შუახევის მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარდება

შუახევის მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარდება

19 აპრილს შუახევის ჰოსპიტალში ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალიდან მოწვეული სპეციალისტები უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შუახევის ჰოსპიტალში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე პაციენტებს მიიღებენ: კარდიოლოგი, კარდიოექოსკოპისტი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, ანგიოქირურგი, უროლოგი, გინეკოლოგი, რადიოლოგი, ტრავმატოლოგი, ნევროლოგი, ნეიროქირურგი, ზოგადი ქირურგი და ოჯახის ექიმი.

ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო კონსულტაციებთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, ინსტრუმენტალური და ლაბორატორიული კვლევები უფასოდ ჩაუტარდებათ.