აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა მანუჩარ კაციტაძემ თანამდებობა დატოვა

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა მანუჩარ კაციტაძემ თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ განუცხადა.

როგორც კუპატაძემ აღნიშნა, მანუჩარ კაციტაძე სამსახურეობრივ საქმიანობას თბილისში გააგრძელებს და მისი აჭარიდან თბილისში გადაყვანა როტაციის პრინციპით მოხდა.

თეიმურაზ კუპატაძე ჯერჯერობით არ ასახელებს თუ ვინ იქნება აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი.

მანუჩარ კაციტაძე აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე დაახლოებით, ოთხი თვის განმავლობაში იმყოფებოდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს