ვახტანგ მახარობლიშვილი - გერმანული მხარის გადაწყვეტილებით თავშესაფრის მაძიებელთა საქმეების განხილვის პროცედურები საგრძნობლად შემცირდება

თავშესაფრის მაძიებელთა თითქმის 100 %-ს ეძლევა უარყოფითი დასკვნა და ფაქტობრივად თავშესაფრის მომთხოვნი ყველა ადამიანი გამოიგზავნება უკან საქართველოში, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო გერმანული მხარის მიერ მიჩნეულია დე ფაქტოდ, როგორც უსაფრთხო ქვეყანა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მახარობლიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას ევროპელ კოლეგებთან და პარტნიორებთან ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საკითხზე. მინისტრის მოადგილის განცხადებით გერმანიის შს ფედერალური სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრის ფარგლებში განიხილეს აღნიშნული მიმართულებით კიდევ უფრო ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის საკითხები.

„გერმანულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ის ფაქტი, რომ თავშესაფრის მაძიებელთა თითქმის 100 %-ს ეძლევა უარყოფითი დასკვნა და ფაქტიურად თავშესაფრის მომთხოვნი ყველა ადამიანი გამოიგზავნება უკან საქართველოში, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო გერმანული მხარის მიერ მიჩნეულია, დე ფაქტოდ, როგორც უსაფრთხო ქვეყანა. შეხვედრაზე აღინიშნა ის მნიშვნელოვანი მომენტიც, რომ გერმანულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავშესაფრის მაძიებელთა განხილვის პროცედურები იქნება საგრძნობლად შემცირებული“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

გერმანიის დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები უმაღლესი თანამდებობების პირებთან.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს