ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდში 38 წლის მამაკაცი დანით დაჭრეს. ის ამჟამად ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და შესაბამის მკურნალობას გადის.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ჰოსპიტალში განუცხადეს, პაციენტს გულ-მკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა აღენიშნება.
"პაციენტი შემოიყვანეს შოკურ მდგომარეობაში. მას გულ-მკერდის არეში აღენიშნებოდა რამდენიმე ჭრილობა, მათ შორის გულშემღწევი ჭრილობები, ამიტომ გადაყვანილია საოპერაციოში სასიცოცხლო ნიშნებით. ამ წუთებში უტარდება ოპერაცია", - აცხადებენ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში.
შს სამინისტროში გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარებს აქტიური საგამოძიოებო მოქმედებები დამნაშავის დასაკავებლად.

























