წესი-ურავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა

წესი-ურავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით წესი-ურავის საავტომობილო გზის კმ4-კმ5 მონაკვეთზე დიდი მოცულობის კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.