ირაკლი კობახიძე - ამ წლების განმავლობაში პრეზიდენტი მუდმივად უპირისპირდებოდა კონკრეტულ ინსტიტუტებს, პარლამენტს, ცდილობდა მუდმივად ზიანი მიეყენებინა სასამართლო ხელისუფლებისათვის

ამ წლების განმავლობაში პრეზიდენტი მუდმივად უპირისპირდებოდა კონკრეტულ ინსტიტუტებს, მათ შორის საქართველოს პარლამენტს, ცდილობდა მუდმივად ზიანი მიეყენებინა სასამართლო ხელისუფლებისათვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ წლების განმავლობაში პრეზიდენტი მუდმივად უპირისპირდებოდა კონკრეტულ ინსტიტუტებს, მათ შორის საქართველოს პარლამენტს და განსაკუთრებით ეს გამოიკვეთა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში. „ასევე, უპირისპირდებოდა სასამართლო ხელისუფლებას. პრეზიდენტი ცდილობდა მუდმივად ზიანი მიეყენებინა სასამართლო ხელისუფლებისათვის. დღესაც ჩვენ მოვისმინეთ არაობიექტური დასკვნები სასამართლოსთან დაკავშირებით. როდესაც საუბრობ გამოწვევებზე და ჩვენც ვსაუბრობთ ამაზე, რადგან ბევრი რამ გამოსასწორებელია, ამ დროს არ უნდა დაგავიწყდეს ის პროგრესი, რომელიც ქვეყანამ განიცადა 2012 წლის შემდეგ. ეს პროგრესი არის გამოხატული ძალიან მკაფიოდ, კონკრეტული სტატისტიკით. მაგალითად, 2012 წლის შემდეგ გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკა არის გაზრდილი 83%-ით. ეს არის იმ რეფორმების, პოლიტიკური ცვლილებების და გარდატეხის დამსახურება, რომელიც განახორციელა „ქართულმა ოცნებამ“; 39%-ით შემცირდა პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი; 26%-ით შემცირდა საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით წარდგენილი შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი; შემცირდა გირაოს შეფარდების მაჩვენებლი და ძალიან რადიკალური ციფრები გვაქვს - 28 მილიონი იყო პრაქტიკა და 600 ათასამდეა შემცირებული. წარმოიდგინეთ, რამხელა დრამატულ ცვლილებაზე გვაქვს ჩვენ საუბარი სასამართლოს შიგნით. 79%-ით შემცირდა ჯარიმების ოდენობა - 91 მილიონიდან 11 მილიონამდე. სასამართლო იყო რეკეტის ინსტრუმენტი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და ეს სისტემა რადიკალურად შეიცვალა. 3-ჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობების მაჩვენებელი და ეს მოხდა საკადრო წმენდის გარეშე სასამართლო სისტემაში. წმენდა არის ის, რაც ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს. ძალიან მტკივნეული იყო გარკვეული საკადრო გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა, ჩვენ ავირჩიეთ მტკივნეული, მაგრამ სწორი გზა და საბოლოოდ ჩვენ მოვახერხეთ სისტემის გაჯანსაღება იმ პრინციპებზე დაფუძნებით, რომელიც მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მას არ უკვირს, საიდან გამომდინარეობს Freedom House-ს დასკვნები სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, რადგან Freedom House-ის დასკვნით 2011 წლის შემდეგ სასამართლოში თურმე გაუარესებული ვითარებაა.

„თურმე, ადეიშვილის სასამართლოს, მის კონტროლს დაქვემდებარებულ სასამართლოს არათუ არ ჯობია ახლანდელი სისტემა, არამედ გაუარესებული ყოფილა. ასეთი დასკვნები გამომდინარეობს იმ არაობიექტური შეფასებებიდან, რომელიც იგზავნება საქართველოდან არაობიექტური შემფასებელების მხრიდან, მათ შორის მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები და მათ შორის არის საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. რა თქმა უნდა, კრიტიკა მნიშვნელოვანია დემოკრატიულ სისტემაში, თუმცა კრიტიკა ობიექტური და საფუძვლიანი უნდა იყოს“, - განაცხადა კობახიძემ.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს