კაფე „გალერი“ მუშაობას განაახლებს

კაფე „გალერი“ მუშაობას განაახლებს, - აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კაფეს ლუქი მოხსნილი აქვს.

არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებიდან გამომდინარე ამ ეტაპისთვის, სავარაუდოდ, არ არსებობდა იმის საჭიროება, რომ კაფე ‘“გალერი“ კვლავ დალუქული ყოფილიყო.

რაც შეეხება კლუბ „ბასიანს“, ის ამ დრომდე დახურულია.

12 მაისს, კაფე „გალერიში“ და კლუბ „ბასიანში“ შსს-მ საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარა, რის შემდეგაც კლუბები დროებით დაიხურა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 8 ნარკორეალიზატორია დაკავებული.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ავტორიტარიზმს ვერ ეგუება, მაგრამ, დემოკრატიულად მართვის სისტემის შექმნის არც უნარი და არც ნება ჯერ არ აღმოაჩნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა