დავით გაბაიძე ქართველი და პოლონელი ფოტოგრაფების ერთობლივი პროექტის დასკვნით ღონისძიებას დაესწრო

დავით გაბაიძე ქართველი და პოლონელი ფოტოგრაფების ერთობლივი პროექტის დასკვნით ღონისძიებას დაესწრო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ქართველიდა პოლონელი ფოტოგრაფების ერთობლივი პროექტის დასკვნით ღონისძიებას დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თავის მისასალმებელ სიტყვაში საქართველო-პოლონეთს შორის მრავალმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა. დავით გაბაიძემ აღნიშნა, რომ ორი მეგობარი ქვეყნის ფოტოხელოვანების ერთობლივი პროექტი კულტურათა დიალოგის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია.

როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, პროექტი - „ფოტოგრაფიული მოგზაურობა, ფოტოების დიალოგი“, ბათუმის თანამედროვე ხელოვნებისა და ვროცლავის კულტურისა და ხელოვნების ცენტრებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა. ამავე მემორანდუმის საფუძველზე ჩატარდა პოლონურ-ქართული კულტურის ფესტივალიც.

პროექტის დასკვნით ეტაპზე ფოტოხელოვნების მოყვარულებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ქართველი და პოლონელი ფოტოგრაფების ნამუშევრები, რომლებიც გამოფენის „Dialog Obrazov” კატალოგში განთავსდება.