ტეხასის შტატის დედაქალაქ ოსტინში აფეთქებებში ეჭვმიტანილმა თავი აიფეთქა, - ამის შესახებ „როიტერსი“იუწყება.
ოსტინის პოლიციის უფროსის, ბრაიან მენლის თქმით, პოლიციამ ეჭვმიტანილი ოსტინში, ერთ-ერთ სასტუმროსთან შეამჩნია. მას შემდეგ, რაც პოლიციის თანამშრომლები დაედევნენ, ეჭვმიტანილი გაიქცა და თავი აიფეთქა.
აფეთქებების სერია, რომელშიც ეჭვმიტანილს ბრალი ედებოდა, მიმდინარე თვის განმავლობაში მოხდა. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
პირველ შემთხვევაში სახლების შესასვლელში დატოვებული ამანათები აფეთქდა, რამდენიმე დღის შემდეგ კი კი FedEx-ის განაწილების ობიექტზე მოხდა ორი აფეთქება.