პროექტი ,,თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ გრძელდება

თბილისის საკრებულოში შემეცნებით-კულტურული პროექტის ,,თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ ფარგლებში, ღონისძიება ,,მტკვარი-თბილისის უტყვი მემატიანე“ გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, აღნიშნული პროექტი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მარიკა დარჩიას ინიციატივით, სხვადასხვა ისტორიით ყოველი თვის პირველ შაბათს იმართება.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, მარიკა დარჩიამ საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, აღნიშნული თემით დაინტერესებულ სტუმრებს უმასპინძლა.

მისი განმარტებით, პროექტის მიზანი ყველა მსურველისთვის თბილისის ისტორიის გაცნობაა.

,,ეს შეხვედრები საზოგადოებისთვის თბილისის ისტორიის ნაკლებად ცნობილი ფაქტების გაცნობას ემსახურება. პროექტში ისტორიკოსები, არქიტექტორები, ხელოვანები, პოლიტიკოსები და ჩვენი დედაქალაქის ისტორიის მცოდნე ადამიანები ჩაერთვებიან, რომლებიც მოწვეულ სტუმრებს თვითმმართველობის განვითარების ეტაპებზე მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდიან. ამდენად, მომხსენებლებს ჩვენ ყოველთვის გულისყურით ვარჩევთ ხოლმე’’,- აღნიშნა მარიკა დარჩიამ.

დღესვე, თამარ მეფის სახელობის დარბაზში თბილისში მცხოვრები ბანგლადეშელი მხატვრის- მიმო სუკხის ნამუშევრები გამოიფინა.

ღონისძიების დასასრულს, დამსწრე საზოგადოებას ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა, ეთნოლოგმა, თამილა ცაგარეიშვილმა სიტყვით მიმართა მოხსენება წაიკითხა.

საკრებულოს ინფორმაციით, პროექტი ,,თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ ისევ გაგრძელდება.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს