ეროვნულ საშენ მეურნეობაში ენდემური სახეობის ფრინველები გამოიჩეკა

ეროვნულ საშენ მეურნეობაში 2 000 ხოხბის წიწილა და 300 ფრთა კაკაბის ლაპი გამოიჩეკა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ეროვნულ საშენ მეურნეობაში ენდემური ველური ფაუნის ადგილობრივი სახეობების მოშენება 2016 წლიდან ხდება. ახლახანს მეურნეობაში 2 000 ხოხბის წიწილა და 300 ფრთა კაკაბის ლაპი გამოიჩეკა.

გარეულ ფრინველთა ორნიტოფაუნა 2017 წელს აშენდა; მოეწყო ბუნებასთან ინტეგრირებული ვოლიერები და საინკუბატორო საწიწილე ნაგებობები. დღეისათვის, მეურნეობაში 700 ფრთა კაკაბი, 100 ფრთა კოლხური ხოხობი და 20 ფრთა ე.წ. ლურჯი ფრინველი“ ანუ ხონთქრის ქათამი ბინადრობს.

კაკაბი საქართველოში მეჩხერი ბუჩქნარით დაფარული მთების ფერდობებზე, მთისწინებიდან ალპურ ზონამდე ბინადრობს.

ხონთქრის ქათმის დიდი პოპულაცია კუმისისა და ჟანდარის ტბების მიმდებარედ, ჭარბ ტენიან ადგილებში, ასევე, ლაგოდეხსა და კოლხეთის დაბლობზე იყო გავრცელებული. დღეისათვის, ხონთქრის ქათმის პოპულაცია აღმოსავლეთ საქართველოში, პრაქტიკულად, განადგურებულია. სწორედ ამიტომ, ბუნებაში აღდგენის მიზნით, ეროვნულ საშენ მეურნეობაში ხონთქრის ქათმის, იგივე პორფირიონის „ლურჯი ფრინველი" სახეობის მოშენება დაიწყო.

რაც შეხება კოლხურ ხოხობს, ის საქართველოს ენდემური სახეობაა. ბინადრობს ჭალის ტყეებში, მცენარეეებით მდიდარი წყალსატევების სანაპირო დაბლობებზე, ზღვის დონიდან 850 მ-მდე. სამწუხაროდ, კოლხური ხოხბის პოპულაცია დღითი დღე მცირდება.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026