ალეკო ელისაშვილი - მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ანა დოლიძე უნდა დაინიშნოს

დედაქალაქის საკრებულოს ყოფილი წევრი ალექსანდრე ელისაშვილი მთავარი პროკურორის პოსტზე ანა დოლიძის დანიშვნას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით ელისაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ განცხადებას აქვეყნებს.
„ხელისუფლების მხრიდან ვითარების განმუხტვისა და ადეკვატურობის დემონსტრირებისათვის აუცილებელია, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე პრინციპული, საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი ადამიანის მხარდაჭერა. მე პირადად, ასეთ მოქალაქედ და პროფესიონალად მიმაჩნია ანა დოლიძე.
ვისურვებდი, რომ ანას კანდიდატურას რუსთაველზე შეკრებილმა და ზოგადად ამ ვითარებით აღშფოთებულმა ნებისმიერმა ადამიანმა - პოლიტიკოსმა თუ არაპოლიტიკოსმა დაუჭიროს მხარი. ანა დოლიძე - მთავარ პროკურორად! ახალი მთავარი პროკურორის დამტკიცება უნდა მოხდეს უმოკლეს ვადებში“, - წერს ალექსანდრე ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

























