ზუგდიდში ”ვითიბი ბანკის” მინის კარი თანამშრომლებს ჩამსხვრეული დახვდათ

ზუგდიდში ”ვითიბი ბანკის” მინის კარი თანამშრომლებს ჩამსხვრეული დახვდათ

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ”ვითიბი ბანკის” მინის კარი ჩამსხვრეულია. ფაქტი, სავარაუდოდ, წუხელე მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფილიალის მმართველმა ნანა ჩახაიამ განუცხადა, ბანკიდან თანხა არ არის წაღებული.

„თანხა არ არის წაღებული, უბრალოდ კარი იყო ჩამსხვრეული, სხვა არაფერი. შიგნითაც არავინ შესულა“, - განაცხადა ნანა ჩახაიამ.

ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ბანკი დროებით არ მუშაობს.

მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მცდელობის მუხლით დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინტენსიური ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.