ზაალ ანჯაფარიძე - ალბათ, შორს არ არის ის დრო, როდესაც შესაძლოა, დადგეს სამხედრო სფეროში აშშ-სთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი, მათ შორის უკვე საქართველოს ტერიტორიაზე

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ პოლიტიკურ ანალიტიკოსს, ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.
- ბატონო ზაალ, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი ქვეყნიდან ხმაურიანად გააძევა. უკვე ცნობილია, რომ იგი ნიდერლანდებში დასახლდა, მიიღო ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება. ჩვენი ხელისუფლება მომხდარის გამო კმაყოფილია, მაგრამ არ იმჩნევს.
ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, სააკაშვილი პოლიტიკური თვალსაზრისით საინტერესო აღარაა, ხოლო რაც შეეხება იურიდიულ საკითხებს, მასზე ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები იმუშავებენო.
სააკაშვილის პოლონეთში დეპორტაციასთან დაკავშირებით ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა - ”უსუსური და მატყუარა ხელუსუფლება გვყავს”.
თქვენ როგორ შეაფასებდით ამ თემაზე ნინო ბურჯანაძის განცხადებას? და კიდევ, სავარაუდოდ, რა გავლენას იქონიებს მომხდარი საქართველოს საშინაო პოლიტიკაზე, უფრო კონკრეტულად ”ნაცმოძრაობაზე, რომლის საპატიო თავმჯდომარეც მიხეილ სააკაშვილია?
- სააკაშვილის ექსტრადიციის ფორმალური მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას ამ ეტაპზე არანაირად არ აწყობდა მისი საქართველოსთვის გადმოცემა. ხელისუფლებისათვის ეს იქნებოდა ხანგრძლივი და მწვავე თავის ტკივილი, იმიტომ რომ დაიწყებოდა სააკაშვილთან ციხეში მისი დასავლელი მეგობრების ვიზიტები, ევროპასა და ამერიკაში აგორდებოდა მისი გათავისუფლების მოთხოვნების კამპანია, ხელისუფლებას დაადანაშაულებდნენ პოლიტიკურ დევნაში და ა.შ. ხელისუფლებას მოუწევდა თავის მართლების პოზიციაში ჩადგომა, ხოლო სააკაშვილი წამებული გმირის მანტიას მოისხამდა და ისევ აქტუალური გახდებოდა.
თუკი ხელისუფლებამ მოახერხა საქართველოში სააკაშვილის ექსტრადირების აცილება და დღეს იგი საქართველოდან შორს არის, ეს ხელისუფლებას უფრო მოხერხებულობაში უნდა ჩავუთვალოთ ვიდრე უსუსურობაში
თუკი ხელისუფლებამ მოახერხა ამის თავიდან აცილება და დღეს სააკაშვილი საქართველოდან შორს არის, ეს უფრო მოხერხებულობაში უნდა ჩავუთვალოთ ვიდრე უსუსურობაში.თუ საკითხს სხვა კუთხით შევხედავთ, შეეძლო თუ არა ხელისუფლებას სააკაშვილისთვის უფრო მძიმე და სერიოზული ბრალდებების წარდგენა, თანაც ისე რომ საერთაშორისო წრეებიც დაერწმუნებინა ამ ბრალდებების უტყუარობაში, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ამ კუთხით ხელისუფლებამ ნამდვილად ვერ ივარგა.
თვალსაწიერ მომავალში ჰოლანდიაში მყოფი სააკაშვილი საქართველოს საშინაო პოლიტიკაზე რაიმე სერიოზულ ზეგავლენას ვერ მოახდენს და ვერც „ნაცმოძრაობას“ შეეშველება რამით. ეს პარტია, მისი დღევანდელი არაპოპულარული ლიდერებით, დეგრადაციის გზაზეა და ყველაზე კარგად ეს სააკაშვილმა იცის. იმიტომაც საუბრობდა ბოლო ინტერვიუში სხვა ოპოზიციურ ძალებთან გაერთიანებაზე და საერთო საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევაზე.
- როცა ისეთ არაპროგნოზირებად პოლიტიკოსზე ვსაუბრობთ, როგორც მიხეილ სააკაშვილია, გამორიცხული არაფერია. ამიტომ, ნაადრევი ხომ არაა იმაზე საუბარი, რომ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის კარიერა დასრულებულია?
- სააკაშვილი არც ისეთი არაპროგნოზირებადია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, მისი რადიკალური გამოხდომების გამო. ის ასეთად ჩანს მხოლოდ მეინსტრიმული პოსტსაბჭოთა პოლიტიკური კლასის ფონზე, თორემ მისი ქმედებების ლოგიკის წაკითხვა და პროგნოზირება არც ისე რთულია.
სააკაშვილის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც საკმაოდ ეფექტურად იყენებდა საქართველოში და შემდეგ უკრაინაში, არის საერთაშორისო კონიუნქტურის კარგად ცოდნა. თუ დააკვირდებით, უკრაინაში ის ახდენდა იქაური ხელისუფლებისადმი საერთაშორისო წრეების მოთხოვნების რეტრანსლირებას.
სააკაშვილის პოლიტიკური აქციების დაცემის მიუხედავად, დასავლეთის გარკვეულ წრეებში მასზე ჯერ კიდევ არსებობს მოთხოვნა. აქაც ჰყავს, მართალია გვარიანად შეთხელებული, მაგრამ მომხრეების გარკვეული რაოდენობა. შესაბამისად, მის ჩამოწერაზე საუბარი ვფიქრობ ჯერ ნაადრევია
მაგალითად, ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა და იმ საკანონმდებლო აქტების ინიცირება, რასაც უკრაინისგან დასავლეთი ითხოვდა. ამის გამო დასავლეთში მას საჭირო კაცად თვლიდნენ და ეს მისთვის დამცავი ფარი იყო გარკვეულ დრომდე.მე მგონია, რომ სააკაშვილის პოლიტიკური აქციების დაცემის მიუხედავად, დასავლეთის გარკვეულ წრეებში მასზე ჯერ კიდევ არსებობს მოთხოვნა. აქაც ჰყავს, მართალია გვარიანად შეთხელებული, მაგრამ მომხრეების გარკვეული რაოდენობა. შესაბამისად, მის ჩამოწერაზე საუბარი, ვფიქრობ, ჯერ ნაადრევია.
- სოციოლოგ ვალერიან გორგილაძის მტკიცებით - ”ხელისუფლება დღეს ბალანსის ძიებაშია - ძალის გამოყენება არ უნდა გადაიზარდოს გადამეტებულ რეპრესიებში საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ”.
შესაძლოა, ასეცაა, მაგრამ ეს არ ცვლის მოცემულობას, ანუ იმას, რომ ხელისუფლებაში ყოფნის მეხუთე წლისთავზე ”ქართული ოცნება” მეხანძრეების მსგავსად პრობლემებზე რეაგირების რეჟიმშია და შესაბამისად ჭირს სხვადასხვა მიმართულებით მისი საშინაო პოლიტიკის მკაფიოობასა და ეფექტურობაზე საუბარი.
თქვენი დაკვირვებით, რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება იყოს ეფექტური სხვადასხვა მიმართულებით? ფაქტია, რომ სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის სოციალურ სფეროში არსებითად ბევრი არც არაფერი იცვლება. ეს გაუარესებულ კრიმინოგენულ სიტუაციასაც ეხება, სადაც ძალის გამოყენება აუცილებელიც კია...
- ეფექტურობას შესაბამისი რესურსები სჭირდება. ხელისუფლება ეფექტურია, როდესაც ახერხებს შედეგების მისაღწევად გამოყენებული რესურსების ოპტიმალური ბალანსის უზრუნველყოფას. ჩვენს ხელისუფლებას კი მწირი რესურსები აქვს, როგორც ფინანსური, ასევე მატერიალური და ადამიანური. შესაბამისად, მიღწეული შედეგებიც არის მწირი. ხელისუფლების ბოლოდროინდელი ინიციატივები არის დამატებითი რესურსების გაჩენის მცდელობა. ვნახოთ რა გამოვა აქედან. პირველი შედეგები შეიძლება უკვე წლის ბოლოს შევაფასოთ.
ხელისუფლების ბოლოდროინდელი ინიციატივები არის დამატებითი რესურსების გაჩენის მცდელობა. ვნახოთ რა გამოვა აქედან. პირველი შედეგები შეიძლება უკვე წლის ბოლოს შევაფასოთ
კრიმინოგენულ სიტუაციასთან გასამკლავებლად კი ძალის გამოყენება სულაც არ არის ერთადერთი და ყველაზე ეფექტური საშუალება. ამის მაგალითია, თუნდაც ახალი შს მინისტრის მიერ მოწყობილი საყოველთაო საპოლიციო რეიდი, რომელმაც მაინცდამაინც დიდი შედეგი ვერ გამოიღო და მის შემდეგ კრიმინალმა ახალი ძალით იფეთქა.ადრეც ვთქვი თქვენთან ინტერვიუში და ეხლაც გავიმეორებ, საზოგადოების განწყობების შესწავლას სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს, იმისათვის რომ კრიმინალს პრევენცია მოახდინოს, რადგანაც კრიმინალურ ქცევას დიდწილად სწორედ განწყობები განაპირობებს. მაგალითად, გვაქვს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ იმატა საზოგადოებაში და განსაკუთრებით ახალგაზრდებში აგრესიამ? მე მგონი ჯერ არა.
- ხელისუფლების მხრიდან არაეფექტური რეაგირების მაგალითია ნარკოპოლიტიკის საკითხებში ხეკლისუფლების ჩამოუყალიბლობა. ამ თემაზე სპიკერმა ირაკლი კობახიძემ განაცხა და - ”ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გვჭირდება პოზიციების შეჯერება უმრავლესობის შიგნით, ასევე უფრო ფართო ფორმატში”. კი ბატონო, ერთიც და მეორეც აუცილებელია, მაგრამ გაუგებარია, ამდენი ხანი რით ვერ შეჯერდნენ ჯერ უმრავლესობით შიგნით? მაინცადამაინც აქციის გამეორებას ელოდებიან?
- ხმაურიანი და კარგად დაფინანსებული აქციების ფონზე გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფები და მათი ლობისტები პარლამენტში ცდილობდნენ დაჩქარებული წესით, საზოგადოების უმრავლესობის აზრის გაუთვალისწინებლად, მიეღოთ ნარკოტიკების მოხმარების ლიბერალური კანონი, რომელიც ჩემი და არა მხოლოდ ჩემი აზრით, ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა ნარკოტიკების მოხმარების წახალისებისთვის.
როდესაც ხელისუფლებამ დაინახა, რომ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის ამ სახით მიღებას სერიოზული საზოგადოებრივი პროტესტი და მომხრეების დაკარგვა მოჰყვებოდა, მან უკან დაიხია და ლოდინის რეჟიმში გადავიდა. უნდა გამოიძებნოს საკითხის გადაწყვეტის კომპრომისული ვარიანტი ჩვენი რეალობების გათვალისწინებითა და სამომავლო პერსპექტივის დანახვით
როდესაც ხელისუფლებამ დაინახა, რომ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის ამ სახით მიღებას სერიოზული საზოგადოებრივი პროტესტი და მომხრეების დაკარგვა მოჰყვებოდა, მან უკან დაიხია და ლოდინის რეჟიმში გადავიდა. უნდა გამოიძებნოს საკითხის გადაწყვეტის კომპრომისული ვარიანტი ჩვენი რეალობების გათვალისწინებითა და სამომავლო პერსპექტივის დანახვით, და არა სხვა ქვეყნების მაგალითების ბრმად გადმოღებით, როგორც დღეს ხდება.ვფიქრობ, რომ მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე პროცესი არ გაჩერდება და შემდეგ ხსენებული ჯგუფების მიერ დაიწყება კამპანიის მეორე ეტაპი, ამ ტიპის ნარკოტიკების რეალიზების ლეგალიზების მოთხოვნით. ერთად დავფიქრდეთ და ვიმსჯელოთ, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია დადებითს უფრო მეტს მოგვიტანს თუ უარყოფითს.
- იგივე ითქმის მშენებლობებზე გახშირებულ სიკვდილიანობის შემთხვევებზე. ამ თვალსაზრისით სტატისტიკა საკმაოდ საგანგაშოა. ხელისუფლებამ თითქოს გაამკაცრა ამგვარ შემთხვევებზე დამსაქმებელთა პასუხიმგებლობა, მაგრამ აშკარაა, რომ მშენებლობებზე დაღუპულთა რიცხვი თითქმის ყოველ დღე იზრდება.
პარლამენტის შენობასთან ” აუდიტორია 115”-მა საპროტესტო აქცია გამართა, რომლის ლოზუნგი გახლდათ - ”სოლიდარობა მუშებს”!. როგორც ჩანს, ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები აშკარად არასაკმარისი იყო.
იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ამ პრობლემას მიბრუნებოდა, გავრცელდა ცნობა, ხელისუფლება სამშენებლო მასალების ხარისხზე კონტროლს გამკაცრებას გეგმავს. ესეც საშური საქმეა, მაგრამ გაუგებარი ალბათ უფრო ისაა, რომ ხელისუფლება ამ პრობლემას მისი ხელისუფლებაში ყოფნის მეხუთე წელს რომ მიაქცია ყურადღება.. პრობლემამ აშკარა სერიოზული სოციალური დატვირთვა შეიძინა და რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ იმისათვის, რომ უკვე არსებული პროტესტი უფრო მასშტაბურ პროტესტში არ გადაიზარდოს..
- დიახ, პრობლემამ ნამდვილად შეიძინა სოციალური დატვირთვა და თანაც საკმაოდ მძიმე ფორმით. მე უფრო ამ პრობლემისადმი ფართო საზოგადოების ინდიფერენტულობა მაოცებს და სწორედ ეს ინდიფერენტულობა არის ჩვენი საზოგადოების დღევანდელი ფსიქოსოციალური პორტრეტის ერთ-ერთი შტრიხი.
არსებობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებები, ასევე შრომის უსაფრთხოების დადგენილი ევროპული სტანდარტები და საკმარისია ხელისუფლებამ რეალურად დაიწყოს მათი შესრულება, პრობლემის მოგვარებაც დაიწყება
”აუდიტორია-115” -ის პროტესტი ლეგიტიმურია, მაგრამ პროტესტს მაშინ ექნება აზრი და შედეგი, თუ პრობლემის გადაჭრის გზებიც იქნება ნაჩვენები. მხოლოდ სოლიდარობის გამომხატველი ხმამაღალი ლოზუნგები არ არის საკმარისი და საზოგადოების ნაწილში ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ამ ხმაურიანი აქციებით ეს ორგანიზაცია საკუთარ პოპულარიზაციას და ყურადღების მიქცევას ცდილობს.ველოსიპედის ხელახლა გამოგონება ამ სფეროში არ არის საჭირო. არსებობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებები, ასევე შრომის უსაფრთხოების დადგენილი ევროპული სტანდარტები და საკმარისია ხელისუფლებამ რეალურად დაიწყოს მათი შესრულება, პრობლემის მოგვარებაც დაიწყება.
ზოგიერთი პარლამენტარის არგუმენტი, რომ შრომის უსაფრთხოების მკაცრი წესების შემოღებით ინვესტორებს დავაფრთხობთ, კრიტიკას ვერ უძლებს. როგორც ჩანს, ასეთი კატეგორიის ხალხისათვის ფული უფრო ფასეულია, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე.
ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა დაიწყოს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გადახედვა. ჩემი აზრით, იმ კომპანიებს, სადაც შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები არ არის დაცული და ამან მსხვერპლი ან ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, ძალიან მაღალი ჯარიმები უნდა დაუწესდეთ, გარკვეული დროით საქმიანობის უფლებაც შეუჩერდეთ და დაზარალებულთათვის კომპენსაციის გადახდა დაეკისროთ.
საინტერესოა, რომელიმე სამშენებლო კომპანიამ თუ გადაუხადა მათ ობიექტებზე დაღუპული მუშების ოჯახებს კომპენსაცია?
ისიც უცნობია, მშენებლობებზე ან საწარმოებში მუშებს თუ ასწავლიან უსაფრთხოების წესებს და რამდენად იცავენ თავად ისინი ამ წესებს. ასევე საინტერესოა, რომელიმე სამშენებლო კომპანიამ თუ გადაუხადა მათ ობიექტებზე დაღუპული მუშების ოჯახებს კომპენსაცია?- სულ უფრო აქტიურად განიხილება უმაღლესი სასწავლებლების აკრიდიტაციის თემა. სამწუხაროდ, მმართველი გუნდი ხელისუფლებაში ყოფნის მხოლოდ მეხუთე წელს შეწუხდა ქვეყანაში უნივერსიტეტების სიმრავლით.
თუ წინა ხელისუფლებამ 220 უნივერსიტეტიდან მხოლოდ 59 დატოვა და ამ საკითხში საკმაოდაც პრინციპულიც იყო, 2012 წლის შემდეგ უნივერსიტეტების რიცხვი გაიზარდა და ახლა სხვადასხვა ინფორმაციით 90-მდეა.
მხოლოდ მისასალმებელია განათლების მინისტრის განცხადება, რომ უნივერსიტეტების რიცხვი შემცირდება, მაგრამ, უცნაური ისაა, რომ უმაღლესი სასწავლებლებისადმი რეალური პოლიტიკის განსაზღვრა მმართველმა გუნდმა ხელისუფლებაში მე-5 წელს დაიწყო.
თქვენი აზრით, ეს რას შეიძლება უკავშირდებოდეს? და კიდევ, სავარაუდოდ, რამდენად საფუძვლიანია მტკიცება - აკრედიტაცია განათლების ხარისხისთვის, თუ კონტროლის ინსტრუმენტი ხელისუფლებისთვის?
- უნდა ვივარაუდოთ, რომ განათლების ახალმა მინისტრმა პრობლემა შეისწავლა და ამის შემდეგ დააყენა საკითხი უნივერსიტეტების რიცხოვნობის შემცირებაზე და რადგანაც საკითხი ასე რადიკალურად დადგა, ეს გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ უნივერსიტეტების გარკვეული რაოდენობა განათლების ხარისხის დადგენილ სტანდარტებს მართლაც ვერ პასუხობს.
თუ რატომ, ეს ძალიან ფართო თემაა და განათლების სფეროს სპეციალისტების სამსჯელოა. ქვეყანაში ხარისხიანი განათლების გარეშე ვერ გვექნება პრეტენზია შემდგარი სახელმწიფოს სტატუსზე.
ვფიქრობ, ხელისუფლებას გაცნობიერებული აქვს, რომ უმაღლეს სასწავლებლებზე კონტროლის დამყარების მცდელობა დიდხანს ვერ დაიმალება და ისევ ხელისუფლებას მოუტანს პოლიტიკურ და რეპუტაციულ ზიანს
რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, მე არ ვეძებ კონსპიროლოგიურ მოტივებს მინისტრის ამ ინიციატივაში. ვფიქრობ, ხელისუფლებას გაცნობიერებული აქვს, რომ უმაღლეს სასწავლებლებზე კონტროლის დამყარების მცდელობა დიდხანს ვერ დაიმალება და ისევ ხელისუფლებას მოუტანს პოლიტიკურ და რეპუტაციულ ზიანს.- პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტვ-”პალიტრაში” არა ერთი საგულისხმო განცხადება გააკეთა. კერძოდ, - ”როდესაც მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ამბავი არ „გავაპრავე“, ეგრევე გავხდი „ნაცი“.
მისივე აზრით, გაუგებარია ”თუ რანაირად შეიძლება, ისევ იყურებოდე კამერაში, არ გრცხვენოდეს და ამბობდე, რომ ის მოსამართლეები უნდა იყვნენ, ვინც დანაშაულს ჩადიოდა, მოსმენის სისტემა არ უნდა შევცვალოთ და პრეზიდენტი ქვეყნის მტერია, რადგან მოსმენების შესახებ კანონს არ იზიარებს, პრეზიდენტი მტერია, როდესაც ამბობს, რომ მედიას არ ჩამოაჭრათ რესურსები.”
ანაც - ”თანამდებობებზე დანიშვნის შემდეგ მმართველი გუნდის უმრავლესობა აკეთებს იმას, რასაც ოპოზიციონერობის დროს აპროტესტებდა”.
გასაგებია, რომ მმართველი გუნდი მარგველაშვილის ამ განცხადებას სავარაუდოდ, მის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილს დაუკავშირებს. მაგრამ, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ჯერ უცნობია იგი საერთოდ მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეოაბს, თქვენ როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის ამ განცხადებებსა და შეფასებებს?
- თქვენგან განსხვავებით, რაიმე საგულისხმო და ადრე ნათქვამისგან განსხვავებული, პრეზიდენტს ამ ინტერვიუში ვერ დავინახე. უბრალოდ, მისი რიტორიკა მმართველი გუნდის მიმართ იყო უფრო ხისტი და ამით მიიქცია ყურადღება.
ჯერ ერთი, ხელისუფლებიდან არავის უთქვამს მარგველაშვილზე, რომ ის მტერია და პრეზიდენტის მხრიდან მმართველ გუნდთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვის მცდელობის მიღმა შესაძლოა იდგეს პოლიტიკური გათვლაც.
თუ გახსოვთ, მარგველაშვილმა ამის წინა ინტერვიუში სხვა ტელეარხზე, მინიშნება გააკეთა, რომ ის შესაძლოა საინტერესო პარტნიორი ყოფილიყო ოპოზიციისათვის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში.
ბოლო დროს მარგველაშვილმა მოუხშირა ტელევიზიებში სტუმრობას და ხელისუფლების მკვეთრ კრიტიკას. ხომ არ ცდილობს იგი სიგნალი გაუგზავნოს ოპოზიციას და განსაკუთრებით პროდასავლურ ლიბერალურ ფრთას, რომ იფიქრონ მასზე, როგორც ერთიან კანდიდატზე
ბოლო დროს მარგველაშვილმა მოუხშირა ტელევიზიებში სტუმრობას და ხელისუფლების მკვეთრ კრიტიკას. ვფიქრობ, ხომ არ ცდილობს იგი სიგნალი გაუგზავნოს ოპოზიციას და განსაკუთრებით პროდასავლურ ლიბერალურ ფრთას, რომ იფიქრონ მასზე, როგორც ერთიან კანდიდატზე.მიუხედავად იმისა, რომ მარგველაშვილის შანსებს ბევრი სკეპტიკურად უყურებს, მისი მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში დღის წესრიგიდან მოხსნილი ჯერ არ არის.
- თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა - ”ნატო ითხოვს რომ შეიარაღებისათვის ბიუჯეტიდან 20% იყოს გათვალისწინებული, რასაც ვაჭარბებთ, ეს არის ისტორიული მოვლენა”.
გარდა ამისა, უკვე ცნობილია, რომ აშშ-მ საქართველოს თავდაცვისუნარიანობისათვის ზრუნვა დაიწყო. საქართველოს მალე უპილოტო თვითმფრინავები და ნატოს სტანდარტებით აღჭურვილი 9 ქართული მოტომსროლელი ბატალიონი ეყოლება. ფაქტია, რომ აშშ-საქართველოს, ნატო-საქართველოს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა კონკრეტულ კონტურებს იძენს.
თქვენ როგორ შეაფასებდით ამ ტენდენციებს და იმის ფონზე, რომ სულ აქტუალური ხდება ჩვენივე უსაფრთხოების საკითხები, თქვენი აზრით, ის, რაზეც მინისტრი ლევან იზორია საუბრობს, რისი ნიშანი შეიძლება იყოს?
ნატო-საქართველოს თანამშრომლობა კონკრეტულ კონტურებს იძენს, თუმცა, რამდენად ნიშნავს ეს საქართველოს მეტ დაცულობას გარეშე სამხედრო აგრესიისგან, ეს საკითხი ჯერჯერობით ღიად რჩება
- ეს არის იმის ნიშანი, რომ საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა ახალ განზომილებას იძენს. ალბათ, შორს არ არის ის დრო, როდესაც შესაძლოა, დადგეს სამხედრო სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ამერიკელების მეტი ჩართულობის საკითხი, მათ შორის უკვე საქართველოს ტერიტორიაზენატო-საქართველოს მზარდი თანამშრომლობით კი პრაქტიკაში ხორციელდება ცნობილი ფორმულა: „მეტი ნატო საქართველოში, მეტი საქართველო ნატოში.“ თუმცა, რამდენად ნიშნავს ეს საქართველოს მეტ დაცულობას გარეშე სამხედრო აგრესიისგან, ეს საკითხი ჯერჯერობით ღიად რჩება.
კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”

























