საია სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართავს შპს „ინტერნეიშენალ ივენთს”-თან დადებული ხელშეკრულება შეწყვიტოს

საია სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართავს შპს „ინტერნეიშენალ ივენთს”-თან დადებული ხელშეკრულება შეწყვიტოს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, გასულ 2016-2017 წლებში გამოაქვეყნა კვლევები, რომლებიც სახელმწიფოსა და შპს „ინტერნეიშენალ ივენთს“ შორის 2007 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების დეტალებს ეხებოდა. მათივე ცნობით, კვლევებით დასტურდებოდა, რომ შპს „ინტერნეიშენალ ივენთს“, თბილისის საკონცერტო დარბაზი (ფილარმონია) 49 წლიანი იჯარით აქვს გადაცემული. ასევე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს და მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკის შესაძლოა დღემდე აქტიური კავშირი ჰქონდეთ აღნიშნულ კომპანიასთან.

როგორც ორგანიზაცია აცხადებს, 2018 წლის თებერვალში საიამ მიიღო განახლებული ინფორმაცია კომპანიის არსებული დავალიანების შესახებ. ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წლის თებერვლის მდგომარეობით, ხელშეკრულების ფარგლებში არსებული დავალიანება, გადაუხდელი მართვის საზღაურისათვის შეადგენს - 950,140 ლარს, ხოლო, დაკისრებული პირგასამტეხლო 1,512,330 ლარს და 10,102 აშშ დოლარს შეადგენს.

სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ ინფორმაციით, კომპანიას მიეცა ვადა 2018 წლის 3 მარტამდე დავალიანების გადასახდელად, თუმცა, მათივე ინფორმაციით შპს „ინტერნეიშენალ ივენთსმა“ აღნიშნული ვადაც დაარღვია და დღემდე არაფერი გადაუხდია.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საია მიმართავს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ იხელმძღვანელოს ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილებით და ცალმხრივად შეწყვიტოს შპს „ინტერნეიშენალ ივენთსთან“ დადებული ხელშეკრულება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში