საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ვარკეთილის მეტროს ინციდენტის გამოძიება უახლოეს დღეებში დასრულდება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ვარკეთილის მეტროს ინციდენტის გამოძიება უახლოეს დღეებში დასრულდება. ამის შესახებ ტყემალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. ტყემალაძემ თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსს სერგო ბირკაძეს მოსთხოვა დაზუსტება, უკავშირდება თუ არა მერიიდან 4 პირის გათავისუფლება აღნიშნულ ინციდენტს.

საკითხის დაზუსტებას ითხოვდა საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ინფორმაციის გამოთხოვის მიუხედავად, ვერ მიიღო პასუხი რა საფუძვლით გათავისუფლდა მერიის 4 თანამშრომელი. მისივე ინფორმაციით, საჯარო ინფორმაციის მიწოდების ვადები დარღვეულია.

"მეც მაინტერესებს ეს ინფორმაცია და შევუერთდები ლევან ხაბეიშვილის მოთხოვნას. მოვისმინეთ თბილისის მერის პასუხი, რომ უახლოეს დღეებში დასრულდება ვარკეთილის მეტროს გამოძიების საკითხი. გვითხარით, თუ უკავშირდება ეს საკითხი გამოძიების დასრულებას, თუ არა, იმედს ვიტოვებ, რომ მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება, დეტალურ ინფორმაციას მოგვაწვდით გათავისუფლებებთან დაკავშირებით. ხშირად არ ხდება, რომ ჩემი და ლევანის სურვილები ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა ეს არის ის საკითხი, რაც გვაინტერესებს", - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ.

მეტროს სადგურ „ვარკეთილში“ 2018 წლის 30 იანვარს ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო