ზვიად ძიძიგური - როცა დებატებზე განსხვავებული აზრის გამო პარლამენტს დატოვებ, ეს ნამდვილად არ არის იმის დაფიქსირება, რომ ინსტიტუციებს პატივს სცემ

ძალიან ცუდი სანახავია გაქცეული პრეზიდენტი, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

“გვინახავს გაქცეული პრეზიდენტი სხვადასხვა სიტუაციებში, სხვადასხვა კადრებში. საქართველოში ყოველთვის იცვლება დამოკიდებულება მთავარი პერსონის მიმართ, როდესაც ის გარბის. როცა თვითმფრინავის შეგეშინდება და გაიქცევი, მაშინ არ ხარ სიმპათიური და კარგი სანახავი და როცა დებატებზე განსხვავებული აზრის გამო პარლამენტს დატოვებ, ეს ნამდვილად არ არის იმის დაფიქსირება, რომ ინსტიტუციებს პატივს სცემ“, - განაცხადა ძიძიგურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა არ გაიზიარა გიორგი მარგველაშვილის შეთავაზება დებატების ფორმატის კორექტორებისა და დეპუტატების საპასუხოდ დისკუსიაში ჩართვის შესახებ, პრეზიდენტმა პარლამენტი დატოვა.

პოლიტიკური დებატები გიორგი მარგველაშვილის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს