ეკა ბესელია ბელგიის სამეფოს ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი და დელეგაციის სხვა წევრები, უსაფრთხოების სამსახურების საზედამხედველო პროცედურების გაცნობის მიზნით, ბრიუსელში ვიზიტით იმყოფებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, დელეგაციის წევრებისთვის ბელგიის სამეფოს, ფედერაციული პარლამენტის, წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ, ზიგფრიდ ბრაკემ მიღება გამართა, რის შემდეგაც იგი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას და იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს, ალექსანდრე ბარამიძეს შეხვდა.

ქართულმა მხარემ ზიგფრიდ ბრაკეს გააცნო საქართველოში არსებული ვითარება, ხელისუფლების მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები. საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ბელგიის სადაზვერვო სააგენტოს ზედამხედველობის მუდმივმოქმედ კომიტეტსა და საპარლამენტო მონიტორინგის კომიტეტში. დელეგაციის წევრები, ასევე, შეხვდნენ გენერალური დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საფრთხის შეფასების კოორდინაციის სამმართველოს წარმომადგენლებს.

ვიზიტის მიზნები იყო: ბელგიის ზედამხედველობის ორგანოების საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა, ინსპექტირების ზედამხედველობის ჩატარების პროცედურებისა და სპეციფიკის გაცნობა, პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერების და სამუშაო პროცესის კოორდინირების საკითხების შესწავლა და ასევე, ზედამხედველობის ორგანოებისა და სხვა უწყებებს შორის თანამშრომლობის პროცესის გაცნობა.

დელეგაციის წევრები ბრიუსელში ვიზიტით გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს