დოდო აფრასიძე - სიმართლე არის ის, რომ გია ბარამიძე არის მკვლელი, სისხლისმსმელი და ყაჩაღი

სიმართლე არის ის, რომ გია ბარამიძე არის მკვლელი, სისხლისმსმელი და ყაჩაღი, - ამის შესახებ დოდო აფრასიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსის“ ეთერში განაცხადა.

აფრასიძემ გადაცემაში იმ დროს დარეკა, როცა ეთერში სტუმრად სწორედ შს ყოფილი მინისტრი, გია ბარამიძე იმყოფებოდა. “სიმართლე არის ის, რომ გია ბარამიძე არის მკვლელი, სისხლისმსმელი და ყაჩაღი. თუ რამეს როშავს, ყველაფერი არის თვითონ. რცხვენოდეს მას, ასეთ ტყუილებს რომ ლაპარაკობს. ვინ დაგვიყაჩაღებია, საერთოდ სვანეთში არ იყვნენ ჩემი ბიჭები ლტოლვილებს ჩემი მეუღლე რომ ეხმარებოდა. ჩავიდნენ და ნახონ, ჰკითხონ ხალხს, რამე ცუდი თუ გაგვიკეთებია ვინმესთვის. რას ლაპარაკობს, თვითონ არ იცის ამ არაადამიანმა. კუბდარების საჭმელად მოდიოდა იქ“, - განაცხადა აფრასიძემ.

გია ბარამიძის თქმით, აფრასიძეების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ სვანეთი გათავისუფლდა და აყვავდა. მისი თქმით, მოსახლეობა დატერორებული იყო და ადამიანებს აფრასიძეების ნებართვის გარეშე სვანეთში სტუმარიც კი ვერ აჰყავდათ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება