრდა. რაც შეეხება პოლიტიკურ პრობლემებს, ბევრ რამეში იგივეა, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა, სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, რაც მტკივნეული პრობლემაა.
განსხვავება ისაა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ნაკლებად უხეში და მკაცრია. ამიტომ არის რომ ჩვენთან დემოკრატიის თვალსაზრით ოდნავ უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ეს იყო სააკაშვილის მმართველობისას.
დღევანდელი ხელისუფლება წინასწაგან განსხვავებით უფრო რბილი კია, მაგრამ შესაძლოა, სწორედ ამას უკავშირდება კრიმინალის დაშვებაც. თუმცა, ვხედავთ, რომ კრიმინალის ზრდას ხელისუფლება ისე არ აპროტესტებს, როგორც აპროტესტებდა სააკაშვილის დროინდელ სიმკაცრეს.
ვხედავთ, რომ კრიმინალის ზრდას ხელისუფლება ისე არ აპროტესტებს, როგორც აპროტესტებდა სააკაშვილის დროინდელ სიმკაცრეს... როგორც ჩანს, ამ ხელისუფლების შემოქმედი ივანიშვილი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ფსიქოლოგიას კარგად იცნობს და ყველაფერი ამით აიხსნება
როგორც ჩანს, ეს ხელისუფლება, უფრო სწორად ამ ხელისუფლების შემოქმედი ივანიშვილი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ფსიქოლოგიას კარგად იცნობს და ყველაფერი ამით აიხსნება.
- გასულ კვირას პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა ბევრს აფიქრებინა, რომ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ის კენჭს იყრის.
ამ თემაზე ბევრი აზრი გამოითქვა, მაგრამ მაინც გკითხავთ - რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა? თუ მან ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო, თქვენი დაკვირვებით მას რა გამარჯვების რა შანსები ექნება?
- მარგველაშვილმა რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ეს პრინციპში ლოგიკურიც იქნებოდა. რაც შეეხება გამარჯვების შანსებს, მას ექნება რესურსების სიმწირის პრობლემა. ბუნებრივია ”ქართული ოცნების” კანდიდატს ბევრად მეტი რესურსი და შესაძლებლობა ექნება გამარჯვებისათვის.
თუ საპრეზიდენტო არჩევნებში მარგველაშვილი მეორე ადგილზე გავიდა, ის აჩვენებს, რომ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად შედგა და ექნება კარგი შანსი ქართულ პოლიტიკაში უფრო ღირსეულად გააგრძელოს საქმიანობა
შესაბამისად, მას ბრძოლა გაუჭირდება, მაგრამ უფრო რეალისტურია, რომ იგი მეორე ადგილზე გავიდეს. თუ საპრეზიდენტო არჩევნებში მარგველაშვილი მეორე ადგილზე გავიდა, ეს მისთვის მე მგონი ძალიან კარგი იქნება.
აჩვენებს იმას, რომ იგი დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად შედგა. ამის შემდეგ კი ექნება საშუალება და კარგი შანსი ქართულ პოლიტიკაში უფრო ღირსეულად გააგრძელოს საქმიანობა. მაგრამ, ჯერჯერობით მაინც არ ვიცით მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებს მონაწილეობას თუ არა.
- ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა - ”ძალიან მეპარება ეჭვი, რომ ჩემზე უკეთესი საპრეზიდენტო კანდიდატი გამოჩდეს”. ცხადია, ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული თუ ვის წარადგენს საპრეზიდენტო არჩევნებზე ”ქართული ოცნება”, მაგრამ შეკითხვას მაინც ასე დავსვამ - თქვენი დაკვირვებით, რამდენად საფუძვლიანია ქალბატონ ნინოს მტკიცება?
- პრინციპში, ფაქტია, რომ ბურჯანაძის მსგავსი გამოცდილების პოლიტიკოსი საქართველოში ბევრი არაა. ბოლოს და ბოლოს იგი ორჯერ ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას და ასევე ორჯერ ასრულებდა პარლამენტის თავმჯდომარის ფუნქციებს.
საპრეზიდენტო არჩევნებზე ”ქართული ოცნება” ბურჯანაძეს ამოსუნთქვის არანაირ საშუალებას არ მისცემს... რამდენადაც ვიცი, თავად ივანიშვილს მაინცდამაინც არ უყვარს იგი
თუ იგი ამას გულისხმობს, მას ეს მართლაც აქვს, მაგრამ ”ქართული ოცნება” მას საპრეზიდენტო არჩევნებში ამოსუნთქვის არანაირ საშუალებას არ მისცემს, რადგან მმართველი გუნდის ხელმძღვანელობას, უფრო ზუსტად კი, რამდენადაც ვიცი, თავად ივანიშვილს მაინცდამაინც არ უყვარს ის. შესაბამისად, მისი გაძლერება არავის აწყობს. ეს არის რეალობა, რომელსაც მან თვალი უნდა გაუსწოროს.
- რა შეიძლება ითქვას ”ქართული ოცნების” სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატზე?
- ჩემი აზრით, ამ თანამდებობაზე ”ქართული ოცნების” მხრიდან ყველაზე რეალისტური კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილია.
- იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები საკმაოდ შეკვეცილია, ძნელი წარმოსადგენია, რომ პრემიერმა კვირიკაშვილმა პრაქტიკულად უფუნქციო პრეზიდენტობა მოინდომოს...
- სადაც კვირიკაშვილმა ივანიშვილის სურვილისამებრ პრემიერობა მოისურვა, რაც პრეზიდენტობაზე გაცილებით რთულია, რატომ შეიძლება პრეზიდენტობაზე თქვას უარი.
სადაც კვირიკაშვილმა ივანიშვილის სურვილისამებრ პრემიერობა მოისურვა, რაც პრეზიდენტობაზე გაცილებით რთულია, რატომ შეიძლება პრეზიდენტობაზე თქვას უარი
იგი დავალებულია ივანიშვილისგან და თუ ივანიშვილი კვირიკაშვილს პრეზიდენტობას სთხოვს, იგი ამას გააკეთებს.- ”ევროპელი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ ხონსა და ვანში შუალედური საპარლამენტო არჩევნების მოგების შემთხვევაში უგულავა ”ევროპელი დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება?
”ევროპელი დემოკრატებისთვის” უგულავა ყველაზე გამორჩეული სახეა, შესაბამისად, ვფიქრობ მათი საპრეზიდენტო კანდიდატი სწორედ ის იქნება
- უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ასე იქნება. ესეც საკმაოდ ლოგიკური იქნებოდა. ”ევროპელი დემოკრატებისთვის” უგულავა ყველაზე გამორჩეული სახეა, შესაბამისად, ვფიქრობ რომ მათი საპრეზიდენტო კანდიდატი სწორედ ის იქნება.
კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”

























