ტაქსის მძღოლებს შესაბამისი ნებართვის მისაღებად გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ, რეგისტრაციის გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში კი დაჯარიმდებიან

ტაქსის მძღოლებს შესაბამისი რეგისტრაციის გასავლელად გარკვეული დრო მიეცემათ. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, რეგისტრაციის პროცედურის გასავლელად მძღოლებს გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ, თუმცა ეს „იაფი პროცედურა იქნება“.

რაც შეეხება იმას, თუ როდის დაიწყება ტაქსების რეგისტრაცია, ბითაძეს ზუსტი პერიოდი არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნული სავარაუდოდ, შემოდგომიდან მოხდება.

„რეფორმის პირველი ეტაპი თავის თავში გულისხმობს სანებართვო ავტორიზაციის დოკუმენტის გაცემას, ეს იქნება მარტივი პროცედურა. საქართველოს პარლამენტი განხილვის შემდეგ მიიღებს კანონს, რომლის საფუძველზე საკრებულო შესაბამის აქტს გამოსცემს და ჩვენ დავიწყებთ ნებართვების გაცემას, ანუ ტაქსების აღრიცხვიანობას. კანონის მიღების შემდეგ უკანონოდ ჩაითვლება ნებისმიერი საქმიანობა ტაქსის მძღოლებისთვის. შემდეგ თანდათან ჩვენ გადავალთ რეფორმის მეორე ეტაპზე“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მერის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ის ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ჯარიმას გადაიხდიან.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო