ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ გაწეული ხარჯები ფუფუნების შექმნისკენ არის მიმართული

პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ გაწეული ხარჯები ფუფუნების შექმნისკენ არის მიმართული, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძემ ყურადღება პრეზიდენტის მივლინებებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მან 2016 წელს საგარეო მივლინებებზე იმაზე მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე საქართველოს პარლამენტმა.

“არსებულ სისტემაში, როცა პრეზიდენტს პოლიტიკური და აღმასრულებელი ფუნქციები არ აქვს მინიჭებული, პრეზიდენტი საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს. სამწუხაროდ, გიორგი მარგველაშვილმა ვერც ეს მისია შეასრულა. ამისთვის ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ის განუზომელი ხარჯები, რომელსაც გიორგი მარგველაშვილი მთელი ამ წლების განმავლობაში სწევს. ამ ხარჯების გაწევა არსებითად არის მიმართული იქითკენ, რომ ფუფუნება შეიქმნას, რაც არის ძალიან შემაშფოთებელი და სამწუხარო მოვლენა. მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელს, წლის განმავლობაში საგარეო მივლინებებზე იმაზე მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე საქართველოს პარლამენტმა. წარმოიდგინეთ, ერთი პოლიტიკოსი 200-მდე თანამშრომლით ხარჯავს იმაზე მეტს, ვიდრე საქართველოს პარლამენტი 150 პოლიტიკოსითა და 700-მდე თანამშრომლით. დავინტერესდი, როგორ შეიძლება გიორგი მარგველაშვილს ასეთი მაჩვენებელი მიეღო. ვნახე, რომ მაგალითად სასტუმროში საქართველოს პრეზიდენტი ხარჯავს ოთხჯერ, ხუთჯერ და ზოგჯერ შვიდჯერ მეტს, ვიდრე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან ნებისმიერი დეპუტატი. ეს არის აბსოლუტურად შემაშფოთებელი და მიუღებელი, მით უფრო იმ სოციალური ფონისა და ეკონომიკური რესურსების გათვალისწინებით, რაც ქვეყანას აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და პრეზიდენტს მოუწოდა, ფულის ხარჯვაში პარლამენტს მიბაძოს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში