ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ დირექტორის შვილი დანაშაულს არ აღიარებს

ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისთვის დაკავებული შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ დირექტორის შვილი ირაკლი ქორიძე დანაშაულს არ აღიარებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისი ინტერესების დამცველმა სალომე ჯანიაშვილმა განუცხადა, საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, ერთი ჩვენების გარდა, რომელიც ქორიძის მიერ დანაშაულის ჩადენას ამტკიცებს. ადვოკატის თქმით, ეს ჩვენება ჯაბა ხულორდავას მიერაა მიცემული, რომელიც ასევე ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გადმოზიდვის ბრალდებითაა მსჯავრდებული.

„რა თქმა უნდა, არ აღიარებს დანაშაულს. მივიდა, მოწმის სახით ჩვენება მისცა გამოძიებას თავისივე საქმეზე და ერთი წლის წინ მიცემული ჩვენებით ახლა დაიჭირეს. ის არც გიორგანაშვილის და არც ხულორდავას საქმეებზე არაა დაკითხული, მაშინ როდესაც გიორგანაშვილს სთხოვდნენ ქორიძეზე ინფორმაციებს. საქმეში ხულორდავას ჩვენების გარდა, არანაირი მტკიცებულება არ დევს, რომელიც მას ერთი წლის წინ აქვს მიცემული გამოძიებისთვის“, - განაცხადა ადვოკატმა.

სალომე ჯანიაშვილის თქმით, საქმეში ბევრი შეუთავსებულობაა, მათ შორის ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ქორიძეს ვისთან ერთადაც ნარკოტიკული საშუალებების გადმოზიდვას ედავებიან, ის ადამიანი სასჯელს ნარკოტიკების მარტო გადაზიდვისთვის იხდის.

„ყველაზე დიდი აბსურდია ის, რომ ხულორდავა საჯელს იხდის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-შემოტანისთვის, რომ მარტომ შემოიტანა ნარკოტიკული საშუალებები. ის კი იძახის, რომ ქორიძესთან და გიორგანაშვილთან ერთად შემოვიტანეო, მაგრამ ის გაასამართლეს მარტო შემოტანის გამო. სადაა აქ ლოგიკური ჯაჭვი? ამ ყველაფერის ფონზე, ქორიძეს აკავებენ ხულორდავასთან ერთად ნარკოტიკების შემოტანისთვის?!“ - განაცხადა ჯანიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ გასულ წელს თურქეთიდან რეანიმობილით უკანონოდ შემოტანილი დაახლოებით 900 აბი ნარკოტიკული საშუალების საქმის ორგანიზატორი დააკავა. აღნიშნულ საქმეში გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) ფიგურირებდა. შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების შემოტანას ორგანიზებას შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელის შვილი ი.ქ. უკეთებდა და ნარკოტიკული საშუალებების საზღვარზე გადმოტანისთვის რეანომობილებს იყენებდა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს