ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2018
მამუკა არეშიძე -"ჯობია ლობისტებში დაიხარჯოს ფული, ვიდრე ჩინოსნების ჯიბის გასქელებაზე"რუსეთთან დაკავშირებული 15 იდუმალებით მოცული სიკვდილი ბრიტანეთში "დამიჯერეთ, ქართული კრიმინალური ბანდების პრობლემა ევროკავშირში არა გვაქვს" უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა დეკანოზი მამალაძე?"იუსტიციის სამინისტრო კანონს უხეშად არღვევს!" * * *
მამუკა არეშიძე -"ჯობია ლობისტებში დაიხარჯოს ფული, ვიდრე ჩინოსნების ჯიბის გასქელებაზე"
"სკრიპალების მოწამვლის უმთავრეს ავტორად სწორედ რუსეთი ჩანს - დიდი ბრიტანეთის განცხადებები ისეთი ხისტია, ძნელად წარმოსადგენია, ფაქტების გარეშე ასე ელაპარაკათ და ემოქმედათ. თუ ამას მივაბამთ წინა მკვლელობების, ბერეზოვსკის, ლიტვინენკოსა და ა.შ., ამბებს, აშკარაა, რომ რუსეთი ბრიტანეთის ტერიტორიაზე აქამდეც იშორებდა არასასურველ ხალხს, რაზეც ბრიტანეთი მძაფრად რეაგირებდა, მაგრამ რაც ახლა ხდება, ამას მძაფრი რეაგირება აღარ ჰქვია. ლაპარაკია ორ ქვეყანას შორის, ფაქტობრივად, ყველანაირი ურთიერთობების გაწყვეტაზე, რაც, ბუნებრივია, გვაფიქრებინებს, რომ ამან მსოფლიო ახალი "ცივი ომის" ფაზაში შეიძლება შეიყვანოს, თანაც ფატალური დასასრულით", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ჯობია ლობისტებში დაიხარჯოს ფული, ვიდრე ჩინოსნების ჯიბის გასქელებაზე" / "დღეს დასავლეთში აშკარად ფიქრობენ, რომ რუსეთზე ზეწოლა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემის პედალირებით გაცილებით მომგებიანი შეიძლება იყოს, ვიდრე მხოლოდ უკრაინაზე ლაპარაკი" / დროა სერიოზული მუშაობა დაიწყოს ლობისტური ჯგუფების ჩამოსაყალიბებლად სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მოსკოვშიც / "მიმაჩნია, რომ ასეთი სამშვიდობო, არააგრესიული მიწოლა უნდა გავაგრძელოთ კრემლზე".
"ბრიტანეთის პრემიერ ტერეზა მეის პოზიცია უკიდურესად აგრესიულია, აშკარაა, ის ცდილობს დაემსგავსოს მარგარეტ თეტჩერს და ამისთვის არგუმენტებიც აქვს და ლოგიკაც. ეს პროცესი რუსეთისთვის ძალიან მძიმე შედეგებით შეიძლება დასრულდეს იმიტომ, რომ დიდ ბრიტანეთს შეუძლია თავისი მოკავშირეების კონსოლიდირება და კრემლთან ერთიანი ფრონტით დაპირისპირება. ნატოს წევრმა ქვეყნებმა ერთმნიშვნელოვნად გამოხატეს მხარდაჭერა, ისმის ახალი სანქციების თაობაზე განცხადებები, მასშტაბური დიპლომატიური კონფლიქტი უკვე არსებობს, რასაც სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური ნაბიჯები მოჰყვება, რაც რუსეთისთვის ძალიან მძიმე დარტყმა იქნება. დიდმა ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატი გააძევა თავისი ტერიტორიიდან. ასეთი რამ გასული საუკუნის 70-იან წლებშიც მოხდა, მაგრამ დღეს ვითარება თვისებრივად განსხვავებულია. ბრიტანელებს, ამერიკელებთან ერთად, აქვთ რუსეთზე ზეწოლის სხვა ძალიან ქმედითი ბერკეტებიც, რომელთა გამოყენებაც შეუზღუდავად შეუძლიათ. მაგალითად, რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების მნიშვნელოვნად შეზღუდვა და ა.შ. ამ ფონზე გააქტიურდა შუა აზიიდან ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების თემაც, რომელმაც საქართველოზე უნდა გაიაროს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
"საინტერესოა, რომ დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის დაპირისპირების კონტექსტში არაერთხელ ახსენეს საქართველო და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. ეს ახსენა ტერეზა მეიმაც, რაც ძალიან კარგია, მაგრამ აქვე უნდა გულისტკივილით ითქვას, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ზოგჯერ საერთაშორისო პოლიტიკისთვის დამახასიათებელი ცინიზმით იქცევიან, როცა სჭირდებათ, საქართველოს ახსენებენ, როცა არა, არა. მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს ვითარება მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და მეტად შევახსენოთ მსოფლიოს ჩვენი პრობლემები. ყველა დონეზე, ყველა ფორუმზე უნდა ვილაპარაკოთ ამაზე. ამ პროცესს ბევრი ჩვენთვის მნიშვნელოვანი რამ შეიძლება მიებას. ახლა გვმართებს ძალიან სწორი დიპლომატიის გატარება და გონივრული მოქმედება. დღეს დასავლეთში აშკარად ფიქრობენ, რომ რუსეთზე ზეწოლა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემის პედალირებით გაცილებით მომგებიანი შეიძლება იყოს, ვიდრე მხოლოდ უკრაინაზე ლაპარაკი", - განაგრძობს რესპონდენტი.
"მიუხედავად იმისა, რომ ამ დანაშაულთან ოფიციალური მოსკოვი კავშირს უარყოფს, რუსულ პრესას თუ გადავხედავთ, დიდწილად ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს სწორედ რუსების მოწყობილია. იწერება დაახლოებით ასეთი შინაარსის სტატიები, როცა იქნება, ყველა მოღალატე დაისჯებაო. აქედან გამომდინარე, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს ყოფილიყო მართლაც საკუთარ მოქალაქეებზე ზემოქმედებისთვის განკუთვნილი, იმის ჩვენება, აი, ყველგან და ყველაფერს მისწვდება ჩვენი გრძელი ხელიო. სამწუხაროდ, ამგვარ აგრესიულ, კუნთების თამაშის პოლიტიკას კარგა ხანია იყენებს კრემლი. პუტინმა მთელი წინასაარჩევნო კამპანია სწორედ ამგვარად წარმართა. მისი განცხადებები სწორედ აგრესიითა და მუქარით იყო გაჟღენთილი. არ დაგავიწყდეთ, რომ სკრიპალების მოწამვლიდან მოკლე ხანში ლონდონში სრულიად საიდუმლო ვითარებაში გარდაცვლილი ნახეს რუსი ბიზნესმენი და ბორის ბერეზოვსკის მეგობარი ნიკოლაი გლუშკოვი, რომელიც რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას ძებნილად ჰყავდა გამოცხადებული. ეს ფაქტიც ბუნებრივად დაუკავშირდა რუსულ სპეცსამსახურებს და ბრიტანეთისთვის ეს აშკარად ბოლო წვეთი აღმოჩნდა... მთელი ეს პროცესი კიდევ უფრო დაამძიმა ოფიციალური მოსკოვის ცინიკურმა განცხადებებმა და ზახაროვას ეპატაჟურმა გამოსვლებმა", - ამბობს ექსპერტი.
"მალე გამოჩნდება, აპირებს თუ არა რამის მნიშვნელოვნად შეცვლას პუტინი. ამის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი მთავრობის დაკომპლექტება იქნება. ეს უპირველესად გამოჩნდება, საგარეო საქმეთა მინისტრს შეცვლის თუ არა. სხვათა შორის, ტრამპმა რაღაც თვალსაზრისით ცვლილებებისთვის შანსი მისცა რუსეთს. ვგულისხმობ სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონის გადაყენებასა და მაიკ პომპეოს მოსვლას. სწორედ ამაზე მიანიშნებდა მისი პირველი განცხადება, რომლის შინაარსი დაახლოებით ასეთი იყო: რუსეთი ჩვენი მეტოქეა, ჩინეთი კი მტერიო. ვფიქრობ, რუსეთში ეს გზავნილი გაიგეს, თუმცა რამდენად გაიაზრეს, ვერ გეტყვით. ერთიცაა - ბრიტანეთ-რუსეთის კრიზისის ფონზე ამას როგორი გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს, საკითხავია. ვფიქრობ, პუტინი გამარჯვების შემდეგ შეეცდება დაარეგულიროს როგორმე ეს სკანდალი და გაიზიაროს კიდეც ტრამპის გზავნილი. თუ მოხერხდა და კრემლი აშშ-თან კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში ჩადგა, არ არის გამორიცხული, საქართველოსთან ურთიერთობაშიც მიდგომა ოდნავ უკეთესობისკენ შეცვალოს", - მიიჩნევს არეშიძე.
"ბარემ აქვე ვიტყვი - ზოგიერთ საქმეში ჩაუხედავს ჰგონია, რომ პრემიერის წერილი რუსეთის ხელისუფლებისადმი ცარიელ ადგილზე გაკეთდა. ეს დაუკავშირდა ტატუნაშვილის ტრაგედიას და ბევრმა მიიჩნია, რომ აქედან გამომდინარე ლაპარაკობდა კვირიკაშვილი, მაგრამ, ვფიქრობ, ასე არ არის. ჩემი აზრით, ამას ებმის კულუარული დიპლომატია, მით უფრო, რომ აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ მხარი დაუჭირა პრემიერის პოზიციას და განაცხადა, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია. სიტყვასიტყვით ასე თქვა: "საქართველოს უნდა ჰქონდეს პრაგმატული დიალოგი რუსეთთან". ჩემი აზრით, ცვლილებები იგეგმება და ის ნაბიჯი, რომელიც გადადგა საქართველოს მთავრობამ, შეიძლება ამის წინა პირობა გახდეს. სხვათა შორის, ჩვენი მთავრობის აქტიურობა - ვიზიტები ბაქოსა და ერევანში ამ პროცესის ნაწილი მგონია. რუსული პასუხი კი იყო აგდებული და ცინიკური - სიმართლე გითხრათ, ველოდი, რომ არც გვიპასუხებდნენ, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, მსოფლიო ისტორიაში არის უამრავი მაგალითი, როდესაც შენ მიდიხარ კომპრომისზე იმისთვის, რომ ქვეყანას სიკეთე და წინსვლა მოუტანო", - დაასკვნის რესპონდენტი.
"ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციას ვერ გაურჩევია, რა არის გამბედაობა და რა - ამპარტავნობა. ხშირად განცხადებებს მხოლოდ პოლიტიკური ოპონირებისთვის აკეთებენ. ჩემი აზრით, მიუხედავად პასუხისა, კვირიკაშვილის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო იყო. მიმაჩნია, რომ ასეთი სამშვიდობო, არააგრესიული მიწოლა უნდა გავაგრძელოთ კრემლზე. თუ გვექნება არა ეპიზოდური, არამედ თანამიმდევრული, მუდმივი, ინიციატივიანი პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, მაშინ ეს შედეგს აუცილებლად მოიტანს. უკვე 10 წელი ხდება 2008 წლის ომიდან, ვფიქრობ, დროა ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ყველგან ძალიან მწვავედ დადგეს ლტოლვილების დაბრუნების საკითხი. დეოკუპაციის თემა უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ეს ებმის ზუსტად დევნილების დაბრუნებას. რაც შეეხება ჟენევის შეხვედრებს - ერთია მოლაპარაკებათა ფორმატის შეცვლა და მეორე _ რანგის აწევა. ამ უკანასკნელს მე არ ვვარაუდობ, ისედაც მაღალი წარმომადგენლობაა, მინისტრის მოადგილეები მონაწილეობენ, პრემიერების მონაწილეობა მუდმივად წარმოუდგენელი მგონია. ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესია, რომ შეიცვალოს სწორედ ჟენევის ფორმატის შინაარსი და უფრო მასშტაბური გახდეს", - განმარტავს ექსპერტი.
"აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ დროა სერიოზული მუშაობა დაიწყოს ლობისტური ჯგუფების ჩამოსაყალიბებლად სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მოსკოვშიც. ეს ლობისტური ჯგუფები უნდა იყვნენ დიასპორულიც და არადიასპორულიც. ჩვენ მიტოვებული გვაქვს ეს სივრცე. არადა, დიდწილად ლობისტურმა ჯგუფებმა განაპირობეს სომხეთის თუ აზერბაიჯანის პრობლემების გატანა მსოფლიო ასპარეზზე. იქაც კი უნდა ვიმუშაოთ, სადაც არ გველიან, მაგალითად, თურქეთში. ჯობია ამაში დაიხარჯოს ფული, ვიდრე ვიღაცა ჩინოსნების ჯიბის გასქელებაზე. როცა საერთაშორისო ურთიერთობებსა და საფრთხეებზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა ითქვას - დიდი პრობლემაა ის, რომ ქვეყანაში მაკონსოლიდირებელი ორგანო აღარ გვაქვს, მაგალითად, ისეთი, როგორიც უშიშროების საბჭო იყო. ასეთი გლობალური საფრთხეების პირობებში ეს წარმოუდგენელია. ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, მით უფრო, რომ არც ძლიერი ანალიტიკური ცენტრები გვაქვს. ამაში აზერბაიჯანი და სომხეთიც კი გვჯობიან", - დასძენს არეშიძე.
"მგონია, ტატუნაშვილის ცხედარი აქამდე იმიტომ არ გადმოგვცეს, რომ დანაშაულის კვალის დაფარვას ცდილობენ. განსაკუთრებით რუსეთს აღარ აწყობდა კიდევ ერთი მკვლელობის ბრალდება არჩევნებამდე. ვფიქრობ, არჩევნების ჩავლის შემდეგ დააბრუნებენ ტატუნაშვილის ნეშტს. რაც შეეხება რეზოლუციას, გამიჭირდება თქმა, ვინ შეიძლება იყოს ამ სიის ფიგურანტი, რადგან ეს, მგონი, რეზოლუციის ავტორებმაც არ იციან კარგად. მე ისიც ვერ გავიგე, ამ სიაში მარტო ოსები შეჰყავთ თუ რუსებიც. ვფიქრობ, საკმაოდ საფრთხილო საკითხია. რას მოგვცემს ამგვარი სიის შექმნა, ამაზე ლაპარაკს, ალბათ, სიის გამოქვეყნების შემდეგ უფრო შევძლებთ", - თვლის ექსპერტი და შეკითხვაზე - "საქართველოს მხარდამჭერი აქტი იქნებოდა მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი ამ განსაკუთრებული ურთიერთობების მხარდაჭერისა და განმტკიცებისათვის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში გამართულ კონფერენციაზე..." - პასუხობს:
"ეს საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივაა და იმედია, მისი შექმნის თაობაზე კულუარულად წინასწარ უკვე იყო დაწყებული მოლაპარაკებები, გარკვეული გადაწყვეტილებაც მიიღეს და განცხადება მხოლოდ ამის შემდეგ გაკეთდა. ასეთ შემთხვევაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. თუ ასე არ არის, მაშინ ეს კარგა ხანს დარჩება დეკლარირების დონეზე"
რუსეთთან დაკავშირებული 15 იდუმალებით მოცული სიკვდილი ბრიტანეთში
"სკრიპალის საქმის" სკანდალის შემდეგ ლონდონმა ღიად დაიწყო მოსკოვის დადანაშაულება და რუსეთის სპეცსამსახურების თვითნებობაზე საუბარი. უფრო მეტიც, წინა წლებში ბრიტანეთის ტერიტორიაზე მომხდარი 14 საეჭვო გარდაცვალება-მკვლელობაზე რუსეთის კვალის დადგენაც დააანონსა და ამ სიაში 2008 წელს ლონდონში მოულოდნელად გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილიც შეიყვანეს. ქართველი პოლიტოლოგების თქმით, ეს ყველაფერი საქართველოსთვისაც დამაფიქრებელია, რადგან როდესაც ბრიტანეთში ასეთი მასშტაბური ოპერაციის ჩატარება შეუძლიათ რუსულ სპეცსამსახურებს, არავინ ვიცით, რამდენად აქტიურია რუსული აგენტურა საქართველოში და რამხელა საფრთხის წინაშე დგას ქვეყნის უსაფრთხოება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რუსეთთან დაკავშირებული 15 იდუმალებით მოცული სიკვდილი ბრიტანეთში / ბრიტანეთის პოლიცია ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების გარემოებების ხელახლა შესწავლას იწყებს.
"როდესაც გვესმის ევროპაში, მსოფლიოში რა დონეზე ერევა შიდა პოლიტიკაში რუსეთი და რა ოპერაციებს ატარებს, ამ დროს არაფერი ვიცით, საქართველოში რას აკეთებს კრემლი ამ მიმართულებით. წარმოუდგენელია, რომ აშშ-ში, ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში ხალხი შეწუხებული იყოს რუსული სპეცსამსახურების აქტიურობით და ჩვენთან ამის თაობაზე საერთოდ არაფერი ისმოდეს ეს ძალიან დამაფიქრებელია. რაც ეს ხელისუფლება მოვიდა, არც გვსმენია, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირის გამო ვინმე დაეკავებინოთ", - აცხადებს "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია. "სკრიპალის საქმე" ლონდონისთვის მოთმინების ბოლო წვეთი აღმოჩნდა, რომ რუსეთის სახელმწიფოსა და უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტის მისამართით მკაცრი ბრალდებები გაეხმოვანებინა. რუსეთის "გრუ"-ს ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის, იულიას მოწამვლის შემდეგ ლონდონში ასევე გარდაცვლილი იპოვეს ბადრი პატარკაციშვილისა და ბორის ბერეზოვსკის მეგობარი ბიზნესმენი ნიკოლაი გლუშკოვი და პოლიციამ დაადასტურა, რომ ის ძაღლის საყელურით დაახრჩვეს", - აღნიშნავს გამოცემა.
"გლუშკოვმა ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი მას შემდეგ მოითხოვა და მიიღო, რაც რუსეთში მის წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდებით საქმე აღძრეს. გასულ წელს ის რუსეთში დაუსწრებლად გაასამართლეს და "აეროფლოტის" თანხების, 122 მილიონი დოლარის მითვისების ბრალდებით 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 2006 წლიდან დღემდე ეს უვე მე-15 შემთხვევაა, როდესაც ბრიტანეთში რუსეთის ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანების საეჭვო ვითარებაში გარდაცვალება თუ ბურუსით მოცული მკვლელობა ხდება. "სკრიპალის საქმის" შემდეგ ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატებმა ქვეყნის შს სამინისტროსაც მიმართეს, რომ ხელმეორედ, საგულდაგულოდ გამოიძიონ ბრიტანეთში მომხდარი ეს "მოულოდნელი და საეჭვო სიკვდილი", რომლებზეც მაშინ გამოძიებამ ვერც ერთ შემთხვევაში რუსული კვალი ვერ დაამტკიცა, მაგრამ აშშ-ის სპეცსამსახურები ამ ყველა საეჭვო "გარდაცვალებას" რუსეთის სახელმწიფოს უკავშირებენ. გარდაცვლილთაგან უმეტესობა ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკის ან რუსეთის უშიშროების ყოფილი თანამშრომლის, ალექსანდრე ლიტვინენკოს ახლობელი იყო. რუსეთის სპეცსამსახურების პირველი ოპერაცია 2006 წელს ლიტვინენკოს მოწამვლა იყო. გასული წლების 14 "საეჭვო გარდაცვალებებს" შორის ერთ-ერთი 2008 წლის თებერვალში ლონდონში გარდაცვლილ ქართველ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის საქმეცაა", - განაგრძობს გამოცემა.
"პატარკაციშვილი ბორის ბერეზოვსკის უახლოესი მეგობარი და საქმიანი პარტნიორი იყო. 2001 წლის ივნისში რუსეთის გენპროკურატურამ პატარკაციშვილი და მისი ორგანიზაცია "აეროფლოტის" გენერალური დირექტორის, ნიკოლაი გლუშკოვის ციხიდან გაქცევაში დაადანაშაულა და პატარკაციშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. გარდა წინა წლების 14 საეჭვო სიკვდილისა, ლონდონმა გაავრცელა ვიდეორგოლი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, რომლებიც იწყებოდა ლიტვინენკოს მოწამვლით და ასევე ნახსენები იყო 2008 წლის აგვისტოს ომი და ყირიმის ანექსიაც. რატომ დუმდა ამდენი წელი ლონდონი, თუკი რაღაც ეჭვი არსებობდა, რომ რუსეთი მათ ტერიტორიაზე ატარებდა სპეცოპერაცია-მკვლელობებს? კორნელი კაკაჩიას თქმით, როგორც წესი, სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილ მკვლელობებისას კვალი ნაკლებად რჩება და რამეს მტკიცება ძალიან რთულია. ასევე მიიჩნეოდა, რომ ეს იყო ცალკეული შემთხვევები და არა - რუსეთის სახელმწიფოს მიზანმიმართული პოლიტიკა. თუმცა, ბოლო წლებში რუსეთმა ძალიან ბევრი მიმართულებით დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები, ძალიან ბევრი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის აშკარა ფაქტებიც გამჟღავნდა, ამიტომაც რუსეთი უკვე მიიჩნევა ევროპული უსაფრთხოების საფრთხედ და "სკრიპალის საქმემაც" ამიტომ გამოიწვია ასეთი დიდი რეზონანსი", - დასძენს გამოცემა.
"წლების წინ, იმავე ლიტვინენკოს მკვლელობის დროს, რუსეთი არ ფიგურირებდა, როგორც ევროპული უსაფრთხოების რაღაც საფრთხე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთში რუსეთიდან საფრთხეს ისე სერიოზულად არ განიხილავდნენ. ამიტომ შესაძლოა, ადრე ვიღაცამ ჩათვალა, რომ ლიტვინენკოს შემთხვევა, რომელიც ჰგავდა რუსეთის სპეცსამსახურების ქმედებას, მაინც ერთი განყენებული შემთხვევა იყო. შემდეგ იყო საქართველოში შემოჭრა და ჩათვალეს, რომ საქართველოს ბრალიც იყო რაღაც. მაგრამ შემდეგ რომ იგივე განმეორდა ყირიმში, შემდეგ იყო კიბერუსაფრთხოების პრობლემები, შემდეგ აშშ-ში გააქტიურდნენ და იყო არჩევნებში ჩარევა, ასევე ევროპაშიც მემარჯვენე-პოპულისტების მხარდაჭერა, უკვე ევროპული სახელმწიფოები მიხვდნენ, რომ ეს არის რუსეთის კონკრეტული მიზანმიმართული პოლიტიკა და არა - შემთხვევითი ფაქტები. ახლა უკვე ყველა ფაქტს ერთმანეთს უკავშირებენ და ცდილობენ განიხილონ, როგორც ერთიანი რუსული პოლიტიკა, რომლის მიზანია, დაქსაქსოს და დაასუსტოს დასავლეთი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.
"ძალიან გულუბრყვილოები უნდა ვიყოთ, გვეგონოს, რომ რუსეთი საქართველოში არ აქტიურობს. პირიქით, - ვიცით, რომ პოსტსაბჭოთა სივრცე კრემლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და აქ ორმაგი ენერგიით იქნება ჩართული. მით უმეტეს, რომ საქართველოში აგენტურასთან მუშაობა მისთვის ბევრად უფრო მარტივია იგივე ისტორიული და გეოგრაფიული კავშირების გამო. უკრაინაში რამდენი ოპერაცია ჩაატარეს და ამ დროს საქართველოში ერთიც არ აღმოუჩენიათ. ეს ხომ წარმოუდგენელია?! საქართველომ ან მოადუნა ყურადღება ამ კუთხით, ან იცის, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებას ერიდება, ალბათ, სანამ რაღაც დიდი ტრაგედია არ მომხდარა. ორივე შემთხვევაში ეროვნული უსაფრთხოებისთვის ეს ძალიან სახიფათოა და ეს საკითხი საზოგადოების სამსჯავროზე უნდა გამოვიდეს. თანაც, ასევე ითქვა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების ხელში უკვე აღმოჩნდა ქართველი სამხედროების სია და ამის გამო რამდენიმე სამხედროს პრობლემებიც შეექმნა. ჩვენ რუსულ "რბილ ძალასაც" ბოლომდე გავუღეთ კარი იმავე ტელევიზიებით და არ ვიცით, რა ინფორმაცია აქვს და რას აკეთებს მოსკოვი. რუსეთს საქართველოსადმი პოლიტიკა არ შეუცვლია და ყველაფერი შეიძლება მაშინ შემოგვიტრიალოს, როდესაც არ ველოდებით. რისკები არსებობს და ამაზე უნდა ისაუბრონ პროფესიონალებმა და სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებმა, რომლებიც დუმან", - დასძენს კაკაჩია.
"დამიჯერეთ, ქართული კრიმინალური ბანდების პრობლემა ევროკავშირში არა გვაქვს"
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე მითქმა-მოთქმა არ წყდება. ჯერ კიდევ პრობლემაა ორგანიზებული დანაშაულისა და თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვის ზრდა. გერმანიის შს მინისტრის შეშფოთება არ დამცხრალიყო, როდესაც შვედეთის შს მინისტრმა განაცხადა, ჩვენი ციხეები ჩვენი არამზადებისთვის გვჭირდებაო. გვემუქრება თუ არა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება და რა წვლილი შეაქვს ამ ყველაფერში პოლიტიკურ ინტერესებს, "კვირის პალიტრა" ევროპარლამენტის მომხსენებელს, ლატვიელ ევროპარლამენტარ ანდრეის მამიკინსს ექსკლუზიურად ესაუბრა", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით "დამიჯერეთ, ქართული კრიმინალური ბანდების პრობლემა ევროკავშირში არა გვაქვს" / "მე ვერ ვიტყვი ევროპარლამენტის ან ევროკავშირის სახელით, ქართველებო, 2020 წელს ევროკავშირის წევრები გახდებით-მეთქი, მაგრამ ეს რეალური მიზანია მომავალი 10-15 წლისთვის".
"ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ძალაში შესვლა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იყო როგორც ქართველებისთვის, ასევე ევროპარლამენტის, ევროკავშირისა და ზოგადად, ევროპელებისთვის. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ასიოდე ქართველს უთხრეს ევროკავშირში შესვლაზე უარი. ვფიქრობ, უვიზო რეჟიმმა გაამართლა, იმიტომ, რომ ქართველებსა და ევროპელებს შორის არსებობს როგორც კულტურული სიახლოვე, ასევე ეკონომიკური კავშირები. უამრავმა ქართველმა მოიარა ევროპული ქვეყნები, მათ შორის, ჩემი ქვეყანა, ლატვია. ასე რომ, უვიზო რეჟიმი კარგად მუშაობს... ის რამდენიმე ქვეყანა გერმანია, შვედეთი და საფრანგეთია, რომელთა უკმაყოფილება ქართველებით ძველი ისტორიაა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ევროკავშირის საბჭოში ვიზალიბერალიზაციის საკითხს განვიხილავდით, საფრანგეთის შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია ასეთი იყო - ევროკავშირში უამრავი ქართული კრიმინალური დაჯგუფებაა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ტყუილია და შემიძლია გითხრათ, რატომ..." - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანდრეის მამიკინსი.
"პირველ რიგში, ისინი ძველ სტატისტიკას იყენებენ და მეორე, ამ სტატისტიკას ქართული გვარების მიხედვით თვლიან. ანუ ძალიან დიდი ნაწილი იმ პირებისა, რომლებსაც ქართული გვარი აქვთ და ფრანგები ქართველ კრიმინალებად თვლიან, რუსეთის მოქალაქეები არიან. უვიზო რეჟიმი ჩვენ საქართველოს მოქალაქეებთან შემოვიღეთ და არა რუსეთის მოქალაქეებთან. ამას დაუმატეთ გვარის შეცვლის პრაქტიკა და მიხვდებით, რამდენად "გაბუქებულია" ისტორია ევროკავშირში ქართული კრიმინალური ბანდების თარეშის შესახებ. იგივე ხდება შვედეთშიც. ამ საკითხის აქტუალურობა თვითონ შვედეთში მიმდინარე პოლიტიკური დისკუსიებით არის განპირობებული. დამიჯერეთ, ქართული კრიმინალური ბანდების პრობლემა ევროკავშირში არა გვაქვს. ყველაფერი სპეკულაციაა და იმ მიმდინარე პოლიტიკური რიტორიკის ნაწილი, რომელსაც ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის მინისტრი ან ევროკომისიის წარმომადგენელი მიმართავს ხოლმე. თუ რატომ - სიმართლე გითხრათ, ცალსახა პასუხი არა მაქვს. ის, რომ საფრანგეთის შს მინისტრმა მცდარი განცხადება გააკეთა შარშან, ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ ევროკომისიაში დღემდე ძველ სტატისტიკებზე, სტერეოტიპებსა და საგაზეთო მასალებზე დაყრდნობით აკეთებენ დასკვნებს. ვიმეორებ, ევროკავშირში ქართული კრიმინალური ბანდები არ თარეშობენ", - განაგრძობს , ლატვიელ ევროპარლამენტარი.
"საქართველო უდავოდ უსაფრთხო ქვეყანაა. ჩემი ქვეყნის, ლატვიის მაგალითს მოვიყვან - ოცამდე თავშესაფრის მაძიებელი გვყავს საქართველოდან, მაგრამ მათი უმრავლესობა ოკუპირებული ტერიტორიებიდანაა. ამ ხალხმა დაკარგა სახლი, ლტოლვილები არიან. ამიტომ ვაძლევთ თავშესაფარს. ცდილობენ, ლატვიელი საზოგადოების ნაწილი გახდნენ, ჩემი ქვეყანა კი მათ ეხმარება. გვაქვს ასოცირების შეთანხმების სამოქმედო გეგმა, რომელიც ყოველი სამი წლის განმავლობაში განახლდება. ნოემბერში ევროპარლამენტში განვიხილავთ ანგარიშს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ. მომზადება მე მევალება. დაგასწრებთ პასუხს კითხვაზე, როდის გახდება თქვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრი და გეტყვით, რომ ინტეგრაცია ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდება. ჩვენ ვიცით ევროკომისიის მოქმედი პრეზიდენტის, ჟან კლოდ იუნკერის პოზიცია - სანამ მისი ვადა არ ამოიწურება, გაფართოება არ იქნება. 2019 წელს ახალი კომისია გვეყოლება და ვიცით, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროპული პერსპექტივა რეალურია", - დასძენს ევროპარლამენტის მომხსენებელი და შეკითხვაზე - "შემდეგი რიგში ჩვენ ვიქნებით?" - პასუხობს:
"მე ვერ ვიტყვი ევროპარლამენტის ან ევროკავშირის სახელით, ქართველებო, 2020 წელს ევროკავშირის წევრები გახდებით-მეთქი, მაგრამ ეს რეალური მიზანია მომავალი 10-15 წლისთვის. ჩემი მიზანი და ოცნებაა საქართველო პოლიტიკური თვალსაზრისითაც ევროკავშირის ოფიციალურ შემადგენელ ნაწილად იქცეს".
უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა დეკანოზი მამალაძე?
"პატიმრობაში მყოფ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ახალი დამცველი გამოუჩნდა. სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დეკანოზის საკითხზე პატრიარქს რამდენიმე დღის წინ შეხვდა. გვარამიას თქმით, პატრიარქთან მისი შეხვედრა "ორმხრივი სურვილი" იყო. თუმცა, როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, უწმინდესთან შეხვედრა გვამარიამ ითხოვა და შუამავლობა მიტროპოლიტმა ვახტანგმა გასწია, რასაც მიტროტოლიტთან ერთად ილია მეორეც ადასტურებს. "მე წავიკითხე საპატრიარქოს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ შეხვედრა შედგა ჩემი მოთხოვნით, კონკრეტული სამღვდელო პირის შუამავლობით. ჯერ ერთი, მე არსად არ მითქვამს, რომ "პატრიარქმა დამიბარა". ეს იყო საერთო სურვილი. მე არავისთვის არ მითხოვია, გინდა თუ არა, უნდა მიმიღო-მეთქი", - განაცხადა გვარამიამ. გარდა ამისა, როგორც გვარამია ამბობს, შეხვედრისას უწმინდესს განუცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტთან აპირებს მისვლას, რათა დეკანოზის შეწყალებაზე ესაუბროს - "პატრიარქს ვუთხარი, რომ ვაპირებდი პრეზიდენტთან მისვლას და საუბარს დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით. სხვათა შორის, მან მკითხა: "ხომ არ იცი, ამდენი ხანი რატომ არ არის შეწყალებული დეკანოზი". ვუთხარი, რომ არ მქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, მაგრამ ვაპირებდი ამაზე საუბარს პრეზიდენტთან", - ამბობს გვარამია", - მიმართავს გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს კითხვით - უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე?
"ჯერ ერთი, გვარამიამ რაც ილაპარაკა, ეს ერთი მხარის აზრი და სურვილი იყო. მაგრამ, გვარამიას არ უთქვამს, რომ პატრიარქი თუნდაც მის ერთ ფრაზას დაეთანხმა. ჩემთვის დეტალები მამალაძისა და გვარამიას საუბრისა აბსოლუტურად უცნობია. თუნდაც ერთი ფაქტი რომ ეთქვა - ეს მითხრა დეკანოზმაო, მაშინ შეიძლებოდა, ადამიანი დაეჭვებულიყო გვარამიას ან მამალაძის სიმართლეში. მაშ, რისთვის, რა საბუთებით მიდის პრეზიდენტთან გვარამია? მხოლოდ იმ საბუთით ხომ არა, რომ ჩვენი პრეზიდენტი, ნებსით თუ უნებლიეთ, ზოგ რამეში "ნაცმოძრაობას" თანაუგრძნობს და ეს აშკარად ჩანს? ვხედავ, რომ საქართველოს ხელისუფლება და მთავრობა არ ჰყავს. ამ დროს თუ მარგველაშვილმა მართლა შეიწყალა მამალაძე, ეს იქნება გვარამიასა და პრეზიდენტის ხუშტური და თუ ქვეყანას ისინი სიმართლეს არ გააგებინებენ, არ შედგება თავიდან სასამართლო და სამართლიან ვერდიქტს არ გამოიტანს, კიდევ ერთხელ დავიჯერებ, რომ მაიმუნები ვართ და მაიმუნების სამეფოში ვცხოვრობთ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მწერალი რეზო მიშველაძე.
"თუ უდანაშაულოა, არამცთუ უნდა შეიწყალონ, არამედ არც უნდა დაეპატიმრებინათ და ბოდიშიც უნდა მოუხადონ. არც ვიცი, ამ თვეებს რა შეწყალება გამოისყიდის. ხშირ შემთხვევაში, პრეზიდენტი დამნაშავეებსაც იწყალებს. ამიტომ, თუ იმ ბრალდებაში დამნაშავეა, რაც წაუყენეს, მაშინ მარგველაშვილმა უნდა გადაწყვიტოს. ყველაფერი იქით მიდის, რომ ტყუილი და შეთითხნილი ამბავია. ძალიან დიდ ტრაგედიასთან გვაქვს საქმე, რომელიც თამაშდება. მთელი ქვეყნისთვის სიმართლეა მთავარი. მოსახლეობა ისეთი დაბნეული ვართ, რომ აღარ ვიცით, ვის ვენდოთ. თავის ქმედებებში ეკლესიაც თუ საეჭვოა და შიგნით რაღაც საშინელებები ხდება, მაშინ უბრალო ადამიანებს რა უნდა მოგვკითხონ?! დავღუპულვართ და ეგაა!", - დაასკვნის მომღერალი ირმა სოხაძე.
"დღეს ძალიან აქტუალური და რთული თემაა. საქმეში რაღაც ნიუანსები არის, რომლებიც საზოგადოებისთვის გამჭვირვალე არ არის. შესაბამისად, პროცესი რაც უფრო გამჭვირვალე იქნებოდა, მით უფრო კარგია ყველასთვის, მათ შორის - ეკლესიისთვის, საერო პირებისთვის, ხელისუფლებისთვის და ა.შ. პროცესი გამჭვირვალედ არ წავიდა. შესაბამისად, პროცესი, რომელიც გამჭვირვალედ არ მიდის, უკვე დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ამიტომ, საზოგადოების პასუხი იქნება, რომ უნდა შეიწყალოს, რადგან ჩვენ პირდაპირი მტკიცებულება ვერ ვნახეთ, რომ მამალაძე ამას აპირებდა. შეიძლება, რაღაც სხვა ნაწილში მამალაძეს დანაშაულები აქვს, არ ვიცი, მაგრამ კონკრეტულ დანაშაულში გამჭვირვალე მტკიცებულებები ვერ დაიდო. ამიტომ, ალბათ, პრეზიდენტი შეწყალებაზე წავა. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, მის პრეროგატივად დარჩება", - მიიჩნევს პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი.
"არ ვიცი, დეკანოზის საქმეზე რა და როგორ ხდება. თუ პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ რაიმე საშინელება არ აქვს ჩადენილი, რატომაც არ უნდა შეიწყალოს?!", - ამბობს მსახიობი გია ბურჯანაძე.
"არ ვიცი. პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა. შეწყალება პრეზიდენტის უფლებაა, მაგრამ გამართლებული რამდენად იქნება, ვერ გეტყვით, რადგან სასამართლო პროცესებს თვალყურს არ ვადევნებდი და საქმეში რა მტკიცებულებები იყო, არ ვიცი. პრინციპში, სასულიერო პირის ციხეში ჯდომა გამართლებული არ არის", - დასძენს იურისტი ქეთი ბექაური.
"იუსტიციის სამინისტრო კანონს უხეშად არღვევს!"
"საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების მიხედვით, ყველა საჯარო სტრუქტურა ვალდებულია, ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, პასუხი გასცეს დაუყოვნებლივ, ან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადისა. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა ითვლება კანონის დარღვევად. უცნაურია, მაგრამ, როგორც ჩანს, კანონის აღსრულება პრიორიტეტს არ წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროსთვის, უწყებისთვის, რომელიც ფორმალურად ქვეყანაში სამართლებრივი წესრიგის ერთ-ერთი მთავარი გარანტია. იუსტიციის სამინისტროსგან ოფიციალური ინფორმაციის მიღების პრობლემა აქვთ როგორც მედიასაშუალებებს, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით "იუსტიციის სამინისტრო კანონს უხეშად არღვევს!" / "ბოლო სამი წელია, იუსტიციის სამინისტრო და მას დაქვემდებარებული ქვესტრუქტურები დახურულ სივრცედ იქცა".
"მაგალითად, "ბიზნესპრესნიუსმა" 15-16 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სერვისების განვითარების სააგენტოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა. გავიდა ერთი თვე, თუმცა იუსტიციის სამინისტროსგან პასუხი არ მიუღია. ეს სამინისტრო რომ დახურულ სტრუქტურად იქცა, სამოქალაქო სექტორი ამაზე დიდი ხანია ლაპარაკობს. არასამთავრობო ორგანიზაცია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანგარიშის მიხედვით, ბოლო სამი წელია იუსტიციის სამინისტროსა და მას დაქვემდებარებული სსიპ-ებიდან საჯარო ინფორმაციის მიღება გართულდა: "ბოლო სამი წელია იუსტიციის სამინისტრო და მას დაქვემდებარებული ქვესტრუქტურები დახურულ სივრცედ იქცა. არადა, ლაპარაკია საჯარო, სახელმწიფო უწყებაზე, რომელსაც უნდა ჰქონდეს ანგარიშვალდებულების მინიმალური შეგრძნება, და თუ ეს პასუხისმგებლობის უნარ-ჩვევები არა აქვს, კანონის მოთხოვნებს მაინც უნდა ემორჩილებოდეს. ჩვენი ყოველწლიური კვლევები მოწმობს, რომ იუსტიციის სამინისტროს საზოგადოების წინაშე არც პასუხისმგებლობისა და არც ანგარიშვალდებულების განცდა არა აქვს და კანონის აღსრულებაზეც უარს ამბობს", - ამბობს IDFI-ის ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი გოგა თუშურაშვილი, რომლის თქმით, უფრო ზუსტად, იუსტიციის სამინისტრო უხეშად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას!" - აღნიშნავს გამოცემა.
"2016 წელს იუსტიციის სამინისტრო ყველაზე დახურულ საჯარო უწყებად დავასახელეთ, მასთან ერთად ყველაზე დახურულ სისტემად დასახელდა სამინისტროს თერთმეტივე ქვესტრუქტურა, რადგან ყველა საჯარო მოთხოვნა იგნორირებული იყო - ფაქტობრივად, ვერც ერთ ინფორმაციაზე პასუხი ვერ მივიღეთ", - აცხადებს გოგა თუშურაშვილი და შეკითხვაზე - "როდესაც საჯარო უწყება უარს ამბობს კანონმდებლობით დადგენილი ნორმის შესრულებაზე, რა სამართლებრივი გზა რჩება საჯარო ინფორმაციის მისაღებად და აუცილებელია თუ არა, დადგეს კონკრეტული მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობის საკითხი?" - პასუხობს:
"როდესაც სამი წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციას ვერ იღებ, ერთადერთი გზა სასამართლოა. IDFI-მ შეიტანა იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი, გვქონდა სამართლებრივი დავები გაუმჭვირვალე სისტემასთან და სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა. დავის მოგების შემდეგ იუსტიციის სამინისტრო იძულებული შეიქნა, გაეცა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილება დაგვიანებით აღასრულა..."
"კერძოდ, 2017 წლის თებერვალში გამოთხოვილ ინფორმაციაზე პასუხი 8 დეკემბრისთვის გამოგზავნეს. ისიც იცით, რატომ? მოგეხსენებათ, ყოველწლიურად საჯარო უწყებები ვალდებული არიან, ანგარიში წარუდგინონ პარლამენტს, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ. ანგარიშში დეტალურად უნდა იყოს ასახული სტატისტიკაც, როგორ გასცემდნენ ისინი საჯარო ინფორმაციას წლის განმავლობაში. როგორც ჩანს, სამინისტრომ იფიქრა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და უპასუხო წერილები არ იქნებოდა მათთვის მომგებიანი, მით უმეტეს, რომ გაუმჭვირვალე სისტემასთან არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ჰქონდა პრეტენზია, ამიტომაც გამოგვიგზავნეს პასუხი ანგარიშის გადაგზავნამდე ორი დღით ადრე. დასანანია, რომ ლაპარაკია უწყებაზე, რომელიც არა მხოლოდ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით უნდა გამოირჩეოდეს, კანონის უზენაესობის, სამართლებრივი პროცედურების დაცვის მაგალითსა და გარანტს უნდა წარმოადგენდეს", - დასძენს რესპონდენტი.
Normal 0 ruseTTan dakavSirebuli 15 idumalebiT moculi sikvdili britaneTSi “skripalis saqmis” skandalis Semdeg londonma Riad daiwyo moskovis dadanaSauleba da ruseTis specsamsaxurebis TviTnebobaze saubari. ufro metic, wina wlebSi britaneTis teritoriaze momxdari 14 saeWvo gardacvaleba-mkvlelobaze ruseTis kvalis dadgenac daaanonsa da am siaSi 2008 wels londonSi moulodnelad gardacvlili badri patarkaciSvilic Seiyvanes. qarTveli politologebis TqmiT, es yvelaferi saqarTvelosTvisac damafiqrebelia, radgan rodesac britaneTSi aseTi masStaburi operaciis Catareba SeuZliaT rusul specsamsaxurebs, aravin viciT, ramdenad aqtiuria rusuli agentura saqarTveloSi da ramxela safrTxis winaSe dgas qveynis usafrTxoeba”, - wers gazeTi “rezonansi” statiaSi saTauriT ruseTTan dakavSirebuli 15 idumalebiT moculi sikvdili britaneTSi / britaneTis policia badri patarkaciSvilis gardacvalebis garemoebebis xelaxla Seswavlas iwyebs. “rodesac gvesmis evropaSi, msoflioSi ra doneze ereva Sida politikaSi ruseTi da ra operaciebs atarebs, am dros araferi viciT, saqarTveloSi ras akeTebs kremli am mimarTulebiT. warmoudgenelia, rom aSS-Si, axal zelandiaSi, avstraliaSi xalxi Sewuxebuli iyos rusuli specsamsaxurebis aqtiurobiT da CvenTan amis Taobaze saerTod araferi ismodes es Zalian damafiqrebelia. rac es xelisufleba movida, arc gvsmenia, rom ruseTis specsamsaxurebTan kavSiris gamo vinme daekavebinoT”, - acxadebs “saqarTvelos politikis institutis” damfuZnebeli korneli kakaCia. “skripalis saqme” londonisTvis moTminebis bolo wveTi aRmoCnda, rom ruseTis saxelmwifosa da uSualod ruseTis prezidentis misamarTiT mkacri braldebebi gaexmovanebina. ruseTis “gru”-s yofili oficris, sergei skripalisa da misi qaliSvilis, iulias mowamvlis Semdeg londonSi aseve gardacvlili ipoves badri patarkaciSvilisa da boris berezovskis megobari biznesmeni nikolai gluSkovi da policiam daadastura, rom is ZaRlis sayeluriT daaxrCves”, - aRniSnavs gamocema. “gluSkovma britaneTSi politikuri TavSesafari mas Semdeg moiTxova da miiRo, rac ruseTSi mis winaaRmdeg TaRliTobis braldebiT saqme aRZres. gasul wels is ruseTSi dauswreblad gaasamarTles da “aeroflotis” Tanxebis, 122 milioni dolaris miTvisebis braldebiT 8 wliT patimroba miusajes. 2006 wlidan dRemde es uve me-15 SemTxvevaa, rodesac britaneTSi ruseTis xelisuflebasTan dapirispirebuli adamianebis saeWvo viTarebaSi gardacvaleba Tu burusiT moculi mkvleloba xdeba. “skripalis saqmis” Semdeg britaneTis parlamentis deputatebma qveynis Ss saministrosac mimarTes, rom xelmeored, saguldagulod gamoiZion britaneTSi momxdari es “moulodneli da saeWvo sikvdili”, romlebzec maSin gamoZiebam verc erT SemTxvevaSi rusuli kvali ver daamtkica, magram aSS-is specsamsaxurebi am yvela saeWvo “gardacvalebas” ruseTis saxelmwifos ukavSireben. gardacvlilTagan umetesoba biznesmen boris berezovskis an ruseTis uSiSroebis yofili TanamSromlis, aleqsandre litvinenkos axlobeli iyo. ruseTis specsamsaxurebis pirveli operacia 2006 wels litvinenkos mowamvla iyo. gasuli wlebis 14 “saeWvo gardacvalebebs” Soris erT-erTi 2008 wlis TebervalSi londonSi gardacvlil qarTvel biznesmen badri patarkaciSvilis saqmecaa”, - ganagrZobs gamocema. “patarkaciSvili boris berezovskis uaxloesi megobari da saqmiani partniori iyo. 2001 wlis ivnisSi ruseTis genprokuraturam patarkaciSvili da misi organizacia “aeroflotis” generaluri direqtoris, nikolai gluSkovis cixidan gaqcevaSi daadanaSaula da patarkaciSvilze saerTaSoriso Zebna gamoacxada. garda wina wlebis 14 saeWvo sikvdilisa, londonma gaavrcela videorgoli ruseTis mier Cadenil danaSaulebze, romlebic iwyeboda litvinenkos mowamvliT da aseve naxsenebi iyo 2008 wlis agvistos omi da yirimis aneqsiac. ratom dumda amdeni weli londoni, Tuki raRac eWvi arsebobda, rom ruseTi maT teritoriaze atarebda specoperacia-mkvlelobebs? korneli kakaCias TqmiT, rogorc wesi, specsamsaxurebis mier dagegmil mkvlelobebisas kvali naklebad rCeba da rames mtkiceba Zalian rTulia. aseve miiCneoda, rom es iyo calkeuli SemTxvevebi da ara - ruseTis saxelmwifos mizanmimarTuli politika. Tumca, bolo wlebSi ruseTma Zalian bevri mimarTulebiT daarRvia saerTaSoriso samarTlis normebi, Zalian bevri qveynis Sida politikaSi Carevis aSkara faqtebic gamJRavnda, amitomac ruseTi ukve miiCneva evropuli usafrTxoebis safrTxed da “skripalis saqmemac” amitom gamoiwvia aseTi didi rezonansi”, - dasZens gamocema. “wlebis win, imave litvinenkos mkvlelobis dros, ruseTi ar figurirebda, rogorc evropuli usafrTxoebis raRac safrTxe. sabWoTa kavSiris daSlis Semdeg dasavleTSi ruseTidan safrTxes ise seriozulad ar ganixilavdnen. amitom SesaZloa, adre viRacam CaTvala, rom litvinenkos SemTxveva, romelic hgavda ruseTis specsamsaxurebis qmedebas, mainc erTi ganyenebuli SemTxveva iyo. Semdeg iyo saqarTveloSi SemoWra da CaTvales, rom saqarTvelos bralic iyo raRac. magram Semdeg rom igive ganmeorda yirimSi, Semdeg iyo kiberusafrTxoebis problemebi, Semdeg aSS-Si gaaqtiurdnen da iyo arCevnebSi Careva, aseve evropaSic memarjvene-populistebis mxardaWera, ukve evropuli saxelmwifoebi mixvdnen, rom es aris ruseTis konkretuli mizanmimarTuli politika da ara - SemTxveviTi faqtebi. axla ukve yvela faqts erTmaneTs ukavSireben da cdiloben ganixilon, rogorc erTiani rusuli politika, romlis mizania, daqsaqsos da daasustos dasavleTi”, - acxadebs gamocemis korespondentTan saubrisas korneli kakaCia. “Zalian gulubryviloebi unda viyoT, gvegonos, rom ruseTi saqarTveloSi ar aqtiurobs. piriqiT, - viciT, rom postsabWoTa sivrce kremlisTvis sasicocxlo mniSvnelobisaa da aq ormagi energiiT iqneba CarTuli. miT umetes, rom saqarTveloSi agenturasTan muSaoba misTvis bevrad ufro martivia igive istoriuli da geografiuli kavSirebis gamo. ukrainaSi ramdeni operacia Caatares da am dros saqarTveloSi erTic ar aRmouCeniaT. es xom warmoudgenelia?! saqarTvelom an moaduna yuradReba am kuTxiT, an icis, magram ruseTTan urTierTobis gamwvavebas erideba, albaT, sanam raRac didi tragedia ar momxdara. orive SemTxvevaSi erovnuli usafrTxoebisTvis es Zalian saxifaToa da es sakiTxi sazogadoebis samsjavroze unda gamovides. Tanac, aseve iTqva, rom ruseTis specsamsaxurebis xelSi ukve aRmoCnda qarTveli samxedroebis sia da amis gamo ramdenime samxedros problemebic Seeqmna. Cven rusul “rbil Zalasac” bolomde gavuReT kari imave televiziebiT da ar viciT, ra informacia aqvs da ras akeTebs moskovi. ruseTs saqarTvelosadmi politika ar Seucvlia da yvelaferi SeiZleba maSin Semogvitrialos, rodesac ar velodebiT. riskebi arsebobs da amaze unda isaubron profesionalebma da saxelmwifo struqturis warmomadgenlebma, romlebic duman”, - dasZens kakaCia. “damijereT, qarTuli kriminaluri bandebis problema evrokavSirSi ara gvaqvs” evrokavSirTan uvizo reJimze miTqma-moTqma ar wydeba. jer kidev problemaa organizebuli danaSaulisa da TavSesafris mTxovnelTa ricxvis zrda. germaniis Ss ministris SeSfoTeba ar damcxraliyo, rodesac SvedeTis Ss ministrma ganacxada, Cveni cixeebi Cveni aramzadebisTvis gvWirdebao. gvemuqreba Tu ara uvizo reJimis SeCerebis meqanizmis amoqmedeba da ra wvlili Seaqvs am yvelaferSi politikur interesebs, “kviris palitra” evroparlamentis momxsenebels, latviel evroparlamentar andreis mamikinss eqskluziurad esaubra”, - wers gazeTi “kviris palitra” statiaSi saTauriT “damijereT, qarTuli kriminaluri bandebis problema evrokavSirSi ara gvaqvs” / “me ver vityvi evroparlamentis an evrokavSiris saxeliT, qarTvelebo, 2020 wels evrokavSiris wevrebi gaxdebiT-meTqi, magram es realuri mizania momavali 10-15 wlisTvis“ “evrokavSirTan uvizo reJimis ZalaSi Sesvla umniSvnelovanesi gadawyvetileba iyo rogorc qarTvelebisTvis, aseve evroparlamentis, evrokavSirisa da zogadad, evropelebisTvis. am xnis ganmavlobaSi mxolod asiode qarTvels uTxres evrokavSirSi Sesvlaze uari. vfiqrob, uvizo reJimma gaamarTla, imitom, rom qarTvelebsa da evropelebs Soris arsebobs rogorc kulturuli siaxlove, aseve ekonomikuri kavSirebi. uamravma qarTvelma moiara evropuli qveynebi, maT Soris, Cemi qveyana, latvia. ase rom, uvizo reJimi kargad muSaobs... is ramdenime qveyana germania, SvedeTi da safrangeTia, romelTa ukmayofileba qarTvelebiT Zveli istoriaa. jer kidev maSin, rodesac evrokavSiris sabWoSi vizaliberalizaciis sakiTxs ganvixilavdiT, safrangeTis Sinagan da sagareo saqmeTa ministrebis pozicia aseTi iyo - evrokavSirSi uamravi qarTuli kriminaluri dajgufebaa. sruli pasuxismgeblobiT vacxadeb, rom es tyuilia da SemiZlia giTxraT, ratom...” - acxadebs gamocemis korespondentTan saubrisas andreis mamikinsi. “pirvel rigSi, isini Zvel statistikas iyeneben da meore, am statistikas qarTuli gvarebis mixedviT Tvlian. anu Zalian didi nawili im pirebisa, romlebsac qarTuli gvari aqvT da frangebi qarTvel kriminalebad Tvlian, ruseTis moqalaqeebi arian. uvizo reJimi Cven saqarTvelos moqalaqeebTan SemoviReT da ara ruseTis moqalaqeebTan. amas daumateT gvaris Secvlis praqtika da mixvdebiT, ramdenad “gabuqebulia” istoria evrokavSirSi qarTuli kriminaluri bandebis TareSis Sesaxeb. igive xdeba SvedeTSic. am sakiTxis aqtualuroba TviTon SvedeTSi mimdinare politikuri diskusiebiT aris ganpirobebuli. damijereT, qarTuli kriminaluri bandebis problema evrokavSirSi ara gvaqvs. yvelaferi spekulaciaa da im mimdinare politikuri ritorikis nawili, romelsac evrokavSiris zogierTi qveynis ministri an evrokomisiis warmomadgeneli mimarTavs xolme. Tu ratom - simarTle giTxraT, calsaxa pasuxi ara maqvs. is, rom safrangeTis Ss ministrma mcdari gancxadeba gaakeTa SarSan, faqtia. isic faqtia, rom evrokomisiaSi dRemde Zvel statistikebze, stereotipebsa da sagazeTo masalebze dayrdnobiT akeTeben daskvnebs. vimeoreb, evrokavSirSi qarTuli kriminaluri bandebi ar TareSoben”, - ganagrZobs , latviel evroparlamentari. “saqarTvelo udavod usafrTxo qveyanaa. Cemi qveynis, latviis magaliTs moviyvan - ocamde TavSesafris maZiebeli gvyavs saqarTvelodan, magram maTi umravlesoba okupirebuli teritoriebidanaa. am xalxma dakarga saxli, ltolvilebi arian. amitom vaZlevT TavSesafars. cdiloben, latvieli sazogadoebis nawili gaxdnen, Cemi qveyana ki maT exmareba. gvaqvs asocirebis SeTanxmebis samoqmedo gegma, romelic yoveli sami wlis ganmavlobaSi ganaxldeba. noemberSi evroparlamentSi ganvixilavT angariSs asocirebis xelSekrulebis Sesrulebis Sesaxeb. momzadeba me mevaleba. dagaswrebT pasuxs kiTxvaze, rodis gaxdeba Tqveni qveyana evrokavSiris wevri da getyviT, rom integracia nabij-nabij moxdeba. Cven viciT evrokomisiis moqmedi prezidentis, Jan klod iunkeris pozicia - sanam misi vada ar amoiwureba, gafarToeba ar iqneba. 2019 wels axali komisia gveyoleba da viciT, rom dasavleT balkaneTis qveynebis evropuli perspeqtiva realuria”, - dasZens evroparlamentis momxsenebeli da SekiTxvaze - “Semdegi rigSi Cven viqnebiT?” - pasuxobs: “me ver vityvi evroparlamentis an evrokavSiris saxeliT, qarTvelebo, 2020 wels evrokavSiris wevrebi gaxdebiT-meTqi, magram es realuri mizania momavali 10-15 wlisTvis. Cemi mizani da ocnebaa saqarTvelo politikuri TvalsazrisiTac evrokavSiris oficialur Semadgenel nawilad iqces”. unda Seiwyalos Tu ara prezidentma dekanozi mamalaZe? “patimrobaSi myof dekanoz giorgi mamalaZes axali damcveli gamouCnda. samauwyeblo kompania “rusTavi 2”-is generaluri direqtori nika gvaramia dekanozis sakiTxze patriarqs ramdenime dRis win Sexvda. gvaramias TqmiT, patriarqTan misi Sexvedra “ormxrivi survili” iyo. Tumca, rogorc sapatriarqos gancxadebaSia naTqvami, uwmindesTan Sexvedra gvamariam iTxova da Suamavloba mitropolitma vaxtangma gaswia, rasac mitrotolitTan erTad ilia meorec adasturebs. “me wavikiTxe sapatriarqos gancxadeba, sadac aRniSnulia, rom Sexvedra Sedga Cemi moTxovniT, konkretuli samRvdelo piris SuamavlobiT. jer erTi, me arsad ar miTqvams, rom “patriarqma damibara”. es iyo saerTo survili. me aravisTvis ar miTxovia, ginda Tu ara, unda mimiRo-meTqi”, - ganacxada gvaramiam. garda amisa, rogorc gvaramia ambobs, Sexvedrisas uwmindess ganucxada, rom qveynis prezidentTan apirebs misvlas, raTa dekanozis Sewyalebaze esaubros - “patriarqs vuTxari, rom vapirebdi prezidentTan misvlas da saubars dekanoz mamalaZis SewyalebasTan dakavSirebiT. sxvaTa Soris, man mkiTxa: “xom ar ici, amdeni xani ratom ar aris Sewyalebuli dekanozi”. vuTxari, rom ar mqonda amasTan dakavSirebiT informacia, magram vapirebdi amaze saubars prezidentTan”, - ambobs gvaramia”, - mimarTavs gazeTi “rezonansi” sazogadoebis warmomadgenlebs kiTxviT - unda Seiwyalos Tu ara prezidentma dekanozi giorgi mamalaZe? “jer erTi, gvaramiam rac ilaparaka, es erTi mxaris azri da survili iyo. magram, gvaramias ar uTqvams, rom patriarqi Tundac mis erT frazas daeTanxma. CemTvis detalebi mamalaZisa da gvaramias saubrisa absoluturad ucnobia. Tundac erTi faqti rom eTqva - es miTxra dekanozmao, maSin SeiZleboda, adamiani daeWvebuliyo gvaramias an mamalaZis simarTleSi. maS, risTvis, ra sabuTebiT midis prezidentTan gvaramia? mxolod im sabuTiT xom ara, rom Cveni prezidenti, nebsiT Tu uneblieT, zog rameSi “nacmoZraobas” TanaugrZnobs da es aSkarad Cans? vxedav, rom saqarTvelos xelisufleba da mTavroba ar hyavs. am dros Tu margvelaSvilma marTla Seiwyala mamalaZe, es iqneba gvaramiasa da prezidentis xuSturi da Tu qveyanas isini simarTles ar gaagebineben, ar Sedgeba Tavidan sasamarTlo da samarTlian verdiqts ar gamoitans, kidev erTxel davijereb, rom maimunebi varT da maimunebis samefoSi vcxovrobT”, - acxadebs gamocemis korespondentTan saubrisas mwerali rezo miSvelaZe. “Tu udanaSauloa, aramcTu unda Seiwyalon, aramed arc unda daepatimrebinaT da bodiSic unda mouxadon. arc vici, am Tveebs ra Sewyaleba gamoisyidis. xSir SemTxvevaSi, prezidenti damnaSaveebsac iwyalebs. amitom, Tu im braldebaSi damnaSavea, rac wauyenes, maSin margvelaSvilma unda gadawyvitos. yvelaferi iqiT midis, rom tyuili da SeTiTxnili ambavia. Zalian did tragediasTan gvaqvs saqme, romelic TamaSdeba. mTeli qveynisTvis simarTlea mTavari. mosaxleoba iseTi dabneuli varT, rom aRar viciT, vis vendoT. Tavis qmedebebSi eklesiac Tu saeWvoa da SigniT raRac saSinelebebi xdeba, maSin ubralo adamianebs ra unda mogvkiTxon?! davRupulvarT da egaa!”, - daaskvnis momRerali irma soxaZe. “dRes Zalian aqtualuri da rTuli Temaa. saqmeSi raRac niuansebi aris, romlebic sazogadoebisTvis gamWvirvale ar aris. Sesabamisad, procesi rac ufro gamWvirvale iqneboda, miT ufro kargia yvelasTvis, maT Soris - eklesiisTvis, saero pirebisTvis, xelisuflebisTvis da a.S. procesi gamWvirvaled ar wavida. Sesabamisad, procesi, romelic gamWvirvaled ar midis, ukve dgeba kiTxvis niSnis qveS. amitom, sazogadoebis pasuxi iqneba, rom unda Seiwyalos, radgan Cven pirdapiri mtkicebuleba ver vnaxeT, rom mamalaZe amas apirebda. SeiZleba, raRac sxva nawilSi mamalaZes danaSaulebi aqvs, ar vici, magram konkretul danaSaulSi gamWvirvale mtkicebulebebi ver daido. amitom, albaT, prezidenti Sewyalebaze wava. Tumca es, ra Tqma unda, mis prerogativad darCeba”, - miiCnevs publicisti Tako Carkviani. “ar vici, dekanozis saqmeze ra da rogor xdeba. Tu prezidenti darwmunebulia, rom raime saSineleba ar aqvs Cadenili, ratomac ar unda Seiwyalos?!”, - ambobs msaxiobi gia burjanaZe. “ar vici. prezidentis gadasawyvetia, Seiwyalebs Tu ara. Sewyaleba prezidentis uflebaa, magram gamarTlebuli ramdenad iqneba, ver getyviT, radgan sasamarTlo procesebs Tvalyurs ar vadevnebdi da saqmeSi ra mtkicebulebebi iyo, ar vici. principSi, sasuliero piris cixeSi jdoma gamarTlebuli ar aris”, - dasZens iuristi qeTi beqauri. “iusticiis saministro kanons uxeSad arRvevs!” “saqarTvelos samoqalaqo kodeqsis 37-e da me-40 muxlebis mixedviT, yvela sajaro struqtura valdebulia, informaciis moTxovnis SemTxvevaSi, pasuxi gasces dauyovnebliv, an ara ugvianes 10 samuSao dRis vadisa. am moTxovnebis Seusrulebloba iTvleba kanonis darRvevad. ucnauria, magram, rogorc Cans, kanonis aRsruleba prioritets ar warmoadgens iusticiis saministrosTvis, uwyebisTvis, romelic formalurad qveyanaSi samarTlebrivi wesrigis erT-erTi mTavari garantia. iusticiis saministrosgan oficialuri informaciis miRebis problema aqvT rogorc mediasaSualebebs, ise arasamTavrobo organizaciebs”, - wers gazeTi “kviris palitra” statiaSi saTauriT “iusticiis saministro kanons uxeSad arRvevs!” / “bolo sami welia, iusticiis saministro da mas daqvemdebarebuli qvestruqturebi daxurul sivrced iqca”. “magaliTad, “biznespresniusma” 15-16 Tebervals sajaro reestris erovnul saagentos, servisebis ganviTarebis saagentosa da aRsrulebis erovnul biuros sajaro informaciis gamoTxovis mizniT mimarTa. gavida erTi Tve, Tumca iusticiis saministrosgan pasuxi ar miuRia. es saministro rom daxurul struqturad iqca, samoqalaqo seqtori amaze didi xania laparakobs. arasamTavrobo organizacia informaciis Tavisuflebis ganviTarebis institutis (IDFI) angariSis mixedviT, bolo sami welia iusticiis saministrosa da mas daqvemdebarebuli ssip-ebidan sajaro informaciis miReba garTulda: “bolo sami welia iusticiis saministro da mas daqvemdebarebuli qvestruqturebi daxurul sivrced iqca. arada, laparakia sajaro, saxelmwifo uwyebaze, romelsac unda hqondes angariSvaldebulebis minimaluri SegrZneba, da Tu es pasuxismgeblobis unar-Cvevebi ara aqvs, kanonis moTxovnebs mainc unda emorCilebodes. Cveni yovelwliuri kvlevebi mowmobs, rom iusticiis saministros sazogadoebis winaSe arc pasuxismgeblobisa da arc angariSvaldebulebis gancda ara aqvs da kanonis aRsrulebazec uars ambobs”, - ambobs IDFI-is ekonomikisa da socialuri politikis kvleviTi mimarTulebis xelmZRvaneli goga TuSuraSvili, romlis TqmiT, ufro zustad, iusticiis saministro uxeSad arRvevs saqarTvelos kanonmdeblobas!” - aRniSnavs gamocema. “2016 wels iusticiis saministro yvelaze daxurul sajaro uwyebad davasaxeleT, masTan erTad yvelaze daxurul sistemad dasaxelda saministros TerTmetive qvestruqtura, radgan yvela sajaro moTxovna ignorirebuli iyo - faqtobrivad, verc erT informaciaze pasuxi ver miviReT”, - acxadebs goga TuSuraSvili da SekiTxvaze - “rodesac sajaro uwyeba uars ambobs kanonmdeblobiT dadgenili normis Sesrulebaze, ra samarTlebrivi gza rCeba sajaro informaciis misaRebad da aucilebelia Tu ara, dadges konkretuli maRalCinosnis pasuxismgeblobis sakiTxi?” - pasuxobs: “rodesac sami wlis ganmavlobaSi sajaro informacias ver iReb, erTaderTi gza sasamarTloa. IDFI-m Seitana iusticiis saministros winaaRmdeg sarCeli, gvqonda samarTlebrivi davebi gaumWvirvale sistemasTan da sasamarTlom sarCeli daakmayofila. davis mogebis Semdeg iusticiis saministro iZulebuli Seiqna, gaeca moTxovnili sajaro informacia, Tumca mosamarTlis gadawyvetileba dagvianebiT aRasrula...” “kerZod, 2017 wlis TebervalSi gamoTxovil informaciaze pasuxi 8 dekembrisTvis gamogzavnes. isic iciT, ratom? mogexsenebaT, yovelwliurad sajaro uwyebebi valdebuli arian, angariSi warudginon parlaments, prezidentsa da premier-ministrs informaciis Tavisuflebis Sesaxeb. angariSSi detalurad unda iyos asaxuli statistikac, rogor gascemdnen isini sajaro informacias wlis ganmavlobaSi. rogorc Cans, saministrom ifiqra, rom sasamarTlos gadawyvetilebis Seusrulebloba da upasuxo werilebi ar iqneboda maTTvis momgebiani, miT umetes, rom gaumWvirvale sistemasTan araerT arasamTavrobo organizacias hqonda pretenzia, amitomac gamogvigzavnes pasuxi angariSis gadagzavnamde ori dRiT adre. dasanania, rom laparakia uwyebaze, romelic ara mxolod gamWvirvalobis maRali xarisxiT unda gamoirCeodes, kanonis uzenaesobis, samarTlebrivi procedurebis dacvis magaliTsa da garants unda warmoadgendes”, - dasZens respondenti.

























