ადვოკატებმა ზვიად დევდარიანის მობილური ტელეფონი ექსპერტიზის ბიუროში მიიტანეს

სატელეფონო, „ფეისბუქ მესენჯერის“, „ვაიბერის“ თუ ტელეფონში არსებული სხვა საკომუნიკაციო აპლიკაციით განხორციელებული მიმოწერების აღდგენის მიზნით, სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული „სიდას“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის ზვიად დევდარიანის მობილური ექსპერტიზის ბიუროში წარადგინეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დევდარიანის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ განუცხადა, იმისთვის, რომ არ მოხდეს მიმოწერის ფალსიფიცირება, კონკრეტულ პერიოდში კონკრეტული პირების მიმართ განხორციელებული კომუნიკაცია უნდა აღდგეს.

„კონკრეტულ პირებთან მიმოწერის აღდგენას ვითხოვთ იმ სადაო პერიოდში, რაზეც ეს პირები ამბობენ, რომ მოხდა სექსუალური შევიწროების შემცველი წერილების გაგზავნა. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ გვინდა დადგინდეს სიმართლე და არ მოხდეს ამ მიმოწერის ფალსიფიცირება.

ჩვენ ჩავაბარეთ ტელეფონი, თუმცა საუბარი არ არის მხოლოდ სატელეფონო მიმოწერის აღდგენაზე. აქ ასევე საუბარია, მიმოწერებზე, რომელიც განხორციელდა ტელეფონში არსებული სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით - „ფეისბუქ მესენჯერი“ იქნება, „ვაიბერი“ თუ სხვა“, - განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ, რომლის ინფორმაციითაც, ექსპერტიზის პასუხი 10 სამუშაო დღეში იქნება.

ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით საჯაროდ გამოთქმულ ბრალდებებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. თავად დევდარიანი აცხადებს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები სიცრუეა, რის გასაქარწყლებლადაც ის სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას აპირებს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს