ზვიად ძიძიგური - მინდა ვკითხო პრეზიდენტს, რატომ შეიწყალა 55 ნარკორეალიზატორი

მინდა ვკითხო პრეზიდენტს, რატომ შეიწყალა 55 ნარკორეალიზატორი? - აღნიშნული კითხვა პრეზიდენტის მისამართით პარლამენტის ტრიბუნიდან ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა დასვა.

მან ხაზგასმით განაცხადა, რომ მთელს მსოფლიოში მიღებულია, რომ “ადამიანის სიკვდილით მოვაჭრეების“ მიმართ ძალიან მკაცრი კანონმდებლობა მოქმედებს.

“პატიმართა შეწყალება არის პრეზიდენტის უფლება და ვისთან მიმართებითაც უნდა, ამ უფლებას გამოიყენებს. ამ მიმართულებით სამართლებრივ დავას არავითარი აზრი არა აქვს. მე მხოლოდ ერთი რამ მინდა ვიკითხო, რატომ ხდება, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პრეზიდენტმა 55 ნარკორეალიზატორი შეიწყალა? მაინტერესებს პრეზიდენტისგან ამ კითხვაზე პასუხი. ეს რომ ერთი ან ორი შემთხვევა ყოფილიყო, ამას გავიგებდი, მაგრამ 55 ასეთი შემთხვევა კანონზომიერებას ნიშნავს. იმედი მაქვს, პრეზიდენტი პასუხს გასცემს კითხვას, რატომ მიიღო მან ასეთი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

პარლამენტის პლენარული სხდომაზე პოლიტიკური დებატები პრეზიდენტ მარგველაშვილის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს