ირაკლი კობახიძე - ამ ხუთწლიანი მოღვაწეობიდან ვერ გავიხსენებთ ვერც ერთ კონკრეტულ ეპიზოდს, სადაც პრეზიდენტი გამაერთიანებლის როლში გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის თანახმად, თუნდაც სიმბოლურად, კონსტიტუციის და ინსტიტუტების გარანტია, არ უნდა ამბობდეს აფხაზეთს და ოსეთს, როდესაც ის საუბრობს ცხინვალის რეგიონზე, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი მოვლენა, - ამის  შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ამ ხუთწლიანი საქმიანობიდან, მოღვაწეობიდან ვერ გავიხსენებთ ვერც ერთ კონკრეტულ ეპიზოდს, სადაც პრეზიდენტი გამაერთიანებლის როლში გამოვიდა“.

„თუმცა, ამის საპირისპიროდ იყო არაერთი გამოსვლა, როდესაც პრეზიდენტი იყო გაყოფის, გათიშვის და დაპირისპირების ინიციატორი, რაც არის ძალიან ნიშანდობლივი თვისება პრეზიდენტისა, ამ ხუთწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში და ესეც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა საბოლოო ჯამში ოპოზიციის პრეზიდენტი და ბოლო მოვლენებში, რომელიც შეწყალებასთან იყო დაკავშირებული, მან თვითიზოლაცია მოახდინა კონკრეტული ოპოზიციური პარტიებისგანაც და გიორგი მარგველაშვილი რეალურად დარჩა „ნაციონალური მოძრაობის“ და „პატრიოტთა ალიანსის“ პრეზიდენტად, რაც ასევე ძალიან სამწუხარო მოვლენაა“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მარგველაშვილის მოღვაწობის სამწუხარო მოვლენა იყო ე.წ. კინკლაობა და დღესაც მისი მოქმედება იყო ამ სამწუხარო პრაქტიკის კიდევ ერთი გაგრძელება.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია