გია ვოლსკი - საერთაშორისო თანამეგობრობა გვიყურებს, როგორც ერთ მთელ ორგანიზმს, რომელიც ჯერ არ ჩამოყალიბებულა, როგორც სახელმწიფო და ამის ერთ–ერთი განმაპირობებელია პრეზიდენტის ინსტიტუტის მავნებლობა

საერთაშორისო თანამეგობრობა გვიყურებს, როგორც ერთ მთელ ორგანიზმს, რომელიც ჯერ არ დამწიფებულა და არ ჩამოყალიბებულა, როგორც სახელმწიფო და ამის ერთ–ერთი განმაპირობებელია პრეზიდენტის ინსტიტუტის მავნებლობა, - ამის შესახებ საპარლამენტო მიმართვისას, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დღეს მომხდარი მოვლენები ყველა ზღვარს სცილდება და წუხილს გამოთქვამს, რომ წლების წინ საზოგადოებას მარგველაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა.

„რაც აქ მოხდა, მგონია, რომ ყოველგვარ ზღვარს სცილდება. სამწუხაროა რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ იმ ხარისხის დებატების გამართვა, რომლის წინაპირობა უნდა მოეცა პრეზიდენტ მარგველაშვილს. სამწუხაროა, რომ სამწუხაროდ ვიგონებ იმ პერიოდს, როდესაც სოფელ-სოფელ დავდიოდი და მარგველაშვილის კანდიდატურას წარვუდგენდი საზოგადოებას. სამწუხაროა ის შეცდომები, რომელიც დაუშვა პრეზიდენტმა, მაგრამ არავინ იცის ჩვენ ერთმანეთთან რა ურთიერთობა გაგვაჩნია. საერთაშორისო თანამეგობრობა გვიყურებს, როგორც ერთ მთელ ორგანიზმს, რომელიც ჯერ არ დამწიფებულა და არ ჩამოყალიბებულა, როგორც სახელმწიფო და ამის ერთ–ერთი განმაპირობებელია პრეზიდენტის ინსტიტუტის მავნებლობა. სამწუხაროა, რომ დღეს ამ სიტყვების თქმა მიხდება ამ ტრიბუნიდან“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია