პროკურორი - პოლიციელი ბუტა ანთაძე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც ბრალდებულმა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა

პოლიციელი ბუტა ანთაძე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც ბრალდებულმა სასიკვდილო ჭრილობა დანით მიაყენა,- ამის შესახებ პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბესიკ ტაკიძე სამართალდამცავებს ხელს უშლიდა. მისივე თქმით, პოლიციელმა ბუტა ანთაძემ ბრალდებულს მოუწოდა, რომ ტერიტორიიდან წასულიყო, თუცა ბესიკ ტაკიძე პოლიციელის მოთხოვნას არ დაემორჩილა, გაღიზიანდა და მას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

"16 ივნისს, სოფელ გვარაში, რა დროსაც არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვის პროცესი მიმდინარეობდა, ბუტა ანთაძე სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. დაახლოებით ღამის 3 საათზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვას ხელს უშლიდა. პოლიციის უფროსი ტაკიძეს მოუწოდებდა არ შეეშალა ხელი ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვაში, რაზეც ბრალდებული გაღიზიანდა, მოულოდნელად პოლიციელს თავს დაესხა და სამზარეულოს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ბრალი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს",- განაცხადა ფრიდონ ქარცივაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი