არჩილ თალაკვაძე - ქვეყანაში, სადაც ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი არ აღემატება 4 ათას დოლარს, ყველა მოქალაქე ვერ იქნება კმაყოფილი კეთილდღეობის დონით, რომელიც ქვეყანაშია

ქვეყანაში, სადაც ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი არ აღემატება 4 ათას დოლარს, ყველა მოქალაქე ვერ იქნება კმაყოფილი იმ დოვლათით და კეთილდღეობის დონით, რომელიც ქვეყანაშია; პრეზიდენტს ეს კარგად ესმის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, პრეზიდენტის განცხადებები რეალობას აცილებულია. „როდესაც პრეზიდენტი საუბრობდა ეკონომიკაზე, მან თქვა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი ინდექსი - მაცივარი, რომლითაც ფასდება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. რა თქმა უნდა, მას ძალიან კარგად ესმის, რომ ქვეყანას, სადაც ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი არ აღემატება 4 ათას დოლარს, ყველა მოქალაქე ვერ იქნება კმაყოფილი იმ დოვლათით და კეთილდღეობის დონით, რომელიც ქვეყანაშია. მას ეს კარგად ესმის. მაგრამ სამწუხაროდ, გაკეთდა ძალიან ზედაპირული შეფასებები დასაქმების პროცესთან, ეკონომიკურ პროცესთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ ზუსტად ის გუნდი, რომელიც არ ვართ კმაყოფილი იმით, რაც გაკეთდა და კიდევ უფრო მეტის გაკეთება გვსურს. ამიტომ ეს რეფორმები არის დაანონსებული და მიდის. თუმცა გაუგებარია, რატომ მოახდინა პრეზიდენტმა ერთი ხელის მოსმით იმ დასაქმების, ეკონომიკის, “აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში განხორციელებული პროექტების იგნორირება, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში სახეზეა და სახეზეა ეკონომიკური აქტივობაც?! საჯარო სექტორში კი არ საქმდება უფრო მეტი ადამიანი, საჯარო სექტორში შემცირდა ადმინისტრაციული და მთავრობის ხარჯები და იზრდება დასაქმების მაჩვენებელი კერძო სექტორში. ბევრი ადამიანი ელოდება დასაქმებას, მაგრამ ის, რაც პრეზიდენტმა თქვა, აცილებულია რეალობას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია