ბათუმში 4 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ უზბეკეთის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

ბათუმში 4 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ უზბეკეთის მოქალაქეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწვეტილება მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა მიიღო.

როგორც ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. ბრალდების მხარე კი დღევანდელ პროცესზე საქმის დამამძიმებელი გარემოებებიდან გამომდინარე აღნიშნული პირის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.

გუშინ, ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ერთ-ერთ დასახლებაში 4 წლის გოგონა დედის მეგობარმა, სავარაუდოდ, ცემის შედეგად მოკლა, გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი პოლიციის განყოფილებაში მიიტანა და სამართალდამცველებს ჩაბარდა.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ქალს, რომელმაც ბათუმში 4 წლის გოგონას ცემით მოკლა, პატიმრობა შეეფარდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო