ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს ჩვენებას ერთ-ერთი ბრალდებული მისცემს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, დღეს სასამართლოს ჩვენებას ერთ-ერთი ბრალდებული მისცემს. მისი დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში უნდა დაიწყოს. როგორც ჟურნალისტებს ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოს დამაჯერებელ და ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის იმაზე, თუ რა მოვლენები განვითარდა 2017 წლის 1-ელ დეკემბერს.

"დღევანდელ სხდომაზე დასრულდება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. დღეს დაიკითხება არასრულწლოვანი ბრალდებული, რომელიც ისაუბრებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიწყო ხორავას ქუჩაზე კონფლიქტი, როგორ გაგრძელდა, ასევე ისაუბრებს სხვადასხვა პირებზე, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით იყვნენ ჩართულები კონფლიქტში. მიმაჩნია, რომ ბრალდებულის ჩვენება იქნება აბსოლუტურად დამაჯერებელი, დეტალური და სასამართლოს ექნება ყველანაირი საფუძველი იმისა, რათა გაიზიაროს ეს ჩვენება. მოწმე ისაუბრებს იმ ახალ დეტალებზე, რომელზე აქამდე არც ერთ მოწმეს არ უსაუბრია. კერძოდ, დეტალურად მიაწვდის სასამართლოს იმ ინფორმაციას, თუ რა მოვლენები განვითარდა ხორავას ქუჩიდან წამოსვლის შემდეგ და მისი გადამალვისას, ვინ დააორგანიზა ეს ყველაფერი და ა.შ.", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

ადვოკატი ასევე არ გამორიცხავს, რომ ბრალდების მხარე სასამართლოში დასკვნითი სიტყვით დღესვე წარსდგეს.

"გამორიცხული არაა დღეს ჩვენ მოვისმინოთ ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა, ხვალინდელ სხდომაზე კი უკვე დაცვის მხარე წარსდება დასკვნითი სიტყვით, სადაც დაცვის მხარე დეტალურად მიმოვიხილავთ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. დარწმუნებული ვართ, წარმატებით შევძლებთ დავადასტუროთ, რომ ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა და საგამოძიებო ორგანომ არ გამოიძია აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე სწორად და ობიექტურად", - განაცხადა კაკაბაძემ.

მან ასევე სასამართლოში გამოკვლეულ ექსპერტიზის დასკვნაზეც ისაუბრა, რომელიც პროცესზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა წარადგინა.

"სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ექსპერტიზის დასკვნა, ასევე დაკითხული იქნა ორი ექსპერტი. ორივემ კატეგორიულად დაადასტურა, რომ დავით სარალიძის დაჭრაში მონაწილეობდა არაერთი სხვადასხვა იარაღი, მათ შორის დანები და სხვა იარაღები. საგამოძიებო ორგანო კი მიუხედავად უტყუარი მტკიცებულებებისა, რომელიც წარდგენილი იყო სასამართლოში, მაინც იმ აზრზე რჩება, რომ საქმეში არსებული ორი დანითაა მიყენებული ჭრილობები", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა