ირაკლი კობახიძე - იმ სოციალურ ფონს, რომელიც ჩამოყალიბებულია სუსტი ეკონომიკიდან გამომდინარე, პრეზიდენტი იყენებს ბოროტად სპეკულირებისთვის

იმ სოციალურ ფონს, რომელიც ჩამოყალიბებულია სუსტი ეკონომიკიდან გამომდინარე, პრეზიდენტი იყენებს ბოროტად სპეკულირებისთვის, რაც ძალიან ცუდი მოვლენაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

პრეზიდენტის არაობიექტურობაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარე შეეხო ეკონომიკური მაჩვენებლების არსებულ სტატისტიკას და აღნიშნა, რომ „თბილისში, 2012 წლის შემდეგ, 2,5-ჯერ არის გაზრდილი ავტომობილების რაოდენობა და ბუნებრივია, რომ ავტომობილის შეძენა შეუძლებელია, თუ ეკონომიკური ზრდა და შემოსავლების ზრდა არ არის მოსახლეობაში“.

„ასევე, 2012 წლის შემდეგ 100 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა მაჩვენებელი. ადამიანები იხდიან 71%-ით მეტ საშემოსავლო გადასახადს, ვიდრე ისინი იხდიდნენ 2012 წელს, აქაც გვაქვს შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირებული. ეს ნიშნავს იმას, რომ თითქმის 6 მილიარდით არის გაზრდილი ფიზიკური პირების დასაბეგრი შემოსავლები. ეს უნდა იცოდეს საქართველოს პრეზიდენტმა, თუმცა ის იმ სოციალურ ფონს, რომელიც ჩამოყალიბებულია სუსტი ეკონომიკიდან გამომდინარე, იყენებს ბოროტად სპეკულირებისთვის, რაც ძალიან ცუდი მოვლენაა“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება სიღარიბის სრულად აღმოფხვრას“.

კობახიძის თქმით, პრეზიდენტის კრიტიკა რომ საფუძველს იყო მოკლებული, ამის საუკეთესო მაგალითი განათლების სისტემაზე გაკეთებული მისი განცხადება იყო დღევანდელი გამოსვლიდან. „პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 2013 წლის შემდეგ არაფერი გაკეთებულა ამ სისტემაში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 74%-ით გაიზარდა დაფინანსება 2013 წლის შემდეგ განათლების სისტემაში. მეცნიერთა ხელფასები გაიზარდა 2,5-ჯერ. სამეცნიერო კვლევების დაფინანსება გაიზარდა 52%-ით, კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა 33%-დან 56%-მდე.

უმჯობესდება ინფრასტრუქტურა, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო, ამერიკელი და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით. არაფერი გაკეთებულა განათლების სისტემაში - ეს გამონათქვამი არის ილუსტრაცია იმისა, თუ რამდენად არაობიექტური და მიკერძოებული იყო გიორგი მარგველაშვილი თავის გამოსვლაში“, - განაცხადა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში